ლევან კობიაშვილი: "შეიცვლება სისტემა და ბიზნესმენები ფეხბურთისკენ შემობრუნდებიან"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფეხბურთი
GeosportS.ge   
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 11:46

KOBI-1წინასაარჩევნო დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ხვალ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია.

3 ოქტომბერს გვეცოდინება, თუ ვინ იქნება ქართული ფეხბურთის მმართველი მომდევნო ოთხი წელი, მანამდე კი, კარგად იცით, როგორი დაძაბული საარჩევნო კამპანია იყო. 

ლევან კობიაშვილმა გუშინ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან ისაუბრა, შეაჯამა წინასაარჩევნო ამბები და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პიროვნულად არავის უპირისპირდება და არც აქვს ამის სურვილი. 

"მე სისტემის წინააღმდეგი ვარ, რასაც ფედერაცია ახორციელებდა ბოლო წლებში. 3 ოქტომბერი მხოლოდ ერთი რიგითი არჩევნების დღე არ არის, ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შემოტრიალდეს", – განაცხადა კობიაშვილმა.  

როგორ შეაფასებდით ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ ბოლოდროინდელ მოვლენებს?

დავიწყებ აღმასკომით და ვიტყვი, რომ ჩემთვის გაუგებარია მათი გადაწყვეტილებები. ეს არის არაადეკვატურობა, როცა 3 ოქტომბერს ყრილობაა, ხოლო აღმასკომს ვადა ეწურება და ახალი აღმასკომის არჩევა ყრილობაზე გასატან საკითხებში არ ფიგურირებს. ასევე გაუგებარია ტრიბუნალის ქმედითუნარიანობა. ვნახეთ, რომ აღმასკომმა შეცვალა ტრიბუნალის გადაწყვეტილება და ისმის კითხვა – რისთვისღა არსებობს ტრიბუნალი, თუ მისი ვერდიქტი არ სრულდება? არჩევნებში პირველად ვმონაწილეობ და ბევრი რამ დავინახე. საკუთარი თვალით ნანახს სხვა ფასი აქვს და მართლაც ბევრი პრობლემაა. არ ვყოფილვარ გორში, რუსთავსა და თერჯოლაში, თუმცა მოვახერხებ ჩასვლას. მრჩება შთაბეჭდილება, აღმასკომი იმისთვის არსებობს, რომ ვინმემ ოთხი წლით შეინარჩუნოს სამსახური და უმუშევარი არ დარჩეს. ეს მიდგომა, ეს სისტემა უნდა შევცვალოთ. არ ვიცი, რას ემსახურება ფედერაციის წარმომადგენელთა სიტყვები, უეფადან წერილი მოვიდა და ამის გამო დამკვირვებლები ჩამოვლენო. უეფადან ყველა ვარიანტში ჩამოვიდოდნენ დამკვირვებლები, ასე რომ, ფედერაციიდან გაგზავნილი წერილი არაფერ შუაშია. ვიმეორებ, ფედერაციის წესდების თანახმად, შაბათს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად აღმასკომის არჩევნებიც უნდა გაიმართოს, რადგან, ფედერაციის პრეზიდენტის მსგავსად, ამ ორგანოსაც ლეგიტიმაცია ოთხი წლით აქვს. ვგმობ ნებისმიერ გარე ჩარევას თუ დარღვევას, მაგრამ, როდესაც ჩემი ოპონენტები საუბრობენ წინასაარჩევნო ზეწოლაზე, მინდა მათ შევახსენო, რომ ბევრი ხმა მეგობრობითა და პირადი ურთიერთობით აქვთ დაბევებული ფედერაციის თანამშრომლებისგან.

სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზეცაა საუბარი. გურიასა და იმერეთში მოხდარ ფაქტებს როგორ შეაფასებთ? 

გურიაში იყო ორი მხარე და კახა ებრალიძემ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რაც წესების დარღვევაა. იქ იყო მერაბ ჟორდანიას მხარეც და დავა სწორედ მათ შორის იყო. იმერეთს რაც შეეხება, იქაურმა კლუბებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი, რადგან რამდენიმე კლუბს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდა ამაზე განცხადება შეტანილი. მათ უარი უთხრეს, რადგან არჩევნებში ხელი შეეშლებოდათ. ანუ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ისე, უეფამ თავად მოითხოვა ფედერაციიდან ფაქტები, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფოს ჩარევას, თუმცა ასეთი ფაქტების არარსებობის გამო ვერ მიიღო. ჩარევები ადრე რომ იყო, ყველამ იცის, თუმცა ამაზე ხმას რატომღაც ვერავინ იღებდა. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერაციას 6 მილიონი ლარი ვალი აქვს. ამაზე რას იტყვით?

