ფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 18:08

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

მსოლიო ფეხბურთის საუკეთესო წარმოამადგენელბს ფეხბურთის თამაში და გულშემატკივრის გახარება დიდი ფიზიკური ტკივილის ხარჯზე უწევთ. ლიონელ მესის ექიმები უბრალოდ გაზრდის იმედასაც ვერ აძლევდნენ. რონალდუს გულის პრობლემები ჰქონდა და ექიმებმა ფეხბურთისთვის თავის დანებება ურჩიეს...

ლიონელ მესი, არგენტინა.

"ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი მშობლიურ როსარიოში დიდი წარმატებით დარჩებოდა ჩაის გამყიდველად. საქმე იმაში გახლავთ, რომ არგენტინელს ზრდის ჰორმონების ნაკლებობა დაუდგინდა. ლეოს გაზრდა თუ უნდოდა სიმაღლეში, თერაპია უნდა გაევლო, რომლის ღირებულება თვეში 900 დოლარი იყო. ოჯახს, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მესის საეხბურთო ნიჭმა უშველა. სკაუტებს არ გამოპაერვიათ ფეხბბურთელის ნიჭი და მალე ესპანეთში გადაბარგდა საცხოვრებლად. მამამისის დარწმუნება იოლი არ იყო.

"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს ძალიან მოეწონა მესისი შესაძლებლობები და დათანხმდა წელიწადში 90 000 დოლარი დაეხარჯა მის მკურნალობაში. საბოლოოდ, მესი 169 სანტიმეტრი გაიზარდა და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა.

კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალია

პორტუგალიელ ვარსკვლავს 15 წელი რომ შეუსრულდა, ექიმებმა 3-4 თვით ფეხბურთს ჩამოაცილეს. რონალდუს დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო გულზე ტახიკარდია ჩამოუყალიბდა. ფეხბურთელს მხოლოდ ოპერაციის გაკეთებამ უშველა.

"ეს არ იყო მარტივი ოპერაცია. ლაზერის დახმარებით შეძლეს ექიმებმა ავადმყოფობის დამარცხება", - იხსენებს ლუიშ მარტინეში რონალდუს მწვრთნელი "სპორტინგის" აკადემიაში. ახლა კი რონალდუ "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელია, ასევე ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული.

ტიაგუ სილვა, ბრაზილია

ბრაზილიელი მცველისთვის ძალიან რთული გამოდგა დიდ ფეხბურთში მოხვედრა. 20 წლის ასაკში მას ტუპერკულიოზი დაუდგინეს.

"საავადმყოფოში ვიწექი და ვგრძნობდი, რომ სულ მშიოდა. დედა მეუბნებოდა, რომ ავადმყოფის იერი არ მქოდა, მაგრამ მე გავლაც არ შემეძლო. ექიმები სეირნობას მირჩევდნენ, მაგრამ ძალა არ მქონდა. საბოლოოდ, ინექციების გაკეთება დამიწყეს და დღეში 10-15 ტაბლეტს ვსვამდი. ამ პერიოდს ხშირად ვიხსენებ. ერთ ხანს ფეხბურთისთვის თავის დანებებასაც ვფიქრობდი", - იხსენებს სილვა.

ამის შემდეგ ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და საფეხბურთო კარიერაც იქ გააგრძელა. "ფლუმინენსეში" 5 წელი გაატარა და იქედან მოხვდა "მილანში", სადაც იტალიის ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ კონტრაქტი პსჟ-სთან გააფორმა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა. სამწუხარო ამბავი კი ის გახლავთ, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და სილვას გზები გასულ წელს გაიყარნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელი დუნგა პირადი მოსაზრების გამო ტიაგუს აღარ იძახებს.

