მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
მანანა სურმანიძე   
შაბათი, 05 ივლისი 2014 16:08

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დავიდ ლუიზის მამამ 20 წლის ასაკში თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე. ეს ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში. მაშინ  ლადისლაუ მარინიუს შანსი ჰქონდა "ატლეტიკო მინეიროს" ახალგაზრდულ გუნდში ეთამაშა, მაგრამ მას ოჯახის რჩენის საშუალება არ ექნებოდა, თანაც არ სურდა ახლადშექმნილი ოჯახის დატოვება, ამიტომაც უარი თქვა ფეხბურთელობაზე და სკოლის მასწავლებლობა გადაწყვიტა.  ფული იშოვა და ოჯახიც გადაარჩინა.

"მამა - ის ჩემი გმირია. მან საკუთარ ოცნებაზე უარი 20 წლის ასაკში თქვა, რათა ოჯახი სიღარიბისგან ეხსნა. ის ძალიან კარგი მოთამაშე იყო, ჩემზეც კარგი. როდესაც თამაში დავიწყე, მითხრა, რომ მისი ოცნება ამესრულებინა, რომ მე გამეკეთებინა ის, რაც მან ვერ შეძლო".

გზა ძალიან რთული იყო. 14 წლის ლუიზმა ვერ შეძლო "სან-პაულუს" ახალგაზრდულ გუნდში მოხვედრა. მაშინ მიზეზად სიმაღლე დასახელდა. დღეს ალბათ ვინც ამას გაიგებს, გაეცინება, რადგან ლუიზი 1.89 სმ-ია სიმაღლეში. მაგრამ მაშინ ეს მიზეზი საკმაოდ სერიოზული და საგანგაშო გახლდათ. "სან-პაულუსთან" ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ლუიზი ქალაქ სალვადორში, სახლიდან 36 საათის სავალზე წავიდა.

"მშობლებს ვუთხარი, რომ სახლში მას შემდეგ დავბრუნდებოდი, როდესაც მათ მოვლას შევძლებდი, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებდნენ, ჩემი და ჩემი დის გაზრდის და მოვლის გამო".

მთავარი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა, მაგრამ ქვეყნიდან ქვეყანაში დადის და ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევს ასე ყოფნა. "ოჯახი 14-დან 16-წლამდე არ მყავდა ნანახი. მშობლები საწინააღმდეგოს არასდროს მეუბნებოდნენ. სამაგიეროდ, მეუბნებოდნენ, რომ სწორი და არასწორი გზა თვითონ უნდა გამერჩია. ღმერთის მწამს და მადლობელი ვარ მისი, რომ ბრაზილიის მესამე ლიგიდან პირდაპირ "ბენფიკაში" მოვხვდი. ძალიან გამიმართლა, რადგან ბრაზილიის გარდა არსად მქონდა ნათამაშები და აქ მე არავინ მიცნობდა".

პორტუგალია გახდა დავიდ ლუიზის საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ მას გარეგნობაც კი შეეცვალა. ბრაზილიელს მისი საფირმო ვარცხნილობა თავიდანვე არ ჰქონია, ეს ვარცხნილობა 2007 წელს "ბენფიკაში" გადასვლის შემდეგ გაიკეთა. ლისაბონში ძალიან ციოდა და მისთვის დამატებითი გათბობა იყო აუცილებელი: "თმის გაზრდა დავიწყე, რადგან ყურები მეყინებოდა. მერე მივხვდი, რომ ჩემი ვარცხნილობა ადამიანებს მოსწონდათ და მე სრულად ჩამოყალიბებული გავხდი. ახლა ბევრს არ სურს, თმა რომ შევიჭრა".

"ბენფიკაშივე" გამოჩნდა მისი ლიდერის თვისებები და აქ დაიწყო ცხოვრების მთავარ პრინციპეპზე საუბარი. "ვიცი, რომ შემიძლია ლიდერი ვიყო. "ბენფიკას" კაპიტანი 21 წლის ასაკში გავხდი. ნაკრებშიც მალე მოვიპოვე კაპიტნის სტატუსი. მოწყენილი 1-2 საათით თუ ვარ, მერე საკუთარი თავი ხელში ამყავს: გუნდს ჩემი ხალისიანი განწყობა უფრო სჭირდება. მომწონს დამატებით პასუხისმგებლობას რომ ვიღებ, ვეხმარები ახალგაზრდა ფეხბურთელებს. თუნდაც ედენ აზარს, მასაც დაჭირდა მხარდაჭერა, "ჩელსიში" ახალად რომ გადმოვიდა. პარტნიორებს ყოველთვის ვეხმარები, ძალიან მომწონს ეს პროცესი. საიდან მაქვს ეს თვისება? ვფიქრობ,  უბრალოდ გამიმართლა ჩემი მშობლები სკოლის მასწავლებლები რომ არიან. მათ ცხოვრება სხვა მხრიდან დამანახვეს, მასწავლეს ყურადღებით მეცხოვრა".

ლუიზისთვის ღვთის რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს: "ბრაზილიაში ბევრი მორწმუნეა, ისინი მიიჩნევენ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება".

ოჯახი: "ახალგაზრდებს მშობლებთან სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ დღეს ამის პრობლემა დგას".

"ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევა, რაც ფეხბუთმა მომცა ის იყო, როდესაც ერთმა ქალმა გამაჩერა, რომელიც ლისაბონის ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველი იყო, მადლობა გადამიხადა. ვკითხე რატომ მიხდიდა მადლობას, მან კი მიპასუხა: ერთი კვირის წინ შენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდი, რომ მნიშვნელობანია ოჯახთან კარგი ურთიერთობა, მშობლების სიყვარული და პატივისცემა და რომ შენ ისინი ძალიან გიყვარს. ნამდვილი გმირი ხარ. ჩემმა შვილმა, რომელიც შენი გულშემატკივარია, გუშინ პირველად მითხრა რომ ვუყვარდი.

ძალიან ვიყავი გახარებული, რადგან  დღეს ცნობილ ფეხბურთელს უსმენენ. ძალიან მიყვარს ბიბლია და ვიცი, რომ ყველა ჩვენგანი ცოდვილია, მაგრამ მონანიების შემთხევაში, შეგიძლია უკეთესი გახდე. ამის მოყოლა მინდა ჩემი შვილებისთვისა".

ამის თქმა ლუიზს ჯერ-ჯერობით სხვისი შვილებისთვის უხდება. ნაკრების ვარჯიშს უნარშეზღუდული ბავშვი ესწრებოდა. ის ბავშვთან მივიდა მოედანზე ჩაიყვანა და მისი პრობლემები მოისმინა. ბავშვს ფეხბურთელის ავტოგრაფი სურდა. ლუიზმა ხელი ქაღალდზე კი არ მოუწერა, არამედ ავტოგრაფიანი მაისური აჩუქა, ასევე მასთან სელფიც გადაიღო და ბოლოს გადაეხვია კიდეც.

"ბავშვები - ყველაზე წმინდა არსებები არიან ქვეყნად. ისინი გულწრფელები არიან: -მადლობა ფოტოსთვის, მაგრამ შენ არ მიყვარხარ ჩემი ფავორიტი სხვა მოთამაშეაო, -  ეს ძალიან სახალისოა, მიყვარს ასეთი გულწრფელი ბავშვების მოსმენა".

ლუიზი კრიტიკას მშვიდად ხვდება. ერთხელ გარი ნევილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ბრაზილიელები ისე თამაშობენ, როგოც PlayStation-ს 10 წლის ბავშვები. პასუხი ლაკონური და თბილი იყო. "გარი ნევილ, მე შენ მიყვარხარ" - დაწერა ლუიზმა ტვიტერზე და ყველას მშვიდობიანი დღე უსურვა.

ის ჭეშმარიტი პატრიოტია, რაც საქმეშიც გამოიხატება: "პროექტი შევიმუშავე, რომელიც იმ ზიანის საპასუხოა, რასაც მე ჩვენს ატმოსფეროს ვუკეთებ.  ავტომობილით დავდივარ, დავფრინავ რითაც ჰაერი ბინძურდება. ამიტომაც გადავწყვიტე და ბრაზილიის შტატ პარანაში ხეები დავრგე, რაც ცოტას მაინც გამოასწორებს ჰაერის მდგომარეობას".

ლუიზმა ერთ-ერთი ლუდის რეკლამირებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ არ სურდა ალკოჰოლური სასმელის დალევისკენ სხვებისთვის მოეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამაში დიდ ფულს სთავაზობდნენ. მისი პირადი თანაშემწე მისი ბავშვობის მეგობარი როდრიგო ხიმენესია, რადგან მან სამშობლოში სამსახური ვერ იპოვა, ამიტომაც ლუიზმა მისი თავი ანდო. პირველი კონტრაქტის შემდეგ მიღებული ფული დავიდმა დის სწავლის გადასახადში დახარჯა. მისი დის ოცნება ფიზიოთერაპევტობა გახლდათ და ძმის წყალობით ეს ოცნებაც შეისრულა.

ყველაზე მთავარი კი 2014 წლის მუნდიალია. დავიდმა 2-ჯერ გაიტანა. კოლუმბიასთან შეხვედრაში გამარჯვების გოლი შეაგდო და მაღალი კლასის ფეხბურთელობა დაამტკიცა. გამარჯვების შემდეგ, დიდი მხიარულების ნაცვლად, დავიდი უბრალოდ ლოცულობდა. მან თვალები დახუჭა და ჩურჩულებდა, შემდეგ კი ხამეს როდრიგესთან მივიდა, დაამშვიდა და მაისურიც გაუცვალა. ხამეს როდრიგესი ტიროდა.

ლუიზმა მიირბინა ხამესთან, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, გაამხნევა და შემდეგ ხალხს მისკენ მიუთითებდა, ტაშის დაკვრას და გამხნევებას სთხოვდა. შემდეგ როდრიგესის მაისური ჩაიცვა და ასე დადიოდა, რაც მეტოქისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა.

ყოველივე ამის შემდეგ, დავიდის მამამ ნამდვილად უნდა იამაყოს შვილით. მან არ მიატოვა ფეხბურთი 20 წლის ასაკში და ჩამოყალიბებული, წარმატებული ადამიანი გახდა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 613 სტუმარი ონლაინში