თეოდორა, შოთი, ზაზა... და იარონ, იარონ!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
გიორგი ფულარიანი   
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 22:46

თეოდორა, შოთი, ზაზა... და იარონ, იარონ

გასული დღეები ქართული სპორტისთვის და სპორტსმენებისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. მივყვეთ ქრონოლოგიურად.

თეოდორა კახიანი – ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში, რაც, რასაკვირველია, დიდი მოვლენაა, რადგან ბოლო პერიოდში, გარდა ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისა, ქართველი ქალი სპორტსმენების წარმატება ძალიან გვაკლია.

ზაზა ფაჩულია
– საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად NBA–ს ოქროს ბეჭედი მოიგო! 2007 წელს კახა კალაძის მიერ "მილანის" რიგებში მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ასეთი ტრიუმფი არსად არავისგან არ გვღირსებია. Big Z–ს ამ დიდი წარმატების შემდეგ დაიწყო კიდეც კამათი თემაზე: "კალას თუ ზაზას ტრიუმფი"? ეს ყველაფერი უტოპიად მოჩანს, რადგან ერთი, რომ ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს და მეორე: ფაქტია, რომ ორივე დიდი მოვლენაა და ორივე შედეგით უნდა ვიამაყოთ!!!

სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ ამერიკაში ქართული მედიის არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა და ამ ლეგენდარულ წამებს ზაზა თავისივე ხელით აფიქსირებდა...

რაგბი – საქართველოს 20–წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ადგილისათვის მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთ–ერთი ფავორიტი არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში 26:25 დაამარცხა და აღნიშნული პოზიციისთვის 18 ივნისს ავჭალის სარაგბო მოედანზე ირლანდიელებს დავუპირისპირდებით.

შოთი – საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ლუიშ ფიგუს მიწვევით (!!!) ბულგარეთში, დიმიტარ ბერბატოვისა და პორტუგალიელის საქველმოქმედო ფონდების ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა.

თამაშამდე ერთ უმნიშვნელოვანეს და ყურადსაღებ ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი: შოთი იქნა დაპატიჟებული თვით ლეგენდარული ფიგუს მიერ!!! ეს "პატარა კენჭი მათ ბოსტანში", ვინც ფიქრობს, რომ "შოთის ღირებული არაფერი გაუკეთებია". 

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შოთიმ ისეთი ლეგენდების მხარდამხარ ითამაშა, როგორებიც იარი ლიტმანენი, ედვინ ვან დერ საარი, ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, ნემანია ვიდიჩი, რობერ პირესი, რაიან გიგზი, დავიდ ტრეზეგე, ივან კორდობა და ა.შ. არიან. მატჩი სიმბოლურად ფრედ, 3:3 დასრულდა.

და აქვე კიდევ ერთი ამბავიც: დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ესპანურ "სარაგოსაში" გააგრძელებს და თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერზე არ გავჩერდებით და ქართველი სპორტსმენები რაც შეიძლება მეტ სიხარულს მოგვანიჭებენ – ასე რომ, თეოდორა, შოთი, ზაზა და იარონ, იარონ!!!

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 188 სტუმარი ონლაინში