12 წელი სტადიონის გარეშე

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 12:07

stadioni

პრობლემა, რომელიც ათწლეულზე მეტია ბათუმელებს აწუხებთ, განსაკუთრებულად მტკივნეული, ფეხბურთელების გარდა, მათი გულშემატკივრებისთვისაა.

ისინი ხელისუფლებას, უმოქმედობაში ადანაშაულებენ, ხელისუფლება კი, არათუ მშენებლობის დაწყების, არამედ ტექნიკური ექსპერტიზის დასრულების ვადებსაც ვერ ასახელებს.

ქობულეთის "ჩელე არენადან" "დინამო" ბათუმმა ბათუმში რაგბის ტადიონზე გადაინაცვლა. ფეხბურთელები უკვე ორი კვირაა ამ სტადიონზე ვარჯიშობენ. მოთამაშეებს მზადებისთვის სხვა ქალაქში წასვლა არ უწევთ, თუმცა სავარჯიშოდ დღეში მხოლოდ 2 საათი აქვთ გამოყოფილი. პრობლემაა ისიც, რომ რაგბის სტადიონის მოედნის ნახაზები ფეხბურთისას არ ემთხვევა.

აჭარული გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელი აჭარის ტელევიზიასთან საუბარში ამბობენ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი საკუთარი სტადიონის ქონაა, რადგან ახალ პირობებში, ვარჯიშის დროს, ისევ ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან.

გულშემატკივრები საკუთარი, ფეხბურთელების და მომავალი თაობის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, 12 წელია ხელისუფლებას სტადიონის ასაშენებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გულშემატკივრები ანგისის ბაზის მშენებლობის შეჩერებასაც ახსენებენ ადგილობრივ მთავრობას. გუნდის ქომაგებს უკვირთ, როგორ ახერხებს უსტადიონო კლუბი ევროთასებზე გასვლას.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან უკვე 2 წელია ფინანსდება, თუმცა აუთვისებელი თანხა უკან ბიუჯეტში ბრუნდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამის მიზეზად ფინანსური დოკუმენტის არამიზნობრივად დაგეგმვას ასახელებს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონის პროექტი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა და დასკვნას ელოდება, პასუხის კონკრეტული თარიღი უცნობია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ კონფიდენციალურია.

"დინამო" ბათუმი საქართველოს ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას 11 მარტს, გორის "დილასთან" სტუმრად გამართავს, 19 მარტს კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.

 

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 87 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში