შარშანდელზე უკეთესი შედეგისთვის

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 17 ივნისი 2017 21:41

U20_6595_Instoryმსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით დღეს, უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიას ერკინებიან და აქვთ შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გააუმჯობესონ და ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ.

შეგახსენებთ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშან პირველად ითამაშეს 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მეოთხე მატჩში იტალიას სძლიეს და სპორტულადაც მოიპოვეს წლევანდელ ტურნირში თამაშის უფლება (როგორც მასპინძელს, ეს უფლება დაბევებული გვქონდა), დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩნენ და საბოლოოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ.

მეოთხე მატჩი წელსაც მოვიგეთ, ამჯერად არგენტინასთან 26:25 და ხვალ, 18 ივნისს, მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვერკინებით, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა დათმო (ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან) და პლეი ოფში სამოას 52:26 სძლია. თამაში ‘მიხეილ მესხზე’ 13 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სტადიონის სალაროებში, ასევე ვებ-გვერდზე TKT.GE/U20

სამი ცვლილება

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა არგენტინასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. გარემარბად აკაკი ტაბუცაძეს ნაცვლად საბა სვიმონიშვილს ვიხილავთ, ბურჯმა ლაშა ტაბიძემ თადარიგში გადაინაცვლა და თამაშს გურამ პაპიძე იწყებს, ბექა საღინაძემ მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა და თორნიკე ჯალაღონიას ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი დადგება.

გუნდის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ფიქრობს, რომ არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ ბიჭები ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან:

„არგენტინასთან მატჩის დასრულებისთანავე დავიწყეთ ზრუნვა აღდგენაზე. იმავე დღეს გვქონდა ყინულის აბაზანები, მომდევნო დღის დილის ვარჯიშიც აