მოკრივეთა ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
კრივი
GeosportS.ge   
ორშაბათი, 20 მარტი 2017 21:37

17239716_757237931100523_6927300587377640843_o-702x336ლაშა გურული და  ესხერხან მადიევი ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

ესკერხან მადიევმა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში გერმანელი პაულ ვოლის დამარცხება შეძლო და ლაშა გურულის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეორე წევრი გახდა, რომელიც მიმდინარე პირველობაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე, გადამწყვეტი ბრძოლები ხვალ შედგება. 64 კილოში გურულის მეტოქე, ინგლისელი ლუკ მაკკორმიკი იქნება. 69 კილოში მოასპარეზე მადიევს კი ოქროს მედალს რუსი ვლადისლავ სავოსტიანოვი შეეცილება.

ნახევარფინალურ ბრძოლაში დღეს პირველი ლაშა გურული ჩაერთო და იტალიელ პაოლო დი ლერინას მოუგო, წინა შეხვედრებში კი რუს, ნორვეგიელ და რუმინელ მოწინააღმდეგეებსაც აჯობა. 69 კილოგრამში მონაწილე მადიევმა კი დღეს ფინალში გასასვლელად გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელ პაულ ვოლს სძლია, ტურნირის სტარტზე კი ესკერხანმა თავისი პირველი ბრძოლა ქალაქ ბრაილას რინგზე, ბულგარეთის სახელით მონაწილე რობერტ ჩამასანიანის წინააღმდეგ ჩაატარა და ის ხუთივე მსაჯის შეფასებით ერთხმად დაამარცხა. რის შემდეგაც მასპინძელთა წარმომადგენელს პიტა მარანს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა. ოთხეულში მოსახვედრად, თბილისელ მოკრივეს ინგლისელი ფაილ კარლი დაუპირისპირდა და მადიევმა მისი ბარიერიც წარმატებით დაძლია.

 

ჟურნალი

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...
 

mesoლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

დაწვრილებით...

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 128 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში