ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
საბა საბანაძე   
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 00:19

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

ფეხბურთი ისეთი რამეა ყოველთვის გაქვს ადამიანს ვიღაცის იმედი, რომ გაიზრდება მოუმატებს და ნაკრებს გამოადგება. იმედები ხან მართლდება, ხან არა. ამ წერილში შევეცადე იმ ფეხბურთელებზე მომეთხრო, რომელზედაც ვამყარებდით თავის დროზე იმედებს, მაგრამ...

სტატიაში მაქსიმალურად ვეცადე ყველა იმ თაობის წარმომადგენელზე მესაუბრა, რომელსაც მოვესწარი.

ლუკა ზარანდია - ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითველბოდა. მან ისეთი მწვრთნელების სკოლა გამოიარა, როგორებიც გიორგი დევდარიანი, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე არიან. დამეთანხმებით, მათგან ფეხბურთელს ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ასაკობრივ ნაკრებში კარგი თამაშის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში, ზარანდია "ლოკომოტივიდან" ბელგიურ "გენკიში" გადავიდა და ქართველ გულშემატკივარს იმედი ჩაგვესახა, რომ ლუკა ბელგიურ გუნდში გზას გაიკვლევდა. ზარანდიამ "გენკში" 2 სეზონი დაჰყო და ოფიციალურ შეხვედრაში ერთხელაც არ მიუღია მონაწილეობა. გასული წლის ზაფხულში იგი მშობლიურ კლუბ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა, ახლა კი პოლონეთში "არკას" შემადგენლობაშია. იმედი დავიტოვოთ, რომ იგი ამ კლუბში შეძლებს თავის გამოჩენას.

გიორგი პაპუნაშვილი - პაპუნაშვილი იმ "ოქროს თაობად" წოდებული ნაკრების წარმომადგენელია, რომლებმაც 2012 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში ითამაშეს და რომ არა უიღბლობა, ვინ იცის, იქნებ ფინალშიც გასულიყვნენ. გიორგი თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ნელ-ნელა დედაქალაქური გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. პაპუნაშვილს 2014 წელს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, როცა თემურ ქეცბაიამ არაბეთის გაერთიანებულ სამიროებთან და გიბრალტართან ათამაშა. პაპუნაშვილი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს. 2015 წლის ზაფხულში კი თბილისის "დინამოდან" ბრემენის "ვერდერის" III გუნდში გადაბარგდა. რასაკვირველია, მისგან არავინ ითხოვდა პირველივე სეზონში გერმანული კლუბის ძირითად გუნდში მოხვედრას, თუმცა იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ ათამაშდებოდა და ნელ-ნელა წინ წაიწევდა. პაპუნაშვილი ერთი წლის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. დღეს ის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია და 3 თვის წინ ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

ნიკა ჭანტურია - ნიკა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი და კაპიტანი იყო. ჭკვიანი მცველი, რომელიც კარგად კითხულობდა მეტოქეთა შეტევებს. ჭანტურია თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. ბოლო 2 წლის მანძილზე, მას 2 რთული ტრავმის გადატანა მოუწია და სწორედ ამიტომ ვერ განვითარდა მისი კარიერა ისე, როგორც ვისურვებდით. დღეს იგი მისი მშობლიური გუნდის, თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.

ბაჩანა არაბული - კობა ჟორჟიკაშვილის ფორმაციის 17-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი გოლეადორი. 2011 წელს თბილისში ჩატარებული ელიტრაუნდის შემდეგ, იგი "მანჩესტერ სიტიში" იყო მიწვეული სინჯებზე. სინჯების შემდეგ მან ნაკრების ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, რამაც საკმაო ხანი გამოატოვებინა. დღეს იგი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია. რომ არა მისი ავადსახსენებელი ტრამვა, იგი დღეს გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდა.

ლევან მჭედლიძე - ლევანი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ტრამვებმა გააწამა. მას 17 წლის ასაკში ჰქონდა ნაკრებში დებიუტი. გულშემატკივართა უმრავლესობას კარგად უნდა ახსოვდეს უცნობი ტანმაღალი ფორვარდი, რომელმაც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მშვენიერი თავური დარტმით აიღო მეტოქისა კარი, 2 წლის შემდეგ კი ჯანლუიჯი ბუფონის კარი. ლევანი იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა.

