უელსელი მარადონა - აარონ რამზი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
ნინა დომინიკო   
სამშაბათი, 03 დეკემბერი 2013 18:06

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

2008 წელს არსენ ვენგერს და სერ ალექს ფერგიუსონს ფარული ომი ჰქონდათ ერთმანეთში გაჩაღებული. ორივე მათგანი 17 წლის უელსელი აარონ რამზის გადაბირებას ცდილობდა, რომელსაც უმაღლესი შეფასებები დაუწერეს სკაუტებმა. კარდიფელის კარზე ლონდონი და მანჩესტერი იდგნენ, არჩევანი სწორედ მასზე იყო. პირადი შეხვედრები, კონტრაქტის დეტალები და სხვა ტაქტიკური ბრძოლა ლონდონის „არსენალის“ თავკაცის გამარჯვებით დასრულდა. არადა, იმ წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2 მთავარი ტიტული მოიგო - "ჩემპიონთა ლიგა" და "პრემიერ ლიგა". კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინავდა „იუნაიტედში“, მოურინიომ "ჩელსი" დატოვა და "არსენალს" კი დანაკლისი დიდი ჰქონდა: იენს ლემანი, მატიუ ფლამინი და ფიზიო გარი ლევინი. ლიგაში კი მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდნენ.

ტრანსფერი

და მაინც როგორ აღმოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარდამჭერი "არსენალში". არსენ ვენგერმა 5 მილიონი ფუნტი შესთავაზა „კარდიფს“ რაზეც უარი არ თქვეს, მითუმეტეს, რომ „იუნაიტედი“ უფრო ნაკლებს სთავაზობდა, სერ ალექსის აზრით, ახალგაზრდა უელსელს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ჰქონდა შესაძლებლობები.

„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი ტერი ბარტონი "კარდიფში" გადაბარგდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. ტერი ახალგაზრდა უელსელს უხსნიდა თუ რატომ არის „არსენალი“ საუკეთესო საშუალება ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, მაგალითად ჩესკ ფაბრეგასი მოუყვანა, რომელიც მხოლოდ 16 წლის ასაკში გახდა გუნდის ნაწილი. არანაკლები წარმატება ჰქონდათ თეო უოლკოტს და გაელ კლიშის. ამ ფაქტს სელ ალექსი ნამდვილად არ ელოდა.

პირადი კონსულტაცია

კლუბებს შორის ბოლო გარიგებების შემდეგ, არსენ ვენგერმა გადაწყვიტა დასასვენებლად წასულ რამზის ოჯახს შვეიცარიაში პერსონალური თვითმფრინავით წვეოდა. შვეიცარიაში მოთამაშესა და მწვრთნელს შორის ხანგრძლივი დიალოგი გაიმართა, გადამწყვეტი ფაქტორები პირველ გუნდში ადგილი და ხანგრძლივი გეგმები გახლდათ.

13 ივნისს ოფიციალურად წარადგინეს უესელი კლუბში, მისი სახელი ბევრს გაგონილი არც კი ჰქონდა, მითუმეტეს ფრანგი სამირ ნასრის ტრანსფერმა კიდევ უფრო დაჩრდილა ახალგაზრდა ტალანტი, რომლის შესახებაც სკაუტებს და მწვრთნელებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ და ზუსტად იცოდნენ თუ რა ნიჭი შეემატა ლონდონის „არსენალს“.

დებიუტი და ადრეული წლები

კონტრაქტის გაფორმებიდან ზუსტად 2 თვეში რამზის დებიუტი შედგა კლუბში, „ჩემპიონთა ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე. 1 თვის შემდეგ კი „პრემიერ ლიგაში“  „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ. ვენგერმა პირობა შეასრულა, უელსელმა ყველა ჩემპიონატში ერთად 22 შეხვედრის ჩატარება მოახერხა თავის სადებიუტო სეზონში.

