გიორგი ლორია

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სპორტსმენი
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2012 16:34

საქართველოს რეკორდმაისტერის, თბილისის "დინამოს" და ეროვნული ნაკრების გოლკიპერი  გიორგი ლორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატში. მან თავისი სტაბილური თამაშით გულშემატკივრის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

მეკარის კარგი თამაში თემურ ქეცბაიასაც არ გამოპარვია და იგი ნაკრებში მიიწვია. მეტიც, ქეცბაიამ ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე აღნიშნა კიდეც, რომ ეროვნულ ნაკრებს, მეკარის პრობლემა აღარ აქვს.

გიორგი ლორიამ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა „ავაზაში“, ხოლო, პროფესიული ფეხბურთის თამაში საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ თბილისის "დინამოში" დაიწყო.  რომლის შემადგენლობაშიც მრავალი მატჩი ჩაატარა. გუნდის პირველ ნომერს  კარიერის განმავლობაში  საუკეთესო პერიოდი და ჩავარდნებიც ჰქონდა. გუნდმა ახლახანს მთავარი მწვრთნელი შეცვალა. ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას წასვლის შემდეგ კლუბში გიორგი დევდარიანი მოვიდა.  მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად „დინამო“ მაინც არ არის მოწოდების სიმაღლეზე. მიუხედავად სატურნირო ცხრილისა ფეხბურთელი მაინც ჩემპიონობას გეგმავს.

გიორგი ლორია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც ფეხბურთით ცხოვრობს. იგი სპორტკომპლექს "ქარიშხალაში" "ბუროს საძმოსთან" ერთად მინიფეხბურთს თამაშობს - ამჯერად თავდამსხმელის პოზიციაზე, რადგან ძალიან მოსწონს გოლების გატანა. სხვათა შორის, მინიფეხბურთში წინ თამაში მეკარეს სწრაფ რეაქციასა და წინ თამაშში ეხმარება. როგორც ფეხბურთელთა უმრავლესობა, ლორია კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სამყაროში დარჩენას გეგმავს.

მხატვარი: მანანა სურმანიძე

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 930 სტუმარი ონლაინში