რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
ნინა დომინიკო   
ხუთშაბათი, 27 მარტი 2014 15:49

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

პრემიერლიგის ვარსკვლავი ფრენკ ლამპარდი რომ საბავშო წიგნებს წერს, ახალი ამბავი უკვე აღარ არის, მისი ზღაპრების წიგნების სერიის გამოცემა 1 წლის  წინ დაიწყო.

„არისტოკრატების“ ლეგენდა სამშაბათს 30 მკითხველს შეხვდა "სტემფორდ ბრიჯზე", რომელიც ორგანიზაციის 11 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნული ორგანიზაცია ეროვნული წიგნიერების ნდობას პრემიერლიგის ვარსკვლავები ემსახურებიან. მის დამაარსებლებს სჯერათ, რომ ბავშვები მიბაძავენ მათ გმირებს.

„კითხვა ყველასათვის სასიამოვნო უნდა იყოს, განურჩევლად ასაკისა.“ - ამბობს ლურჯების ლეგენდა.

თავად ლამპარდისთვის საყვარელი საბავშო წიგნი დევიდ უილიამსის „რეთბურგერია“.

პროგრამა გულისხმობს პრემიერლიგის 20-ვე კლუბმა ერთი მოთამაშე აირჩიონ, რომელიც გახდება წიგნიერი ვარსკვლავი, ის გააცნობს ბავშვებს საყვარელ ლიტერატურას და მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრში ვიდეოს საშუალებით.

მე-2 წიგნი, რომელიც ფრენკმა აირჩია გახლავთ „ოპონენტების გუნდი: აბრაამ ლინკონის პოლიტიკური გენიალობა“, რომლის ავტორიც დორის კირნს გუდვინი გახლავთ.

სხვა მოთამაშეებს შორის, პოპულარული წიგნებს შორის, როალდ დალის „ჯეიმსი და გიგანტური ატამი“ და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ დასახელდა.

ავტობიოგრაფიებს შორის ყველაზე კითხვად წიგნებად დასახელდა დევიდ ბექჰემის, პოლ გასკოინის, სერ ალექს ფერგიუსონის, ანდრე აგასის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და კრეიგ ბელამის ავტობიოგრაფიები.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 4-დან მხოლოდ 1 ბიჭი კითხულობს კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას, 3 კი ტელევიზორის ყურებას და გარეთ თამაშს ამჯობინებს.

პრემიერ ლიგა 30000 ბავშვის წიგნიერებაზე იზრუნებს 1000-ზე მეტ სკოლაში პროგრამის ფარგლებში, რომელიც 10 კვირას გასტანს.

თავად 20-ვე კლუბის წარმომედგენელმა გაამხილა საყვარელი წიგნების ჩამონათვალი:

არსენალის მეკარე, ვოიცეხ შჩესნი: ელში ბირდას „შუშის“ მთა და სხვა ზღაპრები. „როგორ არ ვიყო პროფესიონალი ფეხბურთელი“ პოლ მერსონისგან.

ასტონ ვილას ჯედ სტირი: „ჰობიტი“ ჯ.რ.რ ტოლკიენი, „ერთი გასროლა“ - ლი ჩაილდი.

კარდიფ სიტის ენდრიუ ტეილორს კი კრეიგ ბელამის ავტობიოგრაფია უყვარს, ასევე „მოხეტიალე როი“ აკრძალული ბიოგრაფია მიკ კოლინსისგან.

კრისტალ პალასის აარონ ვილბრემი: „უცხოპლანეტელი ალბი“ კაი უმანსკისგან. ასევე პოლ გასკოინის ავტობიოგრაფია.

ევერტონის სტივენ ნეისმიტს კი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ყვარებია ჯ.ქ როულინგისგან. მას ასევე ჰარლან კობენის „სამუდამოდ წასული“

ფულემის დენ ბარნის საყვარელი საბავშვო წიგნი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანაა“. ზრდასრულთა ლიტერატურიდან დენ ბრაუნის „ანგელოზები და დემონები“ უყვარს.

ჰულ სიტის ლიამ როზნერმა პეპე გვარდიოლას ბიოგრაფია და ბარელის „ტუდორები და სტიუარტი“ დაასახელა.

რაჰიმ სტერლინგი, ლივერპული: „ხვრელები“ - ლუის საქარი, მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ჯოლეონ ლესკოტი, მაჩესტერ სიტი: „სასაცილოძვლები“ ჯანეტ და ალან ალბერგები. რონალდო-გენიოსის მოგზაურობა - ჯეიმს მოსლი.

ეშლი იანგი, მანჩესტერ იუნაიტედი: „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“. ანდრე აგასის „ღია“

სემი ამოები, ნიუკასლ იუნაიტედი: როალდ დალი - „დიდი მეგობრული გოლიათი“, „ბეჭდების მბრზანებელი“ ტოლკიენი.

როს მარტინი, ნორვიჩი: „ჯეიმსი და გიგანტური ატამი“, „წყეული იუნაიტედი“ დევიდ პისისგან.

ჯეიმს ვარდპრაუსი, საუზჰემპტონი: „ჯეიმსი და გიგანტური ადამი“, დევიდ ბექჰემის ბიოგრაფია.

ჩარლი ადამი, სტოუკ სიტი: „გრუფალოს ბავშვი“ - ალექს შფლერი და ჯულია დონალდსონი, ჩემი ბიოგრაფია - ალექს ფერგიუსონი.

ჯონ ო’შიე, სანდერლენდი: „ფანტასტიური მისტერ ფოქსი“  - როალდ დალი, „ჭადრების რიგი“ - ჯონ გრიშემი

ნათან დაიერი, სვონსი: „სულელები“ - როალდ დალი, „ჩემი პრემიერ ლიგის დღიურები“ - ეშლი უილიამსი.

იან ვერტონგენი, ტოტენჰემი - „მატილდა“ - როალდ დალი, „ჯოჯოხეთი“ - დენ ბრაუნი.

ჯონას ოლსონი, ვესტბრომვიჩ ალბიონი: „პეპი გრძელიწინდა“ ასტრიდ ლინდგრენი, ბობ დილანის ქრონიკები, 1-ლი თავი (მოგონებების 1-ლი ნაწილი)

მარკ ნოუბლი, ვესტჰემ იუნაიტედი: „მგელის კივილი“ - მელვინ ბურჯესი, „მეთ ჰემსონის დაცემა და აღზევება“ - პოლ კიმიჯი.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1613 სტუმარი ონლაინში