მე-2 სეზონში კი 29 შეხვედრა ჩაატარა ასევე ყველა ჩემპიონატში და 4 გოლი გაიტანა. ვენგერმა  უელსელი სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, როგორც მისი ბუნებრივი პოზიცია, საყრდენი, ისე მოედნის შუაგულში ცენტრალური თავდამსხმელის უკან, ხშირად ფლანგებზეც ათამაშებდა, რაც ზოგადად არსენისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

ტრავმა და გამოჯანმრთელება

2011 წლის თებერვალში, „სტოუკ სიტის“ წინააღმდეგ სტოუკში უწევდათ „მეთოფეებს“ შეხვედრის ჩატარება, მათსა და „მანჩესტერ იუნაიტედს შორის“ მხოლოდ 2 ქულა იყო სხვაობა, შესაბამისად შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აარონ რამზი და ჩესკ ფაბრეგასი მოედნის ცენტრში უმთავრესი ფიგურები იყვნენ სტოუკელთა მძიმე, რაგბის სტილის ტაქტიკის წინააღმდეგ, ანგარიში კი 1-1 გახლდათ.

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სტოუკელთა კაპიტანი, ინგლისელი ცენტრალური მცველი რაიან შოუკროსი უელსელისთვის ბურთის ასართმევად ე.წ. „პატკატით“ გაემართა და უცებ რამზის ფეხი წვივში გადატყდა, ორმაგი მოტეხილობა, კამერებმა ნათლად აჩვენეს როგორ ჩამოეკიდა ფეხი, თანაგუნდელების რეაქციებიც ტრავმის სიმძიმის გამოხატულება იყო. თავად შოუკროსი მოედანს ტირილით ტოვებდა, რომელსაც უმალ წითელი ბარათი მისცეს.

აარონი კი იმაზე სწრაფად გამოჯანმრთელდა ვიდრე  მოლოდინი იყო. სულ რაღაც 9 თვის შემდეგ შეძლო მოედანზე გასვლა და თამაში. მაგრამ ფიზიკურზე მეტად გონებრივი სტრესის ქვეშ მოექცა უელსელი და ვერ ახერხებდა დროულად ფორმაში შესვლას, ვენგერმა 2-ჯერ იჯარით გაუშვა, ჯერ „ნოტინგემ ფორესტში“ შემდეგ კი „კარდიფში“.

ტრავმის შემდგომი სრული დაბრუნება

შემდეგი სეზონის დასაწყისში გუნდი დატოვა ჩესკ ფაბრეგასმა, რომელიც „ბარსელონაში“ დაბრუნდა. სამირ ნასრი კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც 10 ნომრის პოზიციაზე თამაში სურდა „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდა. ერთდროულად 2 ფეხბურთელის წასვლამ, უელსელს მეტი შანსი მისცა სასურველ პოზიციაზე ეთამაშა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაემკვიდრებინა.

გულშემატკივარი კვლავ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ფიქრობდა რომ ტრავმამდელ ფორმას ვერ დაიბრუნებდა. საპირისპირო აზრზე იყვნენ მწვრთნელები, ვინც მას მოედანს მიღმა, ყოველდღიურად ვარჯიშზე უყურებდა. გარი სპიდმა ახალგაზრდა აარონს, უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩააბარა, ის ყველაზე ახალგაზრდა უელსელი კაპიტანი გახლდათ. თავისი გადაწყვეტილება კი ასე ახნა: „აარონი შესანიშნავი მაგალითია მოედანზეც და მის მიღმაც“.

8 თვის შემდეგ გარი სპიდმა თავი მოიკლა, მისმა შეგირდმა კრის კოულმანმა, რომელიც უელსის ნაკრების თავკაცის პოზიციაზე მოვიდა რამზის კაპიტონა ჩამოართვა ცუდი შედეგების გამო. სპიდის თვითმკვლელობა ახალგაზრდა უელსელისთვის ძალზედ დამთრგუნველი აღმოჩნდა, მისი განვითარება კიდევ ერთხელ შეფერხდა. ამჯერად ფიზიკურზე მეტად გონებრივი დარტყმა მიიღო რამზიმ, რომლის აღმზრდელიც სწორედ გარი სპიდი გახლდათ.

