მსაჯია-ადამიანი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
აკაკი გვენეტაძე   
პარასკევი, 29 ნოემბერი 2013 13:15

მსაჯია-ადამიანი

საინტერესოა, რომ მსაჯები მაშინვე ეჭვს იწვევენ თავიანთ ორიენტაციაში, როგორც კი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ძალიან ბევრი მატჩი მახსენდება, რომელიც მსაჯმა გააფუჭა ან გაძევებით, ან გაუძევლობით. არჩათვლილი გოლითა თუ ჩათვლილი ბურთით და ა.შ.

სამი მსაჯი მახსენდება ახლა: ვალენტინ ივანოვი, თოფიქ ბახრამოვი და ტერე ჰაუგე.

პირველ მათგანს რაღაც დაემართა და 2006 წლის მუნდიალზე, პორტუგალია-ჰოლანდიის მატჩში იმდენი ბარათი ამოიღო რამდენიც გაუხარდა, გაახალისა მაყურებლები, როგორც ტელეეკრანებთან, ისე უშუალოდ ტრიბუნაზე მყოფები და თვით ფეხბურთელებიც კი. მახსოვს გაძევებული დეკო და ვან ბროჰორსტი როგორ მხიარულად საუბრობდნენ გასახდელთან. საბოლოოდ პორტუგალიამ გაიცინა და შემდე ეტაპზე გავიდა.

მართალია, გერმანიას ვგულშემატკივრობ ხოლმე, მაგრამ 1966 წელს სრულიად დამსახურებული გოლით მოიგო ინგლისმა პირველი და უკანასკნელი მსოფლიოს თასი. კადრები ბუნდოვანია, მაგრამ იქ გოლი უფრო ჩანს ვიდრე არაგოლი ასე, რომ აზერბაიჯანელი თოფიქა სრულიად მართალია.

და ბოლოს, ტერე ჰაუგე, რომელმაც ასევე 2006 წელს, ოღონდ პარიზში და ოღონდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იენს ლემანი მე-18 წუთზე გააძევა და "არსენალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ კაცნაკლული დატოვა. უპრიანი გოლის ჩათვლა იქნებოდა, მაგრამ...

კიდევ ტომ ჰენინგ ოვრებოს კოშმარული მსაჯობა, ანდერს ფრისკის გადახსნილი შუბლი, დავით კირკიტაძის შეშინებული ქართველი მსაჯები, ბაბუაჩემის ნაცემი არბიტრი, „მანჩესტერელი“ ჰოვარდ უები, ფელიქს ბრიხის მიერ შტეფან კისლინგის ვერდანახული აცილება, პიერლუიჯი კოლინა და კოლუმბიელი ბაირონ “იტალიელთმჩაგვრელი” მორენო ამოტივტივდა ახლა ჩემს მეხსიერებაში...

მსაჯები უამრავ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის ნაწილია და ვიდეოგამეორებები ძალიან ცუდად იმოქმედებს სპორტის ნომერ პირველი სახეობის ბუნებრიობასა და ესთეტიურ მხარეზე. მე საშინლად არ მომწონს არც ერთი ჩიპისა და ან თუნდაც იმ მეოთხე და მეხუთე მსაჯების არსებობა, რომლებსაც გაურკვეველი მოვალეობები აკისრიათ.

მე გაოცებული ვარ მსაჯების გამო, როგორც ძირითად, ისე გვერდითი მსაჯების მუშაობით. როგორ შეუძლიათ მათ დაინახონ ის, რაც ჩვენთვის მხოლოდ მესამე გამეორებაზეა ცხადი, ისიც სხვადასხვა რაკურსით. მილიმეტრებში ხედავენ თამაშგარეებს და როცა ვერ ამჩნევენ ადამიანური სისუსტის, გამო მათ ვაგინებთ და უდიერად მოვიხსენიებთ.

ჩემი აზრით, მსაჯები ყველაზე დიდი პროფესიონალები არიან მოედანზე და მათი ღვაწლის დაუფასებლობა დასანანია გულშემატკივართა მხრიდან. ისინიც ადამიანები არიან და იმიტომ უშვებენ შეცდომებს. აბა, ეცადეთ და გაიხსენეთ მსაჯის რომელიმე სწორი გადაწყვეტილება... ძნელია ხომ? დიახ, ჩვენ მხოლოდ შეცდომებს ვხედავთ!

ბოლოს მინდა ეს ლინკი ნახოთ ჰოლანდიის ჩემპიონატიდან, სადაც ჩემთვის უცნობი მსაჯი დიდებულ სპრინტერულ მონაცემებს ავლენს.

http://www.imgdumper.nl/uploads7/523f91f76dc1a/523f91f76b8f3-45195656542.gif

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 871 სტუმარი ონლაინში