მონატრებული რომანტიკოსი (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
შაბათი, 22 აპრილი 2017 22:51

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

ფრენკ ლამპარდი კაკას შესახებ და ამით ბევრი რამ ნათქვამია!

რიკარდო იზაქსონ დოს სანტოს ლეიტე, იგივე კაკა ფენომენალური მოთამაშე იყო! მას თანაბრად უმაღლეს დონეზე შეეძლო საოცარი პასისა და მცველებისთვის თავბრუდამხვევი დრიბლინგის განხორციელება; შორიდან მოულოდნელად დარტყმა; არსაიდან მეტოქის კართან ხიფათის შექმნა. ბრაზილიელს მოედნის ბრწყინვალე ხედვა და გენიალური სისწრაფე ჰქონდა და ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც კაკას თამაშით უდიდეს სიამოვნებას არ იღებდა.

ჯერ მარტო ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ გაკეთებული გადაცემები გავიხსენოთ: 2005 წელს, როცა მოედნის ცენტრიდან გრძელი და უზადო პასი ერნან კრესპომ ჩინებულად გამოიყენა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ფილიპო ინძაგი გაიყვანა ერთი–ერთზე ისეთი პასით, რომ მერსისაიდელთა მცველები სახტად დარჩნენ, პეპე რეინასთან შეტოვებულ ინძაგის კი ისღა დარჩენოდა, ეს ეპიზოდი მშვიდად ექცია გოლად. 

არაოორდინალურ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, 2007 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გოლი გვახსენდება, როცა თავით ბურთი გაიგდო წინ, ევრა და ჰაინცე ერთმანეთს შეაჯახა, სივრცე გაითავისუფლა და ერთი–ერთზე ვან დერ საარს დუელი მოუგო. 

კაკას საოცარი სისწრაფის დრიბლინგი ჰქონდა და ამის დასამოწმებლად 2 გოლის გახსენებაც კმარა: 1)2007 წელს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გატანილი ბურთი და მეორე: იმავე წელს არგენტინასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში განხორციელებული გენიალური დრიბლინგი. 

"რეალში" არ გაუმართლა – ტრავმები, ჟოზე მოურინიო, მესუთ იოზილი... მახსოვს, "მილანიდან" გადასვლის პირველივე სეზონში, 2009/10 წლებში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მილანს" დაუპირისპირდა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:3 დამარცხდა. ალბათ, სადღაც იფიქრა კიდეც, ნეტავ არ წამოვსულიყავიო, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ასე მოხდა. 

კაკას დღემდე ძალიან უყვარს "როსონერი" და ასე რომ არ ყოფილიყო, მეორედ არ დაბრუნდებოდა – 2013/14 წლების სეზონი სწორედ "მილანში" ჩაამთავრა და გუნდს მისი ყოფნა, რასაკვირველია, აშკარად ძალიან დაეტყო. 

ხელოვნება, ესთეტიკა, რომანტიზმი, კლასიკური მუსიკის ჰანგები – ეს ყველაფერი "რიკის" გენიალურობის დამადასტურებელი საბუთებია!

22 აპრილს კაკას 35 წელი შეუსრულდა. დატკბით მისი მომენტებით: ვიდეო

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

ივლისი 2017 აგვისტო 2017 სექტემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 315 სტუმარი ონლაინში