2011-12 წლების სეზონში 44 შეხვედრას მოუყარა თავი, 2 გოლს და 4 საგოლე გადაცემას. ვენგერი მისთვის პოზიციების ცვლას განაგრძობდა, მათ შორის მარჯვენა მცველის. მოკრძალებული სტატისტიკით: 1.8 - დარტყმა კარის მიმართულებით, 3.1 - გრძელი პასების სიზუსტით, 1.6 - სასარგებლო გადაცემა. მოედანზე ასრულებდა როგორც დაცვით ისე თავდასხმით ფუნქციებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სასარგებლო როლი გუნდში.

2012-13 წლების სეზონში  აარონი კვლავ განაგრძობდა პოზიციების ცვლას, ცდილობდა თავისი ფორმის პოვნას, მოედნის ყველა ნაწილში ხვდებოდა. პრემიერლიგის 38-დან 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (15 მათგანი ცვლილებით). მისი დარტყმები კარის მიმართულებით და სასარგებლო გადაცემები შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა პასების და „პატკატების“ სიზუსტე.

ამჟამინდელი წარმოუდგენელი ფორმა

გასული სეზონის მიწურულს როგორც იქნა აარონის შუქიც აინთო. ტრავმა და გარი სპიდის თვითმკვლელობა უკან დარჩა და უელსელმა მარადონამ დაიწყო იმ ფორმის აღდგენა და ჩვენება, რომელსაც მისგან წლების წინ ელოდნენ, ითხოვდნენ. მოედნის ცენტრში ან მარჯვენა ფლანგზე ნაჩვენები მრავალფეროვანი შესაძლებლობების შემდეგ აშკარა გახდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა დღეს ის ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში.

აარონ რამზის ტექნიკური ძალა დღეს გადამწყვეტია „არსენალის“ როგორც დაცვით ისე შემტევ სტრატეგიაში. როცა ბურთი არ აქვს „პატკატების“ გაკეთებას ცდილობს, ძლიერი ფიზიკური ფორმის დახმარებით. წლეულს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, თითო თამაშში 5 „პატკატი“, 1.4 ჩაჭრა და 0.9 გამოტანა. თქვენ გგონიათ ცენტრალურ მცველზე ვსაუბრობთ?

როგორც კი ბურთს მოიპოვებს  ეგრევე შემტევ გამთამაშებლის პოზიციაზე გადადის, კარის მიმართულებით მისი საშუალო დარტყმების რაოდენობა კრისტიან ბენტეკეს და ალვარო ნეგრედოს საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს, ეს უკანასკნელნი კი ცენტრალური თავდამსხმელები არიან.

იმდენად გასაოცარ ფორმაშია, ძნელია გავიგოთ რატომ ათამაშებდა ვენგერი ფლანგზე, როცა მისი ადგილი მოედნის ცენტრია, მიკელ არტეტას მაგივრად. არტეტა ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ აარონის ასეთი ფორმის გათვალისწინებით, რომელიც მატიუ ფლამინის პარტნიორობით საყრდენ ზონაზე ზუსტად ისე გამოიყურება, რომელზეც „არსენალის“ გულშემატკივრები მრავალი წელი ოცნებობდნენ, არ მოიძებნება.

აარონ რამზი ამჟამად პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა და ალბათ ყელაზე მეტად მსოფლიოშიც ის გამოირჩევა, მისი ფორმიდან გამომდინარე. მისი თვითრწმენა და თავდაჯერებულობა ძალიან მაღალია. და მანამ პრესაში ადნან იანუზაიზე და ანდროს თაუნსენდზე უფრო მეტს წერენ და მომავლის ვარსკვლავებად განიხილავენ, რამზი ჩუმად წერს ისტორიას თავისი ბრწყინვალე წარმოდგენით კლუბში, რომელიც 5 წლის წინ დაპირდა რომ ეს მოხდებოდა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 900 სტუმარი ონლაინში