ანჯელო კნორი - მიუნხენის "ბაიერნის" გმირი და ეპოქის მსხვერპლი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სპორტული რეტრომედია
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 28 იანვარი 2015 13:29

knoriანჯელო კნორი მიუნხენელთა სპორტული ისტორიის გმირი იქნებოდა, თავისი ეპოქის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო.

ეს იყო მდიდარი ადამიანი, განათლებული, იდეებით სავსე, შორსმჭვრეტელი და კლუბისთვის ნამდვილი მონაპოვარი. მაგრამ ის ჰომოსექსუალი იყო. მაშინ კი ეს ისჯებოდა და ეს ყველაფერი მიუნხენში ცხოვრებისა და თანამდებობის დათმობის ფასად დაუჯდა. სწორედ ამიტომ კლუბის წინაშე გაწეული დამსახურებების მიუხედავად მის გვარს ცოტა თუ იცნობდა.

კნორი 1882 წელს დაიბადა მიუნხენში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. საკუთარ თავში ახალგაზრდობაშივე აღმოაჩინა სპორტისადმი დიდი ლტოლვა. თამაშობდა მინდვრის ტენისს და მიუნხენური სპორტული კლუბის (MSC) წევრი იყო. ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი უკვე ელიტარული კლუბებში წევრიანდებოდა.

ახალგაზრდულ წლებშივე შეამჩნია, რომ მამაკაცები უფრო იტაცებდა, ბევრს იბრძოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ, მაგრამ მალევე დანებდა და დეპრესიაში ჩავარდა. თავს უბედურად გრძნობდა.

მიუნხენის სპორტულ კლუბში წარმატებულად მიიწევდა წინ და უფრო და უფრო მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდა. იმდენი მოახერხა, რომ „ბაიერნი“ ამ კლუბის ოფიციალურ წევრად გახადა. ბოლოს კი „ბაიერნის“ პრეზიდენტი გახდა (1907-1913). მისი კლუბში მოსვლის შემდეგ ბავარიელთა ფეხბურთი მიმზიდველი და წარმატებული გახდა. მან გუნდში ინგლისელი მწვრთნელი მოიყვანა, რომელმაც ვარჯიშების ინტენსივობა გაზარდა და თამაშს პროფესიონალური სახე მისცა. კნორი გუნდს ევროპული კლუბების წინააღმდეგ ათამაშებდა. მაშინ გუნდი ლეოპოლდის ქუჩაზე არსებულ სპორტული კლუბის მოედანზე ასპარეზობდა.

თუმცა ამ ადამიანის სპორტულ წარმატებას პირადი ცხოვრება ამწუხრებდა. „ჰომოსექსუალის“ იმიჯით მისი მიუნხენში ცხოვრება შეუძლებელი იყო. რაიხის სისხლის სამართლის კოდექსის 175 მუხლის თანახმად ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ხორციელდებოდა ფულადი სანქციები, ან ციხეში ჩასმა. ამიტომ იგი ხშირად მიემგზავრებოდა იტალიაში, სადაც 1889 წლის შემდეგ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სანქციები გაუქმებული იყო. თუმცა მიუნხენთან კონტაქტს არ წყვეტდა. მას ხშირად ხედავდნენ მიუნხენის ვაგზლის კვარტალში, სადაც ახალგაზრდა „მეძავთან“ ქონდა ურთიერთობა, რის გამოც 1913 წელს პოლიციამ დააპატიმრა და ციხეში ჩასვეს. ადვოკატმა 100000 რაიხმარკის წყალობით მისი გათავისუფლება მოახერხა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბოდენზეეზე კროიზლინგენში ცნობილ ფსიქიატრულ საავადმყოფოში გამოკვლევაზე წავიდა, სადაც ექიმმა მისი სექსუალური ორიენტაცია „პათოლოგიურ ფსიქიკურ აშლილობად“ შეაფასა. ამის დიანაგზე კი მას სანქციები აღარ დაეკისრებოდა და შეეძლო მიუნხენში დაბრუნებულიყო, სადაც მას ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარეს და რადგან მის წინააღმდეგ საკმარისი სამხილები არ ქონდათ, ერთი წლის განმავლობაში სანქციებისგან გაანთავისუფლეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კნორი თავს განადგურებულად გრძნობდა. ვერ შეძლო მიუნხენში პროფესიონალური ცხოვრების გაგრძელება, „ბაიერნის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და ასევე დატოვა მიუნხენის სპორტული გაერთიანებაც. რის შემდეგაც მოხალისედ წავიდა ომში, საიდანაც დღემდე უცნობი მიზეზების გამო მალევე სახლში გამოუშვეს. იგი ვენაში დასახლდა და მეცნიერულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი ქიმიის განხრით. იქ 1917 წელს დაქორწინდა შინამოსამსახურე ქალზე, რაც მხოლოდ იმიჯი იყო და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამჯერად ბერლინში, სადაც ჯერ ნიტრატების ქარხანაში მუშაობდა ქიმიკოსად, შემდეგ კი ანილინის ქარხნის თანამშრომელი გახდა. გამოგონებებითა და გამოვლევებით წარმატებას მალევე აღწევდა. თუმცა პირადი ცხოვრების გამო დეპრესია უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. 1932 წელს საცხოვრებლად ვოლფსბურგში გადავიდა. 1950 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა

მიუნხენის „ბაიერნის“ მიერ მისი გარდაცვალების დროს გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ანჯელო კნორი შემდეგნაირად არის მოხსენიებული: „ყველაზე გამორჩეული პიროვნება ჩვენი კლუბის ცხოვრებაში ომამდე პერიოდში.“ ეს კლუბის ისტორიაა და რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს გულშემატკივრისთვის, ისტორიას ვერსად გაექცევი. კნორის მემკვიდრე კი მიუნხენის „ბაიერნში“ ლეგენდარული კურტ ლანდაუერი გახლდათ, ებრაელი, რომელმაც ეს კლუბი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
და დღეს, როდესაც უკვე დახურული არქივები გახსნილია და ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი, მიუნხენის „ბაიერნს“ ნამდვილად არ ცხვენია წარსულისთვის თვალის გასწორების და ამაყობს ნებისმიერი იმ ადამიანით, ვისაც რაიმე წვლილი შეუტანია კლუბის განვითარების ისტორიაში.

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 400 სტუმარი ონლაინში