საქართველოს ნაკრებზე ლუვრში...

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საკითხავი
მირანდა სურმანიძე   
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 04:03

22 მარტს, პარიზის დროით 21 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაში "სტად დე ფრანსზე" გაიმართება. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მატჩის გასაშუქებლად საფრანგეთის დედაქალაქში რომის გავლით ჩამოვედი. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში - მონმარტზე დავიდე ბინა და ქალაქის დათვალიერებაც სწორედ აქედან დავიწყე.

საქართველოსთან შედარებით, პარიზში ცივი ამინდია. ქუჩებში უამრავი ტურისტი ირევა, განსაკუთრებული ხალხმრავლობა, რა თქმა უნდა, ცენტრალურ უბნებსა და ღირსშესანიშნაობების მიდამოებშია. საფეხბურთო მოედნები პარიზის გარეუბნებშია განლაგებული, მათ შორის "სტად დე ფრანსიც".

პარიზელებმა იციან, რომ 22 მარტს მათი ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება, უფრო 26 მარტის მატჩის მოლოდინი აქვთ - ესპანეთთან თამაშობენ, თუმცა ფრანგი ფეხბურთის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან სწორედ ამ გუნდმა შეძლო ესპანეთთან 86 წუთი ისე ეთამაშა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიეღო.

დღეს ქალაქში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერი კაშნეთი დავსეირნობდი, ლუვრში ანტიკური ხანის ნივთებს ვათვალიერებდი, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამაჩერა და მკითხა - რატომ მეკეთა საქართველოს ნაკრების სიმბოლოებიანი კაშნე. მე ვუპასუხე, რომ ქართველი ვარ და პარიზში ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვედი. როგორც აღმოჩნდა, ლუვრის თანამშრომელი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ყოფილა. საქართველოს ნაკრებზე მითხრა, კარგი გუნდია, 22 მარტს კი სტადიონზე საფრანგეთის საგულშემატკივროდ მოვალო. ამის შემდეგ ჩემს კაშნეს უფრო მეტად მივაქციე ყურადღება, ქუჩაში გამვლელები აშკარად ამჩნევდნენ მას და ღიმილიანი სახით მიყურებდნენ. რაც უფრო ახლოვდება თამაშის დღე, საფრანგეთი-საქართველოს დაპირისპირება პარიზში აქტუალური ხდება.

საქართველოს ნაკრებმა 20 მარტს მუნიციპალიტეტის სტადიონზე ივარჯიშა. მოედნისკენ მიმავალი რამდენიმე ქართველს გადავაწყდი, ბიჭების გასამხნევებლად მოდიოდნენ. მითხრეს, პარიზში ქართველები ბევრნი ვართ და სტადიონზე საგულშემატკივროდ მოვდივართო. "ჯვაროსნების" ვარჯიშს პატარა ფრანგი ფეხბურთელები ადევნებდნენ თვალ-ყურს, რომლებიც მანამდე გვერდით მდებარე მოედანზე ვარჯიშობდნენ. ჩვენების ვარჯიშის დასრულების შემდეგ, პატარები ერთმანეთში საუბრობდნენ როგორ გამოერთვათ ქართველი ფეხბურთელებისთვის მაისურები, თუმცა არ იცოდნენ როგორ ეთქვათ ეს მათთვის, მხოლოდ "ჟოღჟია", "ჟოღჟიას" გაიძახოდნენ...

21 მარტს დიდიე დეშამი და თემურ ქეცბაია მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავენ. ნაკრებები "სტად დე ფრანსზე" ივარჯიშებენ. 22-ში კი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. როგორც ფეხბურთელები ამბობენ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება... იქნებ ამჯერად ისე მოხდეს, რომ "სტად დე ფრანსის" ტაბლოზე "ჯვაროსნების" გამარჯვების ანგარიში დაფიქსირდეს...

მირანდა სურმანიძე პარიზიდან

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1199 სტუმარი ონლაინში