სტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 00:04

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

2005 წლის სტამბულის ლეგენდარული ფინალის შესახებ ფეხბურთის ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის. "ლივერპულმა" საოცარ "მილანთან" სამბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად თასს დაეუფლა.

საინტერესოა, რას საქმიანობენ ამჟამად იმ ლეგენდარული ფინალის მონაწილე "ლივერპულის" ფეხბურთელები...

ირჟი დუდეკი


პოლონელი გოლკიპერი, რომელიც სტამბულის საღამოს ერთ–ერთ მთავარ გმირად იქცა. მან გუნდი 2007 წელს დატოვა, რადგან ახალგაზრდა პეპე რეინასთან კონკურენციას ვეღარ გაუძლო. შემდეგ 4 წელიწადი მადრიდის "რეალის" სათადარიგო გოლკიპერად ითვლებოდა, 2011 წელს კი კარიერა დაასრულა. ამჟამად იგი პოლონური ფეხბურთის ელჩია ევროპაში.

სტივ ფინანი


ირლანდიელი მარჯვენა მცველი, რომელმაც იმ ფინალის შემდეგ კიდევ 5 წელიწადი ითამაშა და 2010 წელს კარიერა "პორსტმუთის" შემადგენლობაში გახშირებული ტრავმების გამო დაასრულა. ამჟამად ფინანი ლონდონში ცხოვრობს.

ჯეიმი კარაგერი


ლეგენდარული ცენტრალური მცველი, რომელიც მთელი ცხოვრება მერსისაიდელთა ღირსებას იცავდა, კარიერა კი 3 წლის წინ დაასრულა. იგი უმალ მოეწყო Sky Sports–ში და დღემდე მუშაობს საფეხბურთო ექსპერტად.

სემი ჰიიპია


მეორე ცენტრალური მცველი. ფიზიკური სიძლიერისა და უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტის შერწყმამ ფინელს უმაღლეს დონემდე თამაშის საშუალება 38 წლამდე მისცა. სკანდინავიელმა მერსისაიდელების რიგები 2009 წელს დატოვა და 2 სეზონი ლევერკუზენის "ბაიერში" გაატარა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა. 2012/14 წლებში იგივე "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელად გვევლინებოდა; 2014 წელს "ბრაიტონს" წვრთნიდა, ხოლო 2015/16 წლები შვეიცარიულ "ციურიხს" ავარჯიშებდა.

ჯიმი ტრაორე


"ლივერპულის" ქომაგები დღემდე სვამენ კითხვას, თუ რას აკეთებდა იმ ფინალში ჯიმი ტრაორე? რადგან "წითლების" მაისურით გატარებული 7 სეზონის განმავლობაში იგი გულშემატკივარს არადამაჯერებლობითა და არასტაბილურობით დაამახსოვრდა, თუმცა 2005 წლის 25 მაისს ცხოვრების შეხვედრა ჩაატარა და ერთ–ერთ მომენტში ლეგენდარული ანდრეი შევჩენკოს დარტყმული ცარიელი კარიდანაც კი გამოიტანა! ტრაორემ კარიერა 2014 წელს ამერიკულ "სიეტლში" დაასრულა, სადაც დღემდე იმყოფება მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში.

იონ არნე რიისე


ნორვეგიელი მარცხენა მცველი, რომელიც ყველას ყუმბარისებული ცაციით ახსოვს. მან კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ლივერპულში" გაატარა. გარდა ამისა, 2008/11 წლებში "რომას" რიგებს იცავდა, ხოლო შემდეგ უკვე 2014 წლამდე "ფულჰემში" ასპარეზობდა. სკანდინავიელს საბერძნეთსა და ინდოეთშიც უთამაშია. კარიერა გასულ წელს დაასრულა და ახლა დამსახურებული დასვენებით ტკბება.

