ფენომენი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
დავით გიორგაძე   
ორშაბათი, 04 აგვისტო 2014 22:06

ფენომენი

ორგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ბრაზილიელი ფენომენი რონალდო 1976 წლის 12 სექტემბერს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მახლობლად, ბენტო რიბეიროში დაიბადა.

სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა. ფენომენმა მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში, გული კი მხოლოდ „ბარსელონას“ გულშემატკივრებს დაწყვიტა.

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა და ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. ერთია, ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა ამიტომ, წვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–წლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა.

საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა - პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7.500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50.000 დოლარად მიჰყიდეს.

რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში. პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა, მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს. ყველას თავს აცოდებდა, ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა... თურმე, ერთხელ, რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა, ფეხბურთელი ვარ, არაფერი მაბადია, დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო. ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა. ბოლოს, როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა, რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები, ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.

17 წლის რონალდომ, 1994 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, ბრაზილიის ჩემპიონატში 58 გოლი გაიტანა 60 მატჩში და იგი უკვე ერთ–ერთ იმედისმომცემ ტალანტად იქცა. გაემგზავრა მუნდიალზე და ისე, რომ 1 წამი არ უთამაშია, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მასზე „ნადირობა" გამოცხადაა, ყველაზე მეტად ჰოლანდიურმა „პსვ–მ" იაქტიურა და ბრაზილიელი ევროპაში გადაიბირა, თუმცა მალევე იგი ბობი რობსონის „ბარსელონაში" აღმოჩნდა.

ტრანსფერის ფასმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სარეკორდო იყო იმ დროისთვის. რონალდო პირველივე წელს სუპერ ვარსკვლავი გახდა. მან ბრწინვალედ ჩაატრა სეზონი, გახდა „ლა ლიგას" ბომბარდირი, მას გულშემატკივრები აღმერთებენ, კლუბი ზღვის ნაპირას სახლს უშენებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა.რონალდოს აგენტმა შეხვედრა გადაწვიტა კლუბის პრეზიდენტ ნუნიესთან და შეხვედრაზე განუცხადა რომ, მისი კლიენტი დატოვებდა კატალონიას, თუ მისი ხელფასი დაუყოვნებლივ არ გაიზრდებოდა, თანაც 3–ჯერ. ნუნიესს ზედმეტი ფულის გადახდა არასდროს უყვარდა, მაგრამ მაინც დაიწყო ახალი კონტრაქტის მზადება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა რონალდოს ყველა მოთხოვნა, ხოლო მის მყიდველს ფეხბურთელში 75 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. ამ დროს კი „ინტერი" უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს აგენტთან და თვითონ ფეხბურთელთან. როდესაც "ბარსელონამ" რონალდოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ფეხბურთელმა განაცხადა რომ 10 დღე სჭირდებოდა მოსაფიქრებლად. დღები მან მან მორატისთან მოლაპარაკებებში გაატარა და შეუთანხმდა კიდეც ყველაფერზე. მე–8 დღეს, ანუ „ბარსასთან" ახალ კონტაქტზე ხელის მოწერამდე 2 დღით ადრე, მსოფლიო საფეხბურთო სამყარო შოკისმომგვრელმა ახალმა ამბავმა შეძრა – რონალდო 30 მილიონის სანაცვლოდ იტალიაში გადავიდა!

აცრემლებული რონალდო იტალიელ ჟურნალისტებს უყვება გულისამაჩუყებელ ისტორიას, თუ როგორ იტანჯებოდა ის „ბარსელონაში". აღმოჩნდა, რომ მისი საყვარელი ბავშვობიდან მილანის „ინტერია" და პირობას დებს რომ უამრავ სიხარულს მოუტანს ფანებს. პირველ სეზონში მან 25 გოლი გაიტანა, მეორეში – 19. თავის ახალ კლუბში მას ტრავმები აწუხებს. მესამე სეზონში მას 7 გოლი გააქვს, მეოთხეში კი საერთოდ ვერცერთი. ამ ყველაფრის მიუხედავად რონალდოს „ინტერის" ფანები აღმერთებენ, მორატი კი მას საკუთარ შვილს ეძახის, უმატებს ხელფასს და მკურნალობს იტალიაში. თანდათან ბრაზილიელიც ბოჰემურ ცხოვრებას იწყებს და ყვითელი პრესის ვარსკვლავი ხდება _ ეს ნამდვილად არ მოსწონს მილანელთა მწვრთნელს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ექტორ რაულ კუპერს (საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს) და მათი ურთიერთობა თანდათან იძაბება. მოულოდნელად რონლდო აცხადებს, რომ მას არ სჭირდება არც კუპერი, არც მორატი და არც „ინტერი". ახლა უკვე შოკში მარტო „ნერაძურის" ფანები არიან.

სწორედ ამ დროს ავანსცენაზე ჩნდება მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, რომელიც ინტერესს იჩენს ბრაზილიელი ფორვარდის მიმართ. რონალდო მორატის ეუბნება, რომ კლუბიდან წასვლა უნდა. მორატი „ბარსელონას" სთავაზობს ფეხბურთელის შეძენას, თუმცა ლუი ვან გაალი, რომელიც მეორედ დაბრუნდა კატალონიაში, ამაყად აცხადებს, რომ მას რონალდო არ სჭირდება. ამით სარგებლობს „რეალი" და 45 მილიონის სანაცვლოდ რონალდო ესპანეთში ბრუნდება.

მადრიდში ბრაზილიელი კვლავ ათამაშდა, მოიგო უმრავი ტიტული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მაინც მიუღწეველი დარჩა მისთვის. იგი კლუბის გულემატკივართა კერპად იქცა, მაგრამ 2005 წელს სიტუაცია ისევ შეიცვალა. რონალდომ თამაშს უკლო, გულშემატკივრმა _ სტვენას. ბრაზილიელსაც მოსწყინდა ასეთი დამოკიდებულება ფანების და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა „ინტერში". მილანური კლუბის ფანების რეაქციამაც არ დაიგვიანა და განაცხადეს, რომ კლუბის თამაშებს აღარ დაესწრება, თუ რონალდო კვლავ დაბრუნდება. ბრაზილიელი „მილანში" გადავიდა, სადაც თავისი ადგილი და ძალა ვერ წარმოაჩინა და კარიერა ბრაზილიაში დაასრულა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 793 სტუმარი ონლაინში