მკვლელი გუნდში!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ბრაზილია
გიორგი ფულარიანი   
ორშაბათი, 20 მარტი 2017 22:23

nintchdbpict000308837028"ფლამენგოს" ყოფილი გოლკიპერი ბრუნო ამიერიდან ბრაზილიის მეორე დივიზიონის კლუბ "ბოა ეშპორტეში" ითამაშებს.

ეს ერთი შეხედვით არაფრისმომცემი და ჩვეულებრივი წინადადება უმალ უცნაურ გარემოებას მიიღებს: ბრუნომ 6–წლიან პატიმრობას რამდენიმე დღის წინ დააღწია თავი, ხოლო მიზეზი კი კიდევ უფრო საოცარია – 2010 წელს მან და მისმა მეგობარმა ბრაზილიელი მოდელი, "ფლამენგოს" ექს–კაპიტნის საყვარელი ელიზა სამუდიო ჯერ გაგუდეს, მკვლელობის კვალის დასაფარად კი სხეულის ნაწილები ბრუნოს როტვეილერის ჯიშის ძაღლის ლუკმად აქციეს.

"ნამდვილად დიდი შეცდომა დავუშვი, ძალიან დიდი, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომას ყველა ვუშვებთ. მე ცუდი ბიჭი ნამდვილად არ ვარ. ღმერთს ამისათვის პატიება ვთხოვე და ახლა ყველაფერს ახლიდან ვიწყებ" – ამბობს ბრუნო, რომელსაც ჯერ 22–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ, საპყრობილეში მან 6 წელი დაჰყო.

"ეშპორტეს" პრეზიდენტი მორაეშ და კოშტა აცხადებს: "თუ ამ ქალაქს ეს ყველაფერი არ მოსწონს, მაშინ მე წავალ. ბრუნო ამ შანსს ნამდვილად იმსახურებს".

32 წლის გოლკიპერმა "ფლამენგოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონატი 2009 წელს მოიგო და 4 გოლიც გაიტანა. "სანის" ინფორმაციით, სწორედ ჩემპიონობის შემდეგ იყო საუბრები იმის შესახებ, რომ თითქოს, იგი "მილანში" გადავიდოდა.

 

ჟურნალი

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...
 

mesoლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

დაწვრილებით...

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 132 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში