რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
მანანა სურმანიძე   
შაბათი, 19 აპრილი 2014 14:32

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

ბრაზილიელი ლეგენდა გამორჩეული ფეხბურთელი რომ არის ლათინელთათვის, ეს ყველასთვის ნათელია. მას მართლაც ბრწყინვალე და გამორჩეული კარიერა ჰქონდა. 2002 წელს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა. წარმოგიდგენთ ფეხბურთელის განვლილ საფეხბურთო გზას.

"სანტა კრუზი": ახდენილი ოცნება!

ლეგენდამ პირველი კონტრაქტი 19 წლის ასაკში გააფორმა. კლუბი, რომელშიც რივალდომ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში დაიწყო, "სანტა კრუზია". ეს კლუბი რივალდუს მშობლიურ მხარეშია, სადაც არა მარტო ჩვენი დღევანდელი გმირი გაიზარდა, არამედ პაულისტაც.  როდესაც კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, გახარებულმა ბრაზილიელმა სიხარულით განაცხადა: "ჩემი ოცნება ახდა!". მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მომავალში როგორი კარიერა ელოდა...

"მოჯი მირიმი"

ერთ-ერთი ტურნირის დროს, რივალდომ ახალი შემოთავაზება მიიღო. მას "მოჯი მირიმი" იხმობდა. მართალია კლუბი არც ისე პოპულარული და ცნობილი იყო, მაგრამ სან პაულოში არსებობდა. კლუბის შემადგენლობაში რივალდუმ 1993 წელს შტატის ჩემპიონობა მოიპოვა. ეს კლუბი ბრაზილიელი ვარსკვლავის საკლუბო ისტორიაში ნამდვილად შევიდა. მაშინ მის საფეხბურთო სტილს 1974 წლის ჰოლანდიის ნაკრების სტილს ადარებდნენ -ტოტალური ფეხბურთი. დამზადებულია ბრაზილიაში!

"კორინთიასი": GoodBye ამერიკა!

რივალდოს დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის მუნდიალზე შედგა, მაგრამ მანამდე შეეძლო ამერიკაში გასამართ ჩემპიონატშიც მიიეღო მონაწილეობა. ყველაფერში დამნაშავე კი "კორინთიასის" მთავარი მწვრთნელი მარიუ სერჟიუა, რომელიც რატომღაც რივალდოს აქტიურად იცავდა. შედეგად კი ჩემპიონატის წინ ჩვენი გმირი ფერმკრთალად გამოიყურებოდა. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ალბერტუ პერეირამ კი ის ნაკრებს მიღმა დატოვა.

"პალმეირასი": ტრამპლინი ევროპაში

რივალდოს საუკეთესო წლები ბრაზილიაში სწორედ ამ კლუბს უკავშირდება. 1994 წელს მან 14 გოლის გატანა მოახერხა, ბომბარდირთა დავაში საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა და კლუბს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

"ბარსელონა": ფენომენის ნაცვლად

"პალმეირასში" მისი ბრწყინვალე თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია ევროპულ კლუბ "დეპორტივოს". 1996 წელს ბრაზილიელი ესპანეთში გადაბარგდა.  მან პირველსავე ესპანურ სეზონში 21 ბურთის გატანა მოახერხა და კლუბმა პრიმერა მესამე ადგილით დაასრულა. ეს ფაქტი ტოპ-კლუბებსაც არ გამოჰპარვიათ. მისით "ბარსა" დაინტერესდა.

ისე გამოვიდა, რომ "დეპორტივოში" რივალდომ ბებეტო შეცვალა, "ბარსელონაში" კი მას კიდევ ერთი თანამემამულე ფენომენი - რონალდო უნდა შეეცვალა, რომელიც საფეხბურთო კარიერას "ინტერში" აგრძელებდა. რივალდო კლუბს მესიასავით მოევლინა. "ბარსასთან" ერთად მან 2 ტიტული მოიპოვა. 1999 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. რომ არა ლუი ვან გაალთან კონფლიქტი, "ბარსელონაში" რამდენ ხანს დარჩებოდა ფეხბურთელი, არავინ იცის.

ბრაზილიის ნაკრები: სიმულიანტი და გმირი

2002 წლის ჩემპიონატი ტრიუმფალური აღმოჩნდა ბრაზილიისთვის. რივალდომ კი აჩვენა როგორი ცუდი მსახიობია. თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ფეხბურთელმა ულამაზოდ და აშკარად ისიმულიანტა, რის შედეგადაც გულშემატკივრის გაღიზიანება და სიძულვილიც კი დაიმსახურა. თუმცა მას დიდი წვლილი მიუძღვის ბრაზილიისთვის მეხუთე ტიტულის მოპოვებაში. მან ნაკრებში უკანასკნელი მატჩი და უკანასკნელი გოლი 2006 წლის მუნდიალზე ურუგვაისთან გაიტანა.

"მილანი": ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე

"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, ფეხბურთელის კარიერა კიდევ უფრო წინ წავიდა. 2002-03 წლებში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა. მან 2 გოლის გატანა მოახერხა. მაშინ როდესაც მილანელთა ღირსებას ანდრეი შევჩენკო და პიპო ინძაგი იცავდნენ, რთულია მეტი გოლი გაიტანო.

რივალდო და ეგზოტიკა

საბერძნეთი, უზბეკეთი, ანგოლა - "ბარსას" დატოვების შემდეგ, მისი მომდევნო კლუბი ეგზოტიკური გახლდათ. კარიერა კი "მოჯი მირიმიში" დაასრულა, ფაქტობრივად საიდანაც დაიწყო, სადაც მისი შვილი რივალდინიოც ასპარეზობს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 884 სტუმარი ონლაინში