ვიცი ამის შესახებ და როგორც შევიტყვე, ეს კლუბების გამო აღებული ვალია. ანუ აღებულია სესხით და შემდეგ გაისტუმრებდნენ იმ პროგრამებით, რასაც უეფა უხდის თავის წევრ ქვეყნებს. საერთოდ, ამგვარი ფაქტები პირველად არ მომხდარა. თავის დროზე, როცა ზვიად სიჭინავა გახდა ფედერაციის პრეზიდენტი, მასაც ვალები დახვდა. იმ დროს, როცა ფედერაცია ვალებში ჩავარდა, რევაზ არველაძე ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო შემდეგ გენერალური მდივანი გახდა. ამიტომაც პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მაშინდელ ვალზეც და ახლანდელზეც. ეს ფული, სესხად რომ აიღეს, არავის საკუთრება არ არის და უნდა მოხმარებოდა ქართული ფეხბურთის წინსვლას.     

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში? რა შეიცვლება?

შეიცვლება სისტემა და საქმე გაკეთდება ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც პირადად არავის ვერჩი. მე სისტემასთან მაქვს გართულება და ამ სისტემის ნაწილი, სამწუხაროდ, რეზო არველაძეცაა, რომელსაც უფროს მეგობრად მივიჩნევ. როცა სისტემის შეცვლაზე ვსაუბრობ, მაგალითად, გაუგებარია, რა ფუნქცია აქვს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს. ისე, კარგია, რომ წინასაარჩევნო დაძაბულობის გამო განსაკუთრებულ დაპირისპირებამდე და უწესო ქცევამდე არ მისულა საქმე. 

ადრე აღნიშნეთ, ფეხბურთის ფედერაცია სპონსორების მოზიდვაში მოიკოჭლებსო. თქვენ რას აპირებთ ამ მხრივ, როგორ მოიზიდავთ ინვესტორებს?

ეს საქმე რომ დღეს-ხვალ ვერ გაკეთდება, თქმა არ უნდა. უპირველესად, ფეხბურთი უნდა გახდეს საინტერესო და ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნოს. რომელ კერძო სექტორებზე ვსაუბრობთ, როცა პირიქით, ვრიცხავთ საფეხბურთო ოჯახიდან იმ დროს, როცა უნდა მოვიზიდოთ. დარწმუნებული ვარ, სისტემა შეიცვლება და ბიზნესმენებიც შეიცვლიან შეხედულებას და ფეხბურთისკენ გამოიხედავენ. 

ეროვნულ ჩემპიონატზეც: რეალურად შესაძლებელია, რომ უფრო ძლიერი გახდეს? 

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ესაა. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, იქნება მსჯელობა და განხილვები და ბევრი რამ სასიკეთოდ გადაწყდება. დღეს ფედერაციასა და კლუბებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. ისე გამოდის, რომ ფედერაციისთვის კლუბები ზედმეტი ტვირთია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციისთვის მთავარია, 7 მილიონი მიიღოს და ნაკრებ გუნდებს მოახმაროს. მოკლედ, 3 ოქტომბერი უბრალოდ არჩევნების დღე არ არის. ამ დღეს ბევრი რამ უნდა გადაწყდეს ფეხბურთის წინსვლის კუთხით. 

კახა ცხადაძის ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე რა აზრის ხართ? ხომ არაა მოსალოდნელი რაიმე ცვლილება თუნდაც მისი კონტრაქტის მხრივ?

ამაზე საუბარი არასერიოზულია. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ნამდვილად არაა იმის აუცილებლობა, რომ ცხადაძის მიმართ რაღაცები შეცვალოს. ნაკრები პროგრესირებს, გუნდი გუნდს ჰგავს. ასე რომ, ვერ ვხვდები, ეს საკითხი დღის წესრიგში რატომ უნდა წამოიწიოს.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 470 სტუმარი ონლაინში