ჩაბი ალონსო


ერთადერთი ფეხბურთელი იმ ფორმაციის "ლივერპულიდან", რომელიც დღემდე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ინტერვიუებში ესპანელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ "ლივერპულში" გატარებული პერიოდი მის კარიერაში საუკეთესოა, სტამბულის ფინალის მოგება კი უბრალოდ დიდებული მოვლენა. "წითლები" 2009 წელს დატოვა და 5 სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა, 2014 წლის ზაფხულში კი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა, სადაც დღემდე თამაშობს.

დიტმარ ჰამანი



გერმანელი საყრდენი ნახევარმცველი ამჟამად ჯეიმი კარაგერის კოლეგად ითვლება და ასევე სატელევიზიო ექსპერტია. "ლივერპულის" შემდეგ იგი ჯერ "მანჩესტერ სიტიში", შემდეგ კი "მილტონ კინს დონსში" ასპარეზობდა, სადაც 2011 წელს დაასრულა კიდეც კარიერა. 

სტივენ ჯერარდი


მას წარდგენა არ სჭირდება – იგი "ლივერპულის" კაპიტანი, სული და გულია! სტივი ჯიმ კარიერა 2 თვის წინ "ლოს ანჯელეს გელექსის" შემადგენლობაში დაასრულა და ამჟამად მერსისაიდელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. ლეგენდარულ ინგლისელს მთავარ მიზნად საყვარელი გუნდის თავკაცობა აქვს დასახული.

ლუის გარსია


კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ენფილდ როუდს" ძალიან უყვარდა, მარცხენა ვინგერი ლუის გარსია გახლდათ. ესპანელმა "ლივერპულში" კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა, 2007 წელს კი სამშობლოში, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში დაბრუნდა. ამის შემდეგ გარსიამ საბერძნეთში, მექსიკაში და ინდოეთში თამაში მოასწრო და ასევე კარიერის დასრულება, განახლება და ისევ დასრულება. შესაძლოა, პროფესიონალურ დონეზე მისი ბოლო თამაში ჯერ კიდევ არ შემდგარა...

ჰარი კიუელი


ავსტრალიელს იმ საღამოს უიღბლობა დაემართა, რადგან მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია, თუმცა იმ ფორმაციის გუნდში კიუელის ღვაწლი ნამდვილად დიდია. მერსისაიდელების შემდეგ ჰარიმ თამაში "გალათასარაიშიც" მოასწრო, მერე კი სამშობლოში ითამაშა. ახლა კი ინგლისში დაბრუნდა და "უოტფორდის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. 

მილან ბაროში


კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას განაგრძობს, მილან ბაროშია. ქარიზმატულმა ჩეხმა გუნდი იმ ზაფხულსვე დატოვა და "ასტონ ვილაში" გადავიდა, თუმცა გაუთავებელი ტრავმების გამო უმაღლეს დონეზე თამაში ვეღარ შეძლო. ამჟამად იგი სამშობლოში "ლიბერეცის" რიგებს იცავს. 

ვლადიმერ შმიცერი


კიდევ ერთი ჩეხი წევრი, რომელმაც ფინალში მეორე და საკმაოდ ეფექტური გოლიც გაიტანა. იგი თანამემამულე ბაროშის მსგავსად იმ ზაფხულსვე წავიდა გუნდიდან. კარიერა შმიცერმა 2009 წელს პრაღის "სლავიას" რიგებში დაასრულა. ამჟამად შმიცერი ქველმოქმედებას ეწევა. 

ჯიბრილ სისე


უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც იმ ლეგენდარულ დღეს მოედანზე გამოვიდა, ოდიოზური ჯიბრილ სისეა. "ლივერპულის" ქომაგებს, ფრანგი, პირველ რიგში, არაორდინალური და განსხვავებული ვარცხნილობებით დაამახსოვრდა. "ლივერპულის" შემდეგ მან ევროპაში იმოგზაურა, 2015 წლის ოქტომბერში კი კარიერა დაასრულა. ცოტა ხნის წინ სისემ გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფრანგულ ვარიანტში მიიღო მონაწილეობა.

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 143 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში