კლასიკური მუსიკა, რომელიც კორტზე დადის

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
გიორგი ფულარიანი   
ორშაბათი, 20 მარტი 2017 23:15

Roger-Federer-0417-GQ-FERF02-01რა არის კლასიკური მუსიკა? მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად წარმართული ტემპი და როცა საჭიროა, რიგ მომენტებში აფეთქებები – ნამდვილად ყველას უყვარს ბეთჰოვენი, მოცარტი, ბახი და ა.შ. ან თუ არ უყვარს, მათ შემოქმედებას მინიმუმ უნდა აფასებდეს მაინც.

სპორტშიც არიან ასეთი სტილის "მუსიკოსები" და ერთ–ერთი მათგანი ლეგენდარული როჯერ ფედერერია – შვეცარიელმა ინდიან–უელსის ტურნირზე გუშინდელ ფინალში თანამემამულე სტენ ვავრინკა ორ სეტში (6:4, 7:5) დაამარცხა და კარიერაში 25–ე მასტერსი, მთლიანობაში კი 90–ე ტიტული მოიპოვა!



მან ჯერ კიდევ ზამთარში დაგვიმტიცა, რომ უდიდესი ადამიანი და სპორტსმენია! როცა ბევრი ფიქრობდა, რომ უკვე ტრავმების გადამკიდე, რომლის წყალობითაც "დიდი სლემი" 5 წლის განმავლობაში ვერ მოიგო და მისი კარიერა სულ მალე დასრულდებოდა, სწორედ მაშინ უთხრა მათ "ფეძიამ" "ნურას უკაცრავად"! და იანვარში მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო – ფინალში მისი ცნობილი და ამავე დროს უხერხული მეტოქე რაფაელ ნადალი 4–საათიან დაძაბულ, მძაფრ დაპირისპირებაში დაამარცხა. 

აქ საქმე არამხოლოდ ნიჭში და ან კლასში, არამედ ფსიქოლოგიურ, მენტალურ სიძლიერეშია – გვინახავს სპორტსმენები, რომლებსაც მსგავს რთულ ვითარებაში კარიერა დაუსრულებიათ, მაგრამ ფედერერი გამონაკლისი გამოდგა – ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც გულშემატკივრებს დღემდე ახარებს. იგი საკუთარ თავს გადაახტა, მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა და ის 5–წლიანი ტანჯვა უკან მოიტოვა, უდიდესი შრომის შედეგად კი ფინალში დაამარცხა მეტოქე, რომელთანაც, ტრადიციულად, ძალიან უჭირს ხოლმე და აქ უკვე ზედმეტი კითხვა აღარავის უჩნდება – ფედერერი ყველანაირად უდიდესია!!!

კიდევ ერთი საოცარი გარემოება, რაც ფედერერს განსაკუთრებულს ხდის: მისი ჰაბიტუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მას ნადალის მსგავსი ათლეტი ვუწოდოთ, მაგრამ არის საოცრად გამძლე, ასაკისდა მიუხედავად, შეძლებისდაგვარად არ კარგავს სისწრაფეს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და თავის აღნაგობასთან შედარებით აქვს ძალზე ძლიერი ჩაწოდება. 

გარდა ამისა, აქვს "შეტყუების უნარიც" – როცა გარკვეულ პერიოდში მის წინააღმდეგ თამაში წაგივა და გგონია, რომ უკვე "შენია", სწორედ მაშინ დაგარტყამს დანას ზურგში და ყველა იმედს მოგისპობს. ამის ნათელი მაგალითი გასულ წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც ბევრს ეცადა, მაგრამ ლეგენდასთან და თანაც, ასეთ ლეგენდასთან თავს ზემოთ ძალა არაა.

ფედერერი მუჰამედ ალის მაგონებს, ნადალი კი – მაიკ ტაისონს. 

"ერთადერთი, რაც არ მინდა, მოგზაურობებისგან და სხვადასხვა უმაღლესი დონის ტურნირებზე მონაწილეობისგან გამოფიტვაა – აი, რატომ ვთამაშობ"! – ამბობს ლეგენდა და აქვე კითხვა: გვაქვს თუ არა უფლება ვიფიქროთ, რომ ფედერერი ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა? კითხვა, რასაკვირველია, საკამათოა, თუმცა ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. 

უსასრულო, რა თქმა უნდა, არაფერია და ოდესღაც, ფედერერის ორგანიზმიც იტყვის: "დავიღალე"! თუმცა ფედერერი იცით როგორია? გინდა, რომ სულ უყურო! გინდა, რომ სულ ისიამოვნო! 

და კიდევ ერთხელ: რა არის კლასიკური მუსიკა? მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად წარმართული ტემპი და როცა საჭიროა, რიგ მომენტებში აფეთქებები – ეს როჯერ ფედერერია!

 

ჟურნალი

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...
 

mesoლეო მესის 10 გამორჩეული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

დაწვრილებით...

თებერვალი 2017 მარტი 2017 აპრილი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 132 სტუმარი და 1 წევრი ონლაინში