როგორ დავიკლოთ წონაში?

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
კვირა, 27 აპრილი 2014 10:00

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაგვეთანხმებით, ყველა მამაკაცს სურს, რომ მიმზიდველად, ათლეტურად და დაკუნთული გამოიყურებოდეს, ამისათვის კი რა არის საჭირო? რა თქმა უნდა, ვარჯიში და დიდი შრომა, წვალება!

დღეს ჩვენი თემა იქნება, თუ როგორ მოვიხსნათ წონის პრობლემა და როგორ დავიგდოთ მუცელი — ამისათვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ...

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ადგილი სავარჯიშოდ: იქნება ეს დარბაზი, ეზო, სკვერი თუ სახლი, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ სად ივარჯიშებთ და რა დოზით, არის რამდენიმე წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

როცა ვარჯიშს იწყებთ, აუცილებელია, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, რადგან პირველივე დღეს თუ ეცდებით იმავე დატვირთვის მიღებას, რასაც დიდი ხნის მოვარჯიშეები იღებენ, აუცილებლად აგტკივდებათ ყველა კუნთი და თანაც, შეიძლება, 2-3 ვარჯიშზე მეტის გაცდება მოგიწიოთ, რაც არაა სასურველი.

კიდევ არის რეჟიმი: გარდა ვარჯიშისა, აუცილებელია ძილი და კვებაც, რაც სხეულს განვითარებას უწყობს ხელს.

ვარჯიშის დროს კუნთებზე კონცენტრაცია დაგეხმარებათ ისწავლოთ სხეულის მოსმენა და საკუთარი ორგანიზმის მართვა — საკუთარი სხეულის შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც სხეულის დამორჩილება იცის, სხეულს კი იმორჩილებს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარ ორგანიზმს უსმინოს.

ვარჯიშები
სირბილი და კარდიო ვარჯიშები (დაახლოებით 30-წუთიანი კარდიო საკმარისია)
მუცლის პრესის ვარჯიში
აზიდვები (დამწყებთათვის 4 მისვლა 20 გამეორება აჯობებს)

დამწყებთათვის ეს სრულიად საკმარისია და ერთი კვირის განმავლობაში ამ პროგრამას უნდა მიჰყვეთ, მერე კი ნელ-ნელა ძელიც (ე.წ. ტურნიკი) უნდა შემოამატოთ ვარჯიშებში, თუმცა მარტო ვარჯიში არ კმარა — როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორი კვება და დიეტაც აუცილებელია.

თავიდანვე გაითვალისწინეთ, რომ უარი უნდა თქვათ ისეთ საკვებებზე, როგორებიცაა: ფასთ-ფუდი, გაზიანი სასმელები, ძეხვეული, სოსისები, ცომეული, მაიონეზი, კეტჩუპი.

სწორი რაციონი
უცხიმო ხორცი
კვერცხი
თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები: კეფირი, ხაჭო, რძე
ფაფები: წიწიბურა, ხორბალი, სიმინდი და ა.შ.
პარკოსნები: ლობიო, ბარდა
ბოსტნეული და ხილი

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 797 სტუმარი ონლაინში