საქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
საბა საბანაძე   
შაბათი, 11 თებერვალი 2017 00:08

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

საქართველოს ნაკრებს ბევრი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის 26 მარტს "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრაა, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მაშინ მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს. მოდით, გადავხედოთ სად არიან დღეს იმ შეხვედრაში მონაწილე ქართველი ფეხბურთელები.

ნუკრი რევიშვილი - ჩვენი ნაკრების მეკარე იმ დროისთვის მახაჭყალის "ანჟის" ღირსებას იცავდა. მას შემდეგ რამდენიმე რუსული გუნდი გამოიცვალა. ცოტა ხნით საქართველოშიც დაბრუნდა, სადაც 1 ნაბიჯი დააკლდა გორის "დილასთან" ერთად ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. 2014 წელს ნაკრები თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა კახა ცხადაძის მოსვლის შედდეგ კვლავ ნაკრების წევრი გახდა.

ლაშა სალუქვაძე - მატჩის მეორე დღეს ერთ-ერთმა უცხოელმა ექსპერტმა სალუქვაძე მატჩის საუკეთსო ფეხბურთელად გამოაცხადა. ბევრი ფებურთელის მსგავსად ისიც რუსეთში მოღვაწეობდა, კერძოდ ყაზანის "რუბინში". მას მერე ძალები ნიჟნინოვგოროდის "ვოლგას", გორის "დილასა" და "სკა ხაბაროვსკში" მოსინჯა. სალუქვაძემ მას მერე მხოლოდ რამდენიმე მატჩი ითამაშა ეროვნულ გუნდში.

აკაკი ხუბუტია - აკაკისთვის ის ერთ-ერთი პირველი მატჩი იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუმინული "გაზმეთანის" ფეხბურთელმა საკმაოდ კარგად ითამაშა. მას მერე ხუბუტიამ რამდენიმე გუნდი შეიცვალა და სამწუხაროდ დიდხანს ვერსად გაჩერდა, რაც მის სანაკრებო მატჩებზეც აისახა. ქართველმა მცველმა უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა 2014 წლის ნოემბერში ჩაატარა, როცა პოლონეთთან 0:4 დავმარცხდით.

ალექსანდრე ამისულაშვილი - ამისულაშვილი უკანასკნელი წლების მანძილზე ნაკრებისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. იგი ხორვატიასთან მატჩის შემდეგაც მუდმივად ძირითადში იყო. რევიშვილის მსგავსად მასაც ჰქონდა პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ. მიზეზი აქაც ქეცბაიასთან კონფლიქტი იყო და ისიც კახა ცხადაძემ დააბრუნა. ამისულაშვილმა კარიერა გასული წლის ბოლოს დაასრულა. მისი უკანასკნელი გუნდი თბილისის "დინამო" იყო.

კახა კალაძე - ჩვენი კაპიტნისთვის ხსენებული შეხვედრა ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდა. მან 2011 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებდა, მომდევნო წლის მაისში კი ბუცები ლურსმნებზე ჩამოკიდა. კახა ამ დროისთვის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებს.

ზურა ხიზანიშვილი - ხიზანიშვილი იმ დროისთვის "რედინგის" ფეხბურთელი იყო. შემდეგი სეზონიდან იგი "კაიზერსპორის" ფეხბურთელი გახდა, სადაც 3 სეზონი დაჰყო. შემდეგ იგი ჯერ თბილისის "დინამოს", ხოლო შემდეგ "სამტრედიას" ღირსებას იცავდა. ამჟამად, იგი ბაქოს "ინტერში" თამაშობს. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, 2013 წელს ბოლოს მასაც კონფლიქტი მოუვიდა ქეცბაიასთან და დატოვა ნარკები. შემდეგ ცხადაძემ ისიც დააბრუნა, თუმცა მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა. ოფიციალურად ზურამ სანაკრებო კარიერა გასული წლის სექტემბერში დაასრულა.