დევიდ ბექჰემი, ინგლისი

ჯერ კიდევ ბავშვობაში დევიდს ექიმებმა ასთმის დიაგნოზი დაუდგინეს, თუმცა ამ დაავადების სესახებ 2009 წლამდე არავინ არაფერი იცოდა. თუმცა დევიდმა შეძლო ამ დაავადებასთან ადაპტირება. მან გაიარა სუნთქვითი თერაპია და ჩუმად ინჰალატორსაც მოიხმარდა.

მასმედიაში ეს ამბავი 2009 წელს გავრცელდა, რაც ბექჰემმა დაადასტურა. "დიახ ასთმით ვარ დაავადებული უკვე მრავალი წელია. რატომ არ გავახმაურე ეს ამბავი? რადგან ამისთვის მიზეზი არ არსებობდა. რატომ უნდა მესაუბრა ამაზე? საერთოდაც მე მაქვს ეს დაავადება, მაგრამ ეს თქვენ რატომ გაღელვებთ", - ასე უპასუხა ბექჰემმა გავრცელებულ ჭორებს.

ედგარ დავიდსი, ჰოლანდია

შუა 90-იან წლებში ედგარ დავიდსმა თავის ტრავმა მიიღო, რის გამოც გლაუკომა განუვითარდა. ფეხბურთელს ჯერ მარცხენა თვალზე გაუკეთდა ოპერაცია, შემდეგ მარჯვენაზე, თუმცა მხედველობა ბოლომდე ვერ აღუდგინეს.

ედგარმა გამოსავალი იპოვა: ფიფაში მივიდა და ნებართვა ითხოვა, რომ მოედანზე სათვალით გასვლის უფლება მიეცათ. ჰოლანდიელის საფეხბურთო კარიერა სათვალით 15 წელს გაგრძელდა. ის იტალიის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო იტალიის თავისც. ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად 2004 წელს ნახევარინალამდე მიაღწია. საეხბურთო კარიერა კი 2014 წელს დაასრულა.

ედგარ დავიდსი - ფეხბურთელი, რომელსაც ბურთით ყველაფრის გაკეთება შეეძლო.

დიდიე დროგბა, კოტ დ'იუვარი

პირველად მალარია, რომ შეეყარა დიდიეს 14 წლის იყო. ეხბურთელი მძიმე ავადმყოფობას მალევე მოერია და ფეხზეც სწრაფად დადგა. მეორედ მალარიამ თავი 2010 წელს შეახსენა. ის თავს სუსტად გრძნობდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ექიმებმა დიაგნოზად მალარია დაუსვეს.

"ეს კოშმარი იყო. ვერ აგიღწერთ სადამდე დავიდა დიდიე. დაკარგა ფიზიკური ფორმა, სისწრაფე, მასა", - იხსენებს კარლო ანჩელოტი, რომელიც მაშინ "ლურჯების" მთავარი მწვრთნელი იყო.

დროგმა სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა. წელიწადნახევრის შემდეგ კი "ჩელსიმ" მისი დიდი დამსახურებით ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. "ალიანც არენაზე" "არისტოკრატებმა "ბაიერნი" დაამარცხეს.

არიენ რობენი, ჰოლანდია

2004 წელს პერსპექტიული და სწრაფი ჰოლანდიელი "ჩელსიში" გადავიდა სათამაშოდ, თუმცა მალევე იგრძნო დისკომფორტი - არა სათამაშო, არამედ ფიზიკური. ფეხბურთელს სათესლე ჯირყვალის სიმსივნე აღმოაჩნდა.  ექიმები დიდხანს იკვლევდნენ სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო თუ არა.  "ძალიან შემეშინდა, რომ ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებდი", - იხსენებს რობენი, თუმცა მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში 2013/14 წლების სეზონში გადამწყვეტ გოლს თვითონ შეაგდებდა.

სიმსივნე განკურნებადი აღმოჩნდა, მკურნალობამ უშველა, თუმცა თმის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. მას მელოტი თავი სულაც არ უქმნის დისკომფორტს და თავს ბედნიერად გრძნობს.


 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 150 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში