Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი მორჩაძე   
კვირა, 04 დეკემბერი 2016 16:24

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დიდი ფეხბურთელები დიდი ფეხბურთიდან დიდი სახელით მიდიან. სწორედ ამ სტატუსით დაემშვიდობა სტივენ ჯერარდი დეხბურთს. უღალატო სტივენ ჯერარდი, რომელსიც დღეს ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონი უნდა ყოფილიყო.

"როცა სტივენი ფორმის პიკში იმყოფებოდა, ის მართლაც საუკეთესო ნახევარმცველი იყო მსოფილიოში. 2004 წელს ფლორენტინო პერესს მისი შეძენა ვთხოვე და ორჯერ გავუგზავნეთ შეთავაზება, მაგრამ ჯერარდი ის უიშვიათესი ფეხბურთელი  აღმოჩნდა,  რომელსაც შეეძლო უარის ეთქვა სამეფო გუნდისთვის. მის გონებაში მხოლოდ ,,ლივერპული“ ტრიალებდა. სხვა შემთხვევაში მას შეიძლება უამრავი თასი, ან სხვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც ჰქონოდა, მაგრამ ჯერარდი ერთგული კაცია“, - ამბობს ზიდანი.

ტიპური ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელიც თავისი შორეული ყუმბარისებული დარტყმებით, სისწრაფით, მებრძოლი სულით და ზომიერი სიხისტით გამოირჩეოდა. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს დღეს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ ისინი თამაშობდნენ და ფეხბურთს უფრო საინტერესოს და სანახაობრივს ხდიდნენ.

სტივენ ჯერარდი დაიბადა 1980 წლის 30 მაისს ინგლისის პატარა ქალაქ უისტონში და  კარიერაც ამ ქალაქის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, თუმცა 9 წლის ასაკში მან ,,ლივერპულის“ სკაუტების დაინტერესება მოახერხა და 2015 წლამდე  ,,წითლების“ ღირსებას იცავდა.

1997 წელს სტივენმათავის ოცნების გუნდთან პირველ კონტრაქტი გააფორმა. 1998 წლის 29 ნოემბერს კი ,,ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, ჟერარ ულიე მას ოცნების ასრულებაში დაეხმარა და ,,ბლექბერნთან“ დაპირისპირებაში ათამაშა. შეხვედრაში ჩართვამდე, მოთელვის დროს  სტივმა ამაყი და თავდაჯერებული გამოხედვით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს, მაგრამ მწვანე მინდორზე გასვლის შემდგე ნათლად გამოჩნდა თუ რა სისწრაფით უცემდა ჯერრადს გული. ის დაბნეული იყო, მაგრამ არა შეშინებული. სადებიუტო სეზონში ჯეიმს რედნაპის ტრამვის გამო 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი გამოსვლა არც ისე წარმატებული იყო.  მან ვერ მოახერხა ,,ლივერპულის“ გულშემატკივრების გულის მოგება.

1999-2000 წლებში სტივმა პირველად მიიღო მონაწილეობა მერსესაიდულ დერბიში ,,ევერტონის“ წინააღმდეგ და სადებიუტო წითელი ბარათიც აღნიშნულ მატჩში მიიღო. ამ სეზონშივე გაიტანა სადებიუტო გოლი ,,შეფილდის“ კარში. საბოლოოდ 1999-2000 წლები მისთვის ასევე წარუმატებელი გამოდგა. 19 წლის ჯერარდმა რამდენიმე ტრამვა და ოპერაცია გადაიტანა. ის ჯერ კიდევ არ იყო ,,ლივერპულის“ გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი.

სტივენ ჯერარდისთვის ლივერპულური კარიერის გარდამტეხი 2000-2001 წლის სეზონიც დადგა. ეს მისთვის შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყო, რათა  ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ამ გუნდში თამაშის ღირსი იყო. საბოლოოდ, მან ეს მოახერხა და ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ,,წითლებთან“ ერთად მოიგო უეფას თასი, ინგლისის თასი და ლიგის თასი. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. სტივენი ,,სკაუზერებისთვის“ ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ნამდვილად გახდა და მასზე უკვე დიდ იმედებს ამყარებდნენ .

მომდევნო რამდენიმე წელი სტივენ ჯერარდისთვის მეტნაკლებად წარმატებულად წარიმართა. განვითარდა და ჩამოყალიბდა, როგორც გუნდის ლიდერი, სული და გული, ნამდვილი წინამძღოლი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, გერმანიის წინააღმდეგ(5-1), რომელიც ინგლისელებისვის ისტორიული გამოდგა, გოლი გაიტანა. სამწუხაროდ ტრამვის გამო 2002 წელს კორეა-იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადს მიღმა დარჩა სამაგიეროდ, 2003 წელს ჟერარ ულიემ ის ,,ლივერპულის“ კაპიტნად დანიშნა და ახალი, 4 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

2004 წელს ხმა გავარდა, რომ "ლივერპულის" რიგებიდან წასვლას ტავად სტივენ ჯერარდი აპირებდა. ინფორმაციის წყარო არც მეტი არც ნაკლები თავად ფეხბურთელი იყო: "გული დამწყვიტა კლუბიდან ჟერარ ულიეს წასვლამ. გუნდს არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული, რომელიც "ლივერპულის“ განვითარებას შეუშლის ხელს. დიახ, ვადასტურებ, რომ ვტოვებ მშობლიურ გუნდს და ,,ჩელსიში“ მივდივარ", - დაასრულა სტივმა.