ჯაბა კანკავა - სწორედ ჯაბას წამოწყებულ შეტევას მოჰყვა გოლი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვვიტანა. ჯაბა მაშინ "კრივბასში" იყო განათხოვრებული და მალევე დაუბრუნდა "დნიპროს". აღნიშნულ გუნდში მალე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგელობაში და 2015 წელს ევროპალიგის ფინალიც ითამაშა. დღეს ქართველი საყრდენი "რეიმსის" შემადგენლობაში გამოდის. ჯაბა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც კახა კალაძის წასვლის შემდეგ უკაპიტნა გუნდს. იგი დღემდე გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მურთაზ დაუშვილი - თამაშამდე რამდენიმე თვით ადრე ბუბა 2010 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. იმ მატჩში "ზესტაფონის" ნახევარმცველი მართლაც გამორჩეული იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ბუბამ საქართველო დატოვა და კარიერა ლვოვის "კარპატში" გააგრძელა, სადაც 2016 წლის ივნისამდე გამოდიოდა. ამჟამად, იგი უნგრეთის "დიოსგიორის" ღირსებას იცავს. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, იგი მას შემდეგაც მუდმივად ნაკრების წევრია. დღესაც ბუბა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება.

ალექსანდრე იაშვილი - "იაშკა" იმ დროისთვის "კარსლრუეს" ლიდერი იყო. შემდეგ მის კარიერაში იყო "ბოხუმი", ბაქოს "ინტერი, "სამტრედია" და თბილისის "დინამო". ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურელმა კარიერა 2016 წლის მაისში დაასრულა. თავდამსხმელმა ხორვატიასთან გამართული მატჩის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.

ლევან კობიაშვილი - სწორედ კობიაშვილია იმ ერთადერთი და უმნიშველოვანესი გოლის ავტორი, რომელმაც ქართველ გულშემაკივრებს უდიდესი სიხარული მიანიჭა. კობისთვისაც აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთი ბოლო გამოდგა. იგი მაშინ "ჰერტაში" თამაშობდა და კარიერის ბოლომდე ბერლინური გუნდის ღირსება დაიცვა. კობიმ კარიერა 2014 წლის მაისში დაასრულა. ამჟამად, იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატია.

ლადო დვალიშვილი - ლადო მაშინ ჰაიფას "მაკაბის" ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ მის კარიერაში რამდენიმე პოლონური და დანიური გუნდი იყო. ბოლოს იგი თბილისის "დინამოში" იყო. როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან იგი ყაზახური "ატირაუს" ღირსებას დაიცავს. რაც შეეხება ნაკრებს, მას მერე მას საკმაოდ ხშირად იძახებდა თემურ ქეცბაია. იმ პერიოდში, რაც ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე იყო ნაკრებში 1 მატჩიც არ უთამაშია, თუმცა ვლადიმერ ვაისის მოსვლის შემდეგ იგი კვლავ ნაკრების წევრია.

დავით სირაძე - სირაძე იმ ფეხბურელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ქეცბაიასთან უთანხმოების გამო მოუწია ნაკრების დატოვება. მაშინ იგი ნალჩიკის "სპარტაკის" ფეხბურთელი იყო. შემდეგ ძალები ბოლნისის "სიონსა" და მოლდივურ "დაჩიაში" მოსინჯა. ქართველმა ფორვარდმა კარიერა 2015 წელს დაასრულა.

გოგიტა გოგუა - გოგიტასთვის აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა. მიზეზი აქაც ქეცბაიასთან კონფლიქტია. მაშინ გოგიტა "ვოლგას" ფეხბურთელი იყო. მას მერე ძალები "სკა ხაბაროვკში", გორის "დილაში", თბილისის "დინამოში და "ირტიშში" მოსინჯა. ამჟამად, იგი "ორდაბაზისთვის" უტევს.

ოთარ მაცვალაძე - სწორედ მარცვალაძეა იმ პასის ავტორი, რომელმაც კობიაშვილს გოლი გაატანინა. მარცვალაძე მაშინ "ვოლგას" ფეხბურთელი იყო. მას მერე იყო რამდენიმე რუსული კლუბი, თბილისის "დინამო" და გორის "დილა". ახლა იგი ყაზახეთში "ორდაბაზისთვის" ცდილობს გატანას. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ოთარმა ქვეყნის მთავარ გუნდში რამდენიმე თამაში ითამაშა.

თემურ ქეცბაია - 48 წლის სპეციალისტისთვის ის მე-10 და როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. იგი ჩვენს ნაკრებს 2014 წლის 14 ნოემბრამდე წვრთნიდა. 2015 წელს იგი "აპოელში" დაინიშნა, სადაც პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა. მას მერე იყო ათენის "აეკი", თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე თვით. თემური ახლა უგუნდოდაა და სავარაუდოდ მალე რომელიმე უცხოურ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

ივნისი 2017 ივლისი 2017 აგვისტო 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 609 სტუმარი ონლაინში