ამბავი ქართველი პუიოლისა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 22:28

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

13 წლის თორნიკე შოშიტაიშვილი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ლეგენდარულ მცველს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ კაპიტან კარლეს პუიოლს. გარდა ამისა, თორნიკე ნიჭიერებითა და ფეხბურთისადმი უზომო სიყვარულით გამოირჩევა. თორნიკე 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული "ლოკომოტივის" U15–ში ირიცხება.

ჩვენ მას დავუკავშირდით და საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ...

ფეხბურთი და სიყვარული

"ფეხბურთი პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა. წარმოიდგინეთ, სკამებს მაისურებს ვაცმევდი, ვითომ მეტოქეები იყვნენ, ვატყუებდი და ფანჯრის წყალობით გაკეთებულ კარებში "ვიტანდი გოლებს". 5 წლის ვიყავი, როცა 35–ე სკოლაში მივედი, სადაც მწვრთნელები ზაზა მაღრაძე და ირაკლი ოდიკაძე იყვნენ. ყველა მეუბნებოდა, პუიოლს რა მაგრად ჰგავხარო და სწორედ მანდ შემიყვარდა კარლესიც. უკვე იმდენად მიყვარდა, რომ მიუხედავად ჩემი თავდამსხმელობისა, მაისურზე მაინც 5 ნომერი მეწერა".

ლოკომოტივი

"2016 წლის სექტემბრიდან გადავედი უკვე "ლოკომოტივში", სადაც გიორგი მინაშვილი, დავით ყიფიანი და გუნდი მწვრთნელები – პაატა გოცირიძე და ლუკა ხომასურიძე გვერდში დამიდგნენ. ჩემ განვითარებაში ასევე დიდი როლი ითამაშა თემურ ფორცხვერიამ, რომელმაც საგრძნობლად დამხვეწა".



თამაშის საყვარელი სცენარი

"ალბათ, ყველა ქართველი ფეხბურთელის საყვარელი მომენტია და არც მე ვიქნები გამონაკლისი, თუ "ბურთის თრევას" ვიტყვი. დრიბლინგი ძალიან მიყვარს და უმეტესად ამით ვცდილობ ფონს გასვლას, თუმცა რასაკვირველია, სხვა კომპონენტების დახვეწაზეც აქტიურად ვმუშაობ". 

სწავლა და ფეხბურთი


"ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ სამეცადინოდ დილის 6 საათზე ვდგები"! 

თორნიკე და პუიოლი

"მისი თამაში პირველად დაახლოებით 2009 წელს ვნახე, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში კი, როცა გერმანიას გადამწყვეტი ბურთი გაუტანა, ძალიან გახარებული ვიყავი. მასში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი მიყვარს".  

კვება და აღდგენა

"დიდ მოედანზე სექტემბრიდან გადავედით და რასაკვირველია, ფიზიკურმა დატვირთვებმა იმატა, თუმცა აღდგენა ამჟამად ნამდვილად არ მიჭირს. ზოგადად, სულ ვაქტიურობ და მოძრაობაში ვარ, უფეხბურთოთ წამითაც არ შემიძლია და ეზოშიც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ხოლმე. რაც შეეხება კვებას, მაქსიმალურად ვცდილობ ნატურალურად გამოვკვებო ორგანიზმი, რადგან ეს სპორტსმენისთვის ჰაერივით აუცილებელია".



– ყველა დროის ტოპ 3 ფეხბურთელი...


– რონალდინიო, პუიოლი და მესი.

– ქართველებიდან?


– თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და გურამ კაშია.

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 146 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში