ზაქარია ბეგლარიშვილი: "ტალინში უკვე ისე ვარ, როგორც თბილისში"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფეხბურთი
GeosportS.ge   
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 11:41

beglaraზაქარია ბეგლარიშვილი 2010 წლიდან თამაშობს ტალინის ფლორაში და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ ქვეყნის თასი მოიპოვა და სამჯერაც – სუპერთასი.

იყო დრო, ბეგლარიშვილი ამსტერდამის აიაქსისა და ენსხედეს ტვენტეს 19-წლამდელთა გუნდებში ისინჯებოდა, თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. 

25 წლის ბეგლარიშვილი ესტონეთს შეეჩვია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. დიდი შანსია, წლეულსაც ჩემპიონი გახდეს. 

ამ სეზონში შენს თამაშზე რას იტყვი, რამდენად კმაყოფილი ხარ?

ბოლომდე კმაყოფილი მაშინ ვიქნები, თუ ჩემპიონები გავხდებით. ხუთი თამაშია დარჩენილი, ექვსი ქულით ვუსწრებთ მდევარ ლევადიას და შანსი მართლაც დიდი გვაქვს. ხელიდან არ უნდა გავუშვათ. კარგად მივდივართ, ბოლო ცხრა მატჩი მოვიგეთ. 

გოლები არ გაგიტანია, თუმცა საგოლე პასები საკმაოდ დაგიგროვდა.

საგოლე პასი ყველაზე მეტი მაქვს გუნდში - ჯერჯერობით ცხრა. ვიმედოვნებ, კიდევ არაერთხელ გავატანინებ ჩემს თანაგუნდელებს ამ ხუთ მატჩში. 

ისევ გამთამაშებლად გაყენებენ თუ შეგიცვალეს პოზიცია?

ბოლო ათი შეხვედრაა, მარჯვენა გარემარბად ვთამაშობ, მაგრამ გუნდს თუ სჭირდება, გამთამაშებლად მამწესებენ. იყო რამდენიმე მატჩი, მარჯვნიდან დავიწყე და მეორე ტაიმში გამთამაშებლის პოზიციაზე გადავედი. მთავარია, რომ პრაქტიკა სულ მაქვს.

ფლორაში ერთადერთი ლეგიონერი ხარ და ამდენად, ხომ არ გიჭირს ურთიერთობის მხრივ?

სეზონის წინ სამი ლეგიონერი ვიყავით, ახლა მარტო მე ვარ. არ მიჭირს, უცხოდ საერთოდ არ ვარ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ესტონური ენაც ვისწავლე და თავისუფლად ვლაპარაკობ. მოკლედ, ამ მხრივ პრობლემა არაა. 

კლიმატი? შეეგუე სიცივეს?

დიახ, შევეგუე, ტალინში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თბილისში. 

ბოლო თვეებში შემოთავაზებები არ გქონია?

ამ ზაფხულს მქონდა ბაქოს ინტერის ვარიანტი, მაგრამ ბოლოს აღარ გამოვიდა. 

დაწყებული 17-წლამდელებიდან, ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდი, ეროვნულში კი ვეღარ მოხვდი. ამის გამო გული არ გწყდება?

მწყდება, რა თქმა უნდა. ჩემი ოცნება იყო და არის ეროვნულ ნაკრებში თამაში. იმედია, შანსი მეც მომეცემა. მონდომება არ მაკლია და ვნახოთ. 

ესტონეთიდან მაინცდამაინც ბევრი ლეგიონერი არ თამაშობს უცხოეთში და როგორ ახერხებს ნაკრები კარგად თამაშს? ერთხელ პლეი ოფში მოხვდა და ახლაც ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.

გეთანხმებით, რომ ბრწყინვალე ლეგიონერები არ ჰყავთ. დიდ გუნდში არც ერთი ესტონელი არ თამაშობს. გრანდთა ლიგაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავთ, გერმანული ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდში, აუგსბურგში (რაგნარ კლავანი – რედ.). ძალიან შეკრული გუნდია ამათი ნაკრები. 90 წუთის განმავლობაში იბრძვიან, დისციპლინის მხრივ მაღალ დონეზე არიან და ხშირად უმართლებთ კიდეც. ახლაც, შესაძლოა, მესამე ადგილზე გავიდნენ. მეც სულ დავდივარ მათ თამაშებზე.

ლატვიასა და ლიტვაში ეკონომიკურმა კრიზისმა ფეხბურთზე იმოქმედა, იქაური ჩემპიონატების დონე ძალიან დაეცა. ესტონეთში როგორ არის საქმე?

აქ წლიდან წლამდე უფრო საინტერესო ხდება ჩემპიონატი. მეტი დაძაბულობაა, მეტი კარგი თამაშია, მოკლედ, ჩემპიონატი სულ წინ მიდის.

ესტონეთში ფეხბურთი პოპულარობით სპორტის მერამდენე სახეობაა? 

ნომერი მეორეა. პირველი კალათბურთია.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 252 სტუმარი ონლაინში