ლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
საბა საბანაძე   
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 20:21

mesoლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

გთავაზობთ 29 წლის სუპერვარსკვლავის ლეო მესის 10 გამორჩეულ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე.

1. სელტიკი-ბარსელონა, 2:3, 2008

2008 წლის 20 თებერვალს პირველი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა გლაზგოში. კატალუნიელებმა "სელტიკი" 2-3 დაამარცხეს. ლეომ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მესი ნელ-ნელა ყალიბდებოდა "ბლაუგრანას" ლიდერად და ყველა კარგად ხვდებოდა, რომ რონალდინიოს წასვლის მერე სწორედ არგენიტნელი ფეხბურთელი იქნებოდა "ბარსელონას" ლიდერი.

2. ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი, 2:0, 2009

2008-09 წლების სეზონი გუარდიოლას გუნდისთვის ფანტასტიური იყო. კატალუნიელებმა მოიგეს ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მესის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია. შეხვედრის 70-ე წუთზე ლეომ თავური დარტყმით თვით ლეგენდარულ ვან დერ საარს გადაუგდო ბურთი თავზე და 2-0 დააფიქსირა.

3. ბარსელონა-არსენალი, 4:1, 2010

2010 წელს ლიის 1/4-ფინალში "ბარლონას" 2:2 ჰქონდა ნათამაშები "ემირაით სტედიუმზე" "არსენალთან", რაც გვპირდებოდა, რომ განმეორებითი მატჩი საკმაოდ კარგი სანახავი უნდა ყოფილიყო, ასეც მოხდა. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ნიკლას ბენტნერმა გახსნა. შემდეგ კი "ლეოს შოუ." მესიმ "მეთოფეთა" კარი 4-ჯერ დალაშქრა და საკუთარ გუნდს  1/2-ფინალის საგზური მოუპოვა.

4. რეალი-ბარსელონა, 0:2, 2011

2011 წლის სეზონში გამართულ "ელ კლასიკოს" დიდი ხანი ელოდა გულშემაკტივარი. პირველ ნახევარში შეხვედრა მეტნაკლებად თანაბარი იყო. აი მეორე ნახევარში კი მესიმ დუბლი შეასრულა. თანაც პირველი გოლი ისეთი იყო, რომ თამამად შეგვიძლია ლეოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად მივიჩნიოთ.  კატულონიელთა ლიდერი 5 მადრიდელს ისე გაცდა, რომ მათ მესისთვის ბურთის ართმევის მცირე შანსიც კი არ ჰქონიათ

5. ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი, 3:1, 2011

2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და ისევ დაამარცხა. ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა, რომელმაც, სრული ამ იტყვის მნიშვნელობით, გააწამა "წითელი ეშმაკების დაცვის ხაზი. აღნიშნული შეხვედრა პეპის ბიჭებმა 1:3 მოიგეს. მეორე გატანილი გოლი ლეოს ანგარიშზეა.

6. ბარსელონა-ბაიერი, 7:1, 2012

მომდევვნო სეზონში ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონამ" ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლა. ეს მ მატჩთა კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ერთი გუნდი და კონკრეტულად ერთი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებდა, რაც მოესურვებოათ. აღნიშნულ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა 5 გოლი გაიტანა.

7. ბარსელონა-მილანი, 4:0, 2013

მომდევნო წელს "ბარსელონას" ფორტუნამ "მილანი" არგუნა 1/8-ფინალში მეტოქედ. "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. საპასუხო შეხვედრაში კატალუნიელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. პირველ ტაიმში მესიმ დუბლი შეასრულა, გუნდმა კი შეხვედრა 4:0 მოიგო.

8. ბარსელონა-აიაქსი, 4:0, 2013

2013 წელს ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონამ" "აიაქსს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

9. ბარსელონა-ბაიერნი, 3:0 2015

2015 წელს 1/2-ფინალში "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. შეხვედრა 77-ე წუთმდე თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდაა. 77-ე და 80-ე წუთებზე კი მესიმ ნოიერის კარი აიღო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მეორე გოლია, რომლის გატანისას ლეომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველ ჟერომ ბოატნგს ისეთი ლამაზი მოძრაობით გასცდა, რომ ამ გოლის ნახვის შემდეგ მისი დავიწყება შეუძლებელია.

10. ბარსელონა-მანჩესტერ სიტი, 4:0, 2016

ჩვენი სტატიის უკანასკნელი მატჩი კი გუშინდელი შეხვედრაა, სადაც ლეომ "მანჩესტერ სიტის" 3 გოლი გაუტანა. გარდა ამისა, არგენინელმა გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლებაც მოუტანა, რომელიც ნეიმარმა ვერ გამოიყენა.

 

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 183 სტუმარი ონლაინში