გიორგი ჭანტურია - როცა გავიგე, რომ "ბარსელონას" აკადემიაში 16 წლის ბიჭი ვარჯიშობდა მაშინვე ვიფიქრე, რომ წინ მას დიდი მომავალი ელოდა. გიორგიმ 18 წლის ასაკში არნემის "ვიტესს" მიაშურა. თავიდან მართლაც ყველაფერი კარგად დაიწო. ლამაზი გოლებიც გაჰქონდა.ძირითადშიც ხვდებოდა, თუმცა შემდეგ იყო სკანდალები და სხვა გუნდებში განათხოვრება. დღეს გიორგი "ურალის" ფეხბურთელია და რუსული კლუბისთვის ცდილობს გოლების გატანას. მართალია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ მას დღეს გაცილებით მაღალ დონეზე შეეძლო თამაში.

დავით თარგამაძე - 2011 წლის აგვისტოში, პოლონეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ ბევრისთვის უცნობი დავით თარგამაძე ათამაშა. ტექნიკური, სწრაფი, ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელსაც თვისუფლად შეეძლო შეტევის წამოწყება და განვითარება. თარგამაზე იმ დროის უკრაინის ჩემპიონატში "ალექსანდრიას" შემადგენლობაში თამაშობდა. სულ მალე იგი "შახტარში" გაყიდეს. დონეცკური გუნდის ხელმძღვნელობამ ახალგაზრდა შემტევი "ილიცევეჩში" გაანათხოვრა. ჭანტურიას მსგავსად მის ცხოვრებაშიც იყო სკანდალები და კონფლიქტები. დღეს დათო უგუნდოდაა. მან გასულ წელს მხოლოდ 3 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლევან ყენია - დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს ნაკრებში 17 წლის ბიჭის დებიუტი შედგა. მას სულ რამდენიმე თამაში დასჭირდა იმისთვის, რომ გულშემატკივრებისთვის თავი შეეყვარებინა. ტექნიკური სწრაფი, მოედნის კარგი ხედვით და კარგი პასით გამორჩეული. ყენია კარიერის დასაწყისშივე გადავიდა "შალკეში". თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შემდეგ უმძიმესი ტრამვა მიიღო, რომელმაც 2,5 წელი გამოატოვებინდა. შემდეგ იყო ნაკრებში დაბრუნება და მწვრთნელთან კონფლიქტი. საკლუბო დონეზე კი  "კარპატის", "ფორტუნას" და "სლავიას" ღირსებას იცავდა. დღეს ყენია კვლავ ტრამვირებულია. იმედი დავიტოვოთ, რომ იგი მალე გამოჯანმრთელდება და კვლავ სარგებლის მომტანი ფეხბურთელი გახდება.

ნიკა ძალამიძე - 25 წლის ფეხბურთელი თავის დროზე 19 და 21 წლამდე ნაკრებების ლიდერი იყო, კარიერა ზუგდიდის "ბაიაში" დაიწყო, შემდეგ იყო მოსკოვის ცსკა და რამდენიმე პოლონური გუნდი. ნიკა 2012 წლს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ მაგ წელს შედგა მისი დაბიუტი ეროვნულ ნაკრებშიც. დღეს იგი "გორნიკის" ფებურთელია და სწორედ ამ გუნდისთვის ცდილობს გამარჯვების მოპოვებას.

გიორგი პაპავა - ისიც ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი იყო სხვადასხვა დროს. ნიჭიერი საყრდენი, რომელიც 18 წლის ასაკში გამოჩნდა "დინამოს" შემადგენლობაში. დედაქალაქური გუნდის შემდეგ "ნეა სალამის" მიაშურა. შემდეგ გორის "დილაში" დაბრუნდა, სადაც ტრამვებმა შეაწუხა. დღეს იგი კლვავ გორელთა შემადგენლობაშია. პაპავას საქარველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ქართველ გულშემატკივარს ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთის ყურება მოენატრა. ამიტომაცაა, რომ ფეხბურთელების მიმართ უნდობლობა გაჩნდა. იმედს ვიტოვებთ, რომ მოთამაშეები მოუმატებენ და კვლავ შეძლებენ ქართული ფეხბურთის გამოცოცხლებას და გალამაზებას.

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 88 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში