ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
GeosportS.ge   
შაბათი, 13 სექტემბერი 2014 15:04

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟორჟე მენდეშმა დაახლოებით 30 მლნ ფუნტის გამომუშავება შეძლო. მან ხამეს რორიგესის, ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს გაყიდვით ძალიან მოითბო ხელი.

სერ ალექს ფერგიუსონი ასე აფასებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან აგენტს : "ჟორჟე მენდეში - საუკეთესოა აგენტებს შორის, ვისთანაც მუშაობა მომიწია. ის როგორც ფეხბურთელებზე, ასევე კლუბებზეა პასუხისმგებელი".

რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი უნდა იყო, როდესაც საუბარი მილიარდებზეა.

მხოლოდ ამ ზაფხულს მენდეშმა 230 მლნ ფუნტის გარიგება განახორციელა.

48 წლის პორტუგალიელი არა მარტო "ბატონი 10%-ია", ეს არის ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებს მართავს.

ფერგიუსონის ნდობამ მას საშუალება მისცა სიმაღლეები დაეპყრო.

აგენტი, რომელზეც ფერგიუსონი და მოურინიო დებენ ფსონებს, სწორედ, რომ მენდეშია.

2003 წელს კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუაიტედში" ტრანსფერმა ფერგიუსონის თვალში მენდეში სანდო და წონიანი გახადა. სერ ალექსმა მისივე დახმარებით რამდენიმე ტრანსფერი კიდევ განახორციელა. "წითელ ეშმაკებში" ჟორჟეს წყალობით ბებე, ანდერსონი და ნანი 40 მლნ ფუნტად მოხვდნენ.

იმ ფეხბურთელების სია, რომელიც მოურინიმ მის კლუბებში მენდეშის წყალობით მიიყვანა, საკმაოდ გრძელია. უკანასკნელ ტრანსფერზე მოგახსენებთ - დიეგო კოშტა ლონდონელებმა "ატლეტიკოსგან" 32 მლნ ფუნტად შეიძინეს.

"მონაკომ" პორტუგალიელი აგენტის წყალობით 48 მლნ ფუნტის გამომუშავება შეძლო. მხოლოდ ერთი ფეხბურთელით - რადამელ ფალკაოთი.

გარდა ფალკაოსი, ჟორჟემ კლუბში 40 მლნ ფუნტად ხამეს როდრიგესი მიიყვანა. ამ ზაფხულს კი კოლუმბიელი 65 მილიონად "რეალში" გაყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო უკვე რამდენიმე სეზონია "რეალს" აღარ თავკაცობს, ჟორჟეს "სამეფო კლუბში" გავლენა არ დაუკარგავს. ის კლუბში კოენტრაუს, პეპეს, როდრიგესის და რონალდუს ინტერესებს იცავს.

ჟორჟემ კრიშტიანუ რონალდუზე უფლებები ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როდესაც ფეხბურთელი 17 წლის იყო. მოთამაშის ჯერ "მანჩესტერში", შემდეგ "რეალში" მისი ტრანსფერით აგენტმა 5 მლნ ევრო გამოიმუშავა.

რონალდუ ახლა 29 წლისაა და "თეთრებთან" ჯერ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. კრიშტიანუს არაერთხელ უთქვამს, რომ "რეალში" ბედნიერია, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ "იუნაიტედში" დაბრუნდება.

გარდა "იუნაიტედისა", პორტუგალიელი "სიტისთანაც" თანამშრომლობს. ამ ზაფხულს "სიტიმ" მენდეშის წყალობით მანგალა 32 მილიონ ფუნტად დაიმატა, მაგრამ რამდენი ჩაიდო ჯიბეში ამ გარიგებით აგენტმა, უცნობია.

რამდენი აქვს ანაზღაურება აგენტს? არავისთვისაა ცნობილი.

ზაფხულის წარმატებული სარტანსფერო ფანჯრის შემდეგ, ჟორჟეს უკვე ზამთრისთვის რამდენიმე ვარიანტი აქვს დაგეგმილი.

როგორც მოსალოდნელია, ზამთრის ერთ-ერთი გარიგება უილიამ კარვალიოს ტრანსფერი იქნება "სპორტინგიდან".

ფეხბურთელს უკვე "არსენალს" და "იუნაიტედს" უკავშირებენ. თუ სად გადავა იგი, ამას პორტუგალიელი აგენტი გადაწყვეტს.

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და აგენტს შორის ცოტა ხნით თანამშრომლობა შეწყდა და კლუბშიც კრიზისი დაიწყო. ახლა კი კვლავ მოუხმეს მენდეშს. ჟორჟემ პირველ რიგში ანხელ დი მარია გადაიყვანა "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშოდ, შემდეგ ეფექტური სვლა გააკეთა, როდესაც "მონაკოდან" "წითელ ეშმაკებში" რადამელ ფალკაო 1-წლიანი იჯარით აიყვანა.

ერთ-ერთი მთავარი ტვიტი, რომელიც "იუნაიტედში" გასავლის შემდეგ რადამელმა დაპოსტა, იმ ადამიანს მიეძღვნა, ვისაც ეს საქმე "გამოუვიდა".

ეს არც ლუი ვან გაალი იყო და არც "მონაკოს" წარმომადგენლები.

ეს ჟორჟე მენდეში იყო.

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს.

 

სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 557 სტუმარი ონლაინში