რაგბი ევროპის გათამაშება რუმინელებმა მოიგეს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 19 მარტი 2017 20:51

rugby

ქართველმა მორაგბეებმა ბუქარესტში მარცხი განიცადეს, რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზ ივერიელის თასიც მეტოქეს დაუთმეს.

"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან, სტუმრად, 8:7 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რადგან ორივე გუნდს თანაბარი სატურნირო ქულები დაუგროვდათ (19-19), ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი ჩვენ უკეთესი გვქონდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი ჩვენ გადმოგვცეს, მოგვილოცეს, სურათებიც გადაგვიღეს და ტაშიც დაგვიკრეს, მაგრამ დებულების თანახმად, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებას ენიჭება, რაგბი ევროპამ შეცდომა მალევე გამოასწორა და მართალია მოგვიანებით, მაგრამ ჩემპიონად რუმინეთი დამსახურებულად გამოცხადდა.

17359380_2451693491637408_699785270356527600_o

ფოტოგალერეა

აღსანიშნავია, რომ "მუხებმა" "ბორჯღალოსნების" დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლეს.

რაც შეეხება თამაშს, ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.

 

მარტი 2017 აპრილი 2017 მაისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 96 სტუმარი ონლაინში