ამ სიტყვების შემდეგ  ,,სკაუზერებს“ იმედის ყველა ნაპერწკალი ჩაუქრათ. გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ,,ლივერპული“ 20 მილიონს მიიღებს გუნდის კაპიტნის სანაცვლოდ, თუმცა უეცრად სტივენ ჯერარდის ახალი განცხადება ვრცელდება, რომელის თქმითაც, მას უბრალოდ არ შეუძლია დატოვოს ,,ლივერპული“, არანაირი ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი ან რაღაც ზღაპრული მომავალის შექმნა. ფეხბურთელიმა განაცხადა, რომ მისი გული მხოლოდ ამ გუნდს ეკუთვნის და კონკურენტ გუნდში გადასვლა მისი ცხოვრებისეული მარცხი და საყვარელი გუნდის ღალატი იქნებოდა.

საბოლოოდ ამ ყველაფერმა ჩაიარა, ჩელსისთან კონტრაქტზე უარი ითქვა.  ,,წითელი ლივერპული“ ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ნამდვილი სიხარული და ბედნიერი წუთები ,,სკაუზერებს“, სტივენ ჯერარდს და მთლიანად ,,ლივერპულის“ შემადგენლობას ახლო მომავალში ელოდა, რომელიც მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის იყო წარმოუდგენელი.

სტივენ ჯერარდის ამ ნაბიჯმა ,,ლივერპული“ ერთ მუშტად შეკრა და თავდაჯერებულობაც შემატა. 2005  წელს, როცა სტივენ ჯერარდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში  გადამწყვეტი გოლი გაუტანა ბერძნულ ,,ოლიმპიაკოსს“, ამ გუნდმა კიდევ ერთი მუხტი იგრძნო, რომ რაღაც განსაკუთრებულის შეთავაზება შეეძლო თავისი გულშემატკივრებისთვის. ამ მუხტმა ,,ლივერპული“ ფინალში გაიყვანა და იქაც სტივის წინამძღოლობით, გუნდური სულით 6 წუთში გახადეს სტამბოლის ფინალი მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩად. ლივერპული მეხეთედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, ხოლო სტივი გუნდის ხელშეუხებელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბევრის აზრით ,,წითლების“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა.

ამის შემდეგაც იყო მომენტები, როცა ლივერპულს შეეძლო მსუყე ლუკმა კიდევ რამდენჯერმე დაეგემოვნებინა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხის დაცდენა დასჩემდათ. 2007 წლის ფინალი მილანთან (1:2), 2008-09 სეზონში პრემიერ ლიგის მეორე ადგილი და 2013-14 წლის სეზონში ასევე მეორე ადგილი, თუმცა ეს პირადად სტივისთვის იყო ტრაგიკული, რადგან ლონდონის ,,ჩელსისთან“  მისმა ფეხის დაცდენამ განაპირობა დიდწილად ეს მარცხი.

აღნიშნულმა ფაქტმა უამრავ ადამიანს მისცა ამ დიდი ფეხბურთელის, ლეგენდის, ლივერპულისთვის მებრძოლი და უდიდესი კაპიტნის მიწასთან გასწორების  საშუალება.

სხვა დიდი გუდების, დიდმა ლეგენდებმა კი საჭიროდ ჩათვალეს სტივის დაცვა და გამხნევება. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ზინედინ ზიდანმა, უეინ რუნიმ, პოლ სქოულზმა რიო ფერდინანდმა, ჯონ ტერიმ, ფრენკი ლამპარდმა, ანდრეი შევჩენკომ, კაკამ, პირლომ, ხაბი ალონსომ, ტიერი ანრიმ , ხავიერ ძანეტიმ, ალექს დელ პიერომ, ჩავიმ, სუარესმა და კიდევ უამრავმა სხვა ლეგენდამ სტივს მადლობა გადაუხადეს.

უეინ რუნი: "ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ვის გვერდით და წინააღმდეგაც მითამაშია“.

ზინედინ ზიდანი: "მას შეეძლო მოეგო რამდენჯერმე პრემიერ ლიგა და პრიმერა დივიზიონი, თუმცა ის არ ღალატობდა ,,ლივერპულს“.

ანდრეი შევჩენკო: "სტივი ჩემს მიერ შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში აუცილებლად მოხვდება“.

ფრენკ ლამპარდი: "ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა და დიდებული ადამიანი. მიხარია, რომ მის გვერდით მომიწია ნაკრებში თამაში“.

პატრის ევრა: "ყველაზე წარმატებული ინგლისელი ფეხბურთელი!!! ის ბედნიერი უნდა იყოს მისი კარიერით. ჩვენ კიდევ ერთ ლეგენდას ვაცილებთ ფეხბურთიდან“.

რიკარდო კაკა: "ფეხბურთი მადლობას გიხდის შენ. ჩვენ დიდი ფინალები ვითამაშეთ დიდო კაპიტანო. წარმატებები ჩემპიონო“.

პაოლო მალდინი: "უბრალოდ დიდი პატივისცემა ჩემგან დიდ კაპიტანს“.

ტიერი ანრი: "ძალიან მინდოდა მის გვერდით თამაში“.

ჯონ ტერი: "გილოცავ წარმატებულ კარიერას. შენ ყოველთვის უხერხული მეტოქე და კარგი თანაგუნდელი იყავი. ნამდვილი ლეგენდა ხარ"

ხავიერ ძანეტი: "ბრწყინვალე ადამიანი, კაპიტანი და ფეხბურთელი. ნამდვილი ლეგენდა. გილოცავ ასეთ კარიერას მეგობარო“.

ალესამდრო დელ პიერო: "ბრწყინვალე ფეხბურთელი და დამსახურებული ლეგენდა“.

ამ ადამიანების გარდა არსებობენ სხვებიც, რომლებმაც ასევე შეაფასეს სტივის კარიერა, მაგრამ არც ისე დადებითად.  ესენი არიან ელ ჰაჯი დიუფი და ანდერსონი. ახლა თავას განსაჯეთ, ზემოთ აღნიშნული გვარების შემდეგ. ამ ორი ფეხბურთელის(?) აზრი საერთოდ ღირს წასაკითხად, გასაგონად?!

მოკლედ, სტივის კარიერა"ლივერპულში" 2013-14 წლების სეზონით დამთავრდა. მართალია ის ამის შემდეგ 1 წელი ისევ დარჩა ,,მერსესაიდელების“ შემადგენლობაში, მაგრამ ბრენდან როჯერსმა რატომღაც საჭიროდ ჩათვალა მისი სათადარიგო სკამზე გადაჯდომა. შედეგად უსახური ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ხელიდან გამოცლილი ლუის სუარესი, რომელმაც ,,ბარსელონას“ მიაშურა. სეზონის ბოლოს (2015წ) კი სტივიმ ამერიკაში, კერძოდ ,,ლოს ანჟელეს გალაქსში“ წასვლა გადაწყვიტა და საფეხბურთო კარიერაც მალევე, 2016 წლის 24 ნოემბერს დაასრულა.

საერთო ჯამში, სტივმა ,,ლივერპულის“ მაისური 709 მატჩში მოირგო და 185 გოლი გაიტანა, ხოლო ,,ლოს ანჯელეს გალაქსიში“ ჩატარებულ 39 შეხვედრაში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ჯერარდმა "სამი ლომის" მაისური მან 114-ჯერ მოირგო, მაკრებს 40-ჯერ უკაპიტნა და 21 გოლი გაიტანა.

სტივენ ჯერარდის საკლუბო და ინდივიდუალური ჯილდოები დამერწმუნებით ნამდვილად შთამბეჭდავია და სტატიის ბოლოს შეგიძლიათ მისი სრული ჩამონათალი იხილოთ, თუმცა მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ,,ლივერპულის“ გულშემატკივრების სითბო და სიყვარული უნდა იყოს, რომელიც ლეგენდამ ნამდვილად დაიმსახურა.

ბოლო 5-6 წლის მანძილზე ალბათ ბევრი ლივერპულის ქომაგისგან გაგიგიათ ამა თუ იმ ახალგაზრდა, იმედისმომცემ ფეხბურთელზე შემდეგი ფრაზა: Next Steve G, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ დიდი სურვილია ვიდრე რეალობა, რადგან სტივის დონის ფეხბურთელი და ამავდროულად გუნდის ერთგული ყველა ადამიანი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ის ,,ლივერპულის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგანდა.

საკლუბო ჯილდოები:

FA-თასი (2000/01, 2005/06),  ინგლისის ლიგის თასი (2000/01, 2002/03, 2011/12), ინგლისის საფეხბურთო სუპერ თასი (2001, 2006), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2004/05), უეფას თასი (2000/01), უეფას სუპერ თასი (2000/01, 2005/06) .

ინდივიდუალურ ჯილდოებს:

ჟურნსლისტთა ასოციაციის მიერ - წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2008/09), ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ( 2007, 2012), პრემიელიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - (2005/06), პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - (2000/01), ფანების გამოკითხივთ - წლის საუკეთესო ფეხბურთელი - (2000/01, 2008/09), პრემიერლიგის წლის გუნდის წევრი ( 2000–01, 2003–04, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2013-14), წლის საუკეთესო გოლის ავტორი  (2005/06), ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირი ( 2004–05, 2005–06, 2008–09), ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი  (2004/05), ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე  (2004/05), FA-ს თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე ( 2006), ევროპის წლის გუნდის წევრი  (2005, 2006, 2007), ევროპის ჩემპიონატის გუნდის წევრი (2012), ფიფას წლის გუნდის წევრი (2007, 2008, 2009), უეფას წლის გუნდის წევრი ( 2005, 2006, 2007)

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 469 სტუმარი ონლაინში