ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 23:20

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. არის კატეგორია მისი გულშემატკივრებისა, რომლებიც არგენტინელს ისტორიაში უდავოდ საუკეთესოდაც მიიჩნევენ. რასაკვირველია, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ამაზე ჩაღრმავება არ გამოდგება, რადგან უბრალოდ გემოვნების ამბავია.

ამ წერილში შევეცდებით გაგაგებინოთ თუ რატომ არის ლეო ასეთი დიდი...

სტატუსი – გენია

უამრავი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის ციტატის გახსენება შეიძლება, რომ "მესის ოქროს ბურთი ყოველ წელს უნდა დაურიგონ" და იმის ფონზე, რომ ლეო ხალხისთვის გენიოსი და უცხოპლანეტელია, ეს გამონათქვამი სულაც არაა კონტექსტიდან ამოვარდნილი.

პირველი მწვავე გამოჩენა 2006/07 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ელ კლასიკოში მადრიდის "რეალთან" (3:3) ჰეთ–თრიკი შეასრულა, ხოლო 2008/09 წლების სეზონიდან კი ნამდვილად საოცარ ფეხბურთს გვაჩვენებს. არგენტინელმა ფლეიმეიქერისა და "ფინიშერის" როლი ითავა – მესი იტანს და სხვასაც ატანინებს. ამ დროისთვის სამხრეთამერიკელს 500 გოლზე მეტი აქვს გატანილი და 200 საგოლე პასზე მეტი აქვს გაკეთებული. 

გარდა ამისა, მის ქმედებებს "ბარსელონასთვის" უდიდესი წარმატებები მოაქვს. ლეოსთან ერთად "ბლაუგრანამ" 29 ტიტული მოიპოვა. არგენტინის ნაკრებთან ერთად 2005 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი და 2008 წელს პეკინის ოლიმპიადა მოიგო. 

თუ საქმე ინდივიდუალურ ჯილდოებამდე მივა, მაშინ ყველაფერზე 5 ოქროს ბურთი მეტყველებს – მსგავსი შედეგი ისტორიაში არავის ჰქონია.

wc1690397

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხოვრების სტილი – მსუბუქი

საკმარისია მას ხელი ჩამოართვათ და უმალ გაიგებთ, თუ რაოდენ უშუალო და სასიამოვნო პიროვნებაა ლეო მესი. ეს, სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რადგან არგენტინელი ამ ყველაფრის აფიშირებას არ ახდენს. მას ძალიან კარგი იუმორი აქვს, როგორც ყველა არგენტინელს.

"მესი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანია, რასაც საფეხბურთო მოედანზე ვერ ვიტყვით" – ეს სიტყვები "მანჩესტერ სიტის" ფორვარდსა და ლეოს თანამემამულე სერხიო აგუეროს ეკუთვნის. მესი ძალზე წყნარია და ხმაურიანი განცხადებები არ უყვარს.

მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავს 2 შვილი – ტიაგო და მატეო ჰყავს, ხოლო მისი მეუღლე ანტონელა რაკუცო ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში გაიცნო. 

მარკეტინგი – ბრენდი

ლეო მესი – ეს ნამდვილად დიდი ბრენდია! რა თქმა უნდა, არგენტინელის პოპულარიზაციისთვის დიდ როლს სწორედ მარკეტინგი თამაშობს. თავად ვარსკვლავი მარკეტინგს დიდ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა დიდი ბრენდები მის რეკლამაში გადასაღებად შანსს არ უშვებენ. ეკრანზე მისი ნებისმიერი სახით გამოჩენა მილიონობით ხალხს ახარებს, რაც ლეოს ტრიუმფალურობის კიდევ ერთი დამადასტურებელი რამაა. 

ქველმოქმედება – ადამიანი ოქროს ასოებით

მესის კომპანია Leo Messi Foundation ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება, ხოლო ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული "შაპეკოენსეს" ფეხბურთელების ოჯახებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარა. 

მესი ამჟამად 29 წლისაა და საფეხბურთო მსოფლიოს სურს, რომ მისით კიდევ დიდხანს დავტკბეთ...

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 150 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში