მამუკა კვარახელია: "გაზაფხული-შემოდგომა და მუდმივად ევროპის ჩემპიონატზე!"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფეხბურთი
GeosportS.ge   
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 11:49

KVARAპრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მამუკა კვარაცხელიას ლვოვში დავუკავშირდით, სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგაში დონეცკის შახტარისა და პარი სენ ჟერმენის მატჩის მედიაოფიცერი იყო და ისე მოხდა, რომ კიევიდან თბილისისკენ გზად მომავალს ავართვით ეს ინტერვიუ, რომელიც, ფაქტობრივად, მისი საპროგრამო მონოლოგი გამოვიდა.

რევოლუციური ჩემპიონატი

ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირამიდის პრინციპით აგებული ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი გვექნება, რომელიც სეზონ-ნახევრის მერე ჩამოყალიბდება და რომლიდანაც ქართული გუნდები ობიექტურად გაძლიერებული, სწორი სტრუქტურული, ინფრასტრუქტურული  ცვლილებებისა  და, რაც მთავარია, გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლის შემდეგ (მარტი-ნოემბერი) აუცილებლად გავლენ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე. უმაღლეს ლიგაში თავდაპირველად 16 გუნდი იქნება და თუ სახელმწიფო და საფეხბურთო სტრუქტურები დაასაბუთებენ 16 გუნდის ფინანსურ და მატერიალურ უზრუნველყოფას, ტექნიკურ საკითხებს ფედერაციაში გადავჭრით და აღარ იქნება უტოპია ავროთასების ის ჯგუფური ეტაპები, სადაც გუშინ უცნობი გაბალა და ასტანა ასპარეზობენ! პირველ ლიგაში 10-10 გუნდი იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაყოფილი, მეორეში კი- 4 ზონად დაყოფილი 12-12 გუნდი, ანუ სულ სამ პროფესიულ ლიგაში 84 გუნდი იქნება, რაც სრულიად საქართველოს გვაძლევს ყველა ქალაქში გუნდის არსებობას.

სახელმწიფო პროგრამა

სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია ფეხბურთის ფეხზე დაყენება, ამიტომ ფული ასე განაწილდება:

უმაღლესი ლიგა (11 640 000)

სეზონის   წინ უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი მიიღებს 500 000 ლარს. (8 მილიონი)

ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 000-ს, ბრინჯაოსი  - 300 000-ს. შემდეგ, ადგილების მიხედვით: 4 - 230 000, 5 – 190 000, 6 -170 000, 7-150 000, 8-130 000, 9-110 000, 10-90 000, 11-70 000, 12-40 000, 13-20 000 (3 მილიონი),

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი მიიღებს 250 000 ლარს, ფინალისტი - 100 000-ს; ნახევარფინალისტები - 25 000-25 000 ლარს, მეოთხედფინალისტები- 10 000-10 000 (490 000)

საქართველოს სუპერთასის მფლობელი - 100 000,  ფინალისტი - 50 000 (150 000)
11 640 000
პირველი ლიგა (6 800 000)

პირველი ლიგის ყველა გუნდს ( 2 ზონა: დასავლეთი და აღმოსავლეთი, 10-10  გუნდი, 4 წრედ) სეზონის წინ 250 000 ლარი გადაეცემა. (5 მლნ) პირველი ლიგის გამარჯვებულები სეზონის ბოლოს 150 000 ლარს მიიღებენ, მეორეადგილოსნები - 120 000, მესამე - 100 000, მეოთხე-70 000, მეხუთე-50 000, მეექვსე-40 000, მეშვიდე-30 000, მერვე-20 000, მეცხრე- 10 000 (1,8 მლნ)

18 440 000

მეორე ლიგა (4 800 000)

4 ზონა (12-12 გუნდი, 3 წრედ) 100 000 (4,8 მლნ)

23 240 000

ბავშვთა სკოლები/აკადემიები - უფასო სკოლები!

(4 000 000)

150  სკოლა - (4 000 000) 6-18 წლამდე - 12 122 ბავშვი.

თანხა გადანაწილდება ბავშვების ოდენობის მიხედვით. 6-დან 12 ( შეძლებისდაგვარად -13) წლამდე ბავშვები ივლიან უფასოდ

24 240 000

მსაჯობა (500 000)

100 000 - მსაჯების შეკრების ხარჯი სეზონის წინ

400 000 - მსაჯების პრემირება სეზონის ბოლოს:

100 000- უმაღლესი ლიგა

100 000 - პირველი ლიგა

100 000 - მეორე ლიგა

100 000 - ბავშვთა ჩემპიონატები

24 740 000

მწვრთნელთა განათლება (88 000)

ც და ბ კატეგორიები

ც-400 ლარი /20 კაცი/ 5 ჯერ=40 000 ლარი

ბ-800 ლარი /20 კაცი/ 3 ჯერ=48 000 ლარი

24 828 000

ინფრასტრუქტურა (18 000 000)

ბათუმის, ზუგდიდის, გაგრისთვის სტადიონების დამთავრება 2016 წლის 3 ოქტომბერს.

ტყიბულის, მაუდის, ფეიქარის და სხვა სტადიონების კეთილმოწყობა

უმაღლესი ლიგის ყველა სტადიონის განათება

ბაზების მშენებლობის დაწყება

36 828 000

რეგიონული ფედერაციები (13 რეგიონი) - 650 000

თითოს დიფერენცირებულად -50 000, სულ 650 000

37 478 000

ფეხბურთის სხვა სახეობები (400 000)

ფუტსალი - 100 000

ქალთა - 100 000

ინვალიდთა - 100 000

ქვიშის - 50 000

ეზოს-50 000

37 878 000

ვეტერანები (100 000)

37 978 000

სფფ- 3 022 000

სულ-50 000 000.

ეროვნული ნაკრები


ჩემი პეზიდენტობის შემთხვევაში გპირდებით ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, რადგან 2020 წლიდან უკვე 24 გუნდი მონაწილეობს ფინალურ ეტაპზე. ეს ლამის უეფას ნახევარია და იქაც თუ ვერ მოვხვდით, საქართველოში ფეხბურთი მართლა ასაკრძალი იქნება! შეიქმნება ნაკრებების საერთო სტრუქტურა  მთავარი მწვრთნელის - კახა ცხადაძის თაოსნობით. ჩვენი ნაკრები 4 წლის შემდეგ დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს 50-60 საუკეთესო ნაკრებებს შორის.


მსაჯობა
გამოსწორდება მსაჯობაც და გაიწმინდება სკანდალებისგან, მსაჯები გახდებიან აბსოლუტურად დაცულები და მათი ანაზღაურებაც მოიმატებს. გპირდებით - მალე ვნახავთ ქართველ მსაჯებს ევროპის ბობოლა ტურნირებზე! ყველა მსაჯი (დაახლოებით - 100) ჩემი პროგრამით ისწავლის ინგლისურს უფასოდ.

ინფრასტრუქტურა

ზუსტად ერთ წელიწადში ბათუმში ვახტანგ ქორიძის, ზუგდიდში კი ოთარ გაბელიას სახელობის მეოთხე კატეგორიის სტადიონები გაიხსნება, თავისი სტადიონი ექნება გაგრასაც, სოფელ მუხრანში, სადაც შესაძლებელია ერთი სტადიონისა და ორი სავარჯიშო მინდვრის მოწყობა. მიეხედება სხვა სტადიონებსაც და ზოგადად ინფრასტრუქტურასაც. პარლამენტში გავიტან კანონს მინდვრების ხელშეუხებლობასა და ახალი მოედნების მშენებლობაზე!

სპონსორები

გპირდებით სპონსორთა მოზღვავებას, რადგან ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება, ფეხბურთი ვაქციო ბიზნესად. ამ საკითხზე სერიოზულად ვიმუშავე ქართველ ბიზნემსმენებთან და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან, რომელთაც გამაცნეს მათ ქვეყნებში მოქმედი  შეღავათები, რითაც ფეხზე დააყენეს ფეხბურთი.

მწვრთნელები

ფეხბურთის ყველა მწვრთნელი (დაახლოებით - 600). ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წლის წინათ გამოვუშვი ქართულ-ინგლისური საფეხბურთო ლექსიკონი და ახლა მეორე გამოცემასაც ვამზადებ, მასწავლებლებიც და პროგრამაც შერჩეული მაქვს, როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთში დასაქმებული ასობით ადამიანის ერთ წელიწადში "გაინგლისურება", რაც, დამეთანხმეთ, ოცდამეერთე საუკუნეში ფეხბურთში აუცილებელი პირობაა.

რეგიონული ფედერაციები

რეგიონული ფედერაციები კი, ახლა მათხოვრების (ჩემი თხოვნაა, ასე დაწერეთ პირდაპირ!) როლში რომ არიან, ჩემი პრეზიდენტობის პირობებში ძლიერ ორგანიზაციებად და ფეხბურთის ფედერაციის რეალურ დასაყრდენებად გადაიქცევიან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან კი შემოსავალი გაუხუთმაგდებათ!.. რეგიონები ქართული ფეხბურთის ბურჯები გახდებიან!

ბავშვთა ფეხბურთი
ჩემთვის ეს არის საკვანძო საკითხი და პირდაპირ ვამბობ - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი გახდება უფასო! რიცხვები მე არ მომიგონია, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს დავესეხე. სახელმწიფოს ფული სწორად უნდა გავანაწილოთ! იმ 44 თუ 50 მილიონიდან, რომელსაც, მათი სიტყვებით, სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ქართულ ფეხბურთში, 4 მილიონი საკმარისია ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ 6-დან 12 წლამდე ბავშვებმა უფასოდ იარონ საფეხბურთო სკოლებში. დღეს ფეხბურთში სულ 12 122 ბავშვია ოფიციალურად რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე, და 6-7 ათასი ბავშვის თანხის გადახდა სულაც არ არის პრობლემა. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა თენგიზ სულაქველიძესა და კარლო მჭედლიძესთან მათსავე სკოლებში, ვინც სისხლი და ოფლი ჩააქცია ამ საქმეში და თითქმის დეტალურად დავთვალე ეს ხარჯები. არ მესმის, რა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ამაზე მნიშვნელოვანი!

მედია

სფფ-ს პრეზიდენტთან შეიქმნება ჟურნალისტთა საბჭო (როგორც უკრაინაშია) და ჟურნალისტები დაესწრებიან აღმასკომის ყველა სხდომას, ყრილობაზე დასწრებაზე ხომ ლაპარაკი არაა!! სფფ-ს პრეზიდენტი მოაწყობს ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან გასვლით რეგიონულ შეხვედრებს და მარტო საარჩევნოდ არ ეხსომება ისინი- თავად ვარ ჟურნალისტი და ვიცი, რასაც ვამბობ!

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

ივნისი 2017 ივლისი 2017 აგვისტო 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 588 სტუმარი ონლაინში