მამუკაშვილის დებიუტი "ტულონში"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 20 მარტი 2017 15:30

mamukashvili_top14j14_instory"ბორჯღალოსანმა" კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა "ტულონის" მაისურით პირველი თამაში ჩაატარა.

26 წლის მორაგბე შარშან სექტემბერში ტოპ 14-ის "მონპელიეს" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა და საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 2 ლელო მიითალა, ხოლო ჩემპიონთა თასის 6 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

თებერვალში "მონპელიეს" უკანა ხაზში გაუჩნდა პრობლემა და მამუკაშვილთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა, თუმცა ქართველი უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა და სეზონის ბოლომდე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით უკვე "ტულონს" შეუერთდა.

21-ე ტურში მან ახალი გუნდის მაისურით პირველად ითამაშა - "გრენობლთან" შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც დაუღალავად იშრომა დაცვაში და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. შეგახსენებთ, რომ ჩილაჩავამ ერთი კვირის წინ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო დადო. ‘ბაიონთან’ მატჩის 76-ე წუთზე ის მოლს მოწყდა, დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია და ლელომდე დაუბრკოლებლივ ირბინა.

რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, "ტულონი" "გრენობლს" 30 წუთის შემდეგ სტუმრად 17-0 ამარცხებდა, თუმცა ბოლო წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 23:23.

"კლერმონმა" "პოს" 9 ლელო დაუდო და პრემიალური ქულით, 65:13 დაამარცხა. "ვულკანების" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა დავით ზირაქაშვილმა. ამ პერიოდში ქართველმა ბურჯმა 7-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ერთხელ მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და ჯამში 26 მეტრი მოიგო. დაცვაში მან 6 ბოჭვა მოაგროვა.

პრემიით მოიგო ტოპ 14-ის მოულოდნელმა ლიდერმა, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელმაც "ბრივს" ორის წილ 5 ლელო დაუდო და 36:17 იმარჯვა. ყაულაშვილმა მოედანზე 70 წუთი გაატარა და 5 მცდელობით ბურთი 9 მეტრი ატარა, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა. თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო "ბრივის" ბურჯი კარლენ  ასიეშვილი, რომელსაც მოედანზე გასვლა პირველ ტაიმში 3 წუთითაც მოუწია. მოედანზე ჯამში გატარებულ 26 წუთში ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთით 4-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ერთხელ მცველი ჩამოიცილა და ჯამში 11 მეტრი იარა. მის ანგარიშზე 4 ბოჭვაა.

ტურის სხვა ორ მატჩში "ბაიონმა" "ბორდო" 24:20, ხოლო "ტულუზმა" "ლიონი" 42:26 დაამარცხა. გადაიდო ორი თამაში: "კასტრი" – "სტად ფრანსე" და "მონპელიე" – "რასინგი".

rugby.ge

 

ჟურნალი

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...
 

mesoლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

დაწვრილებით...

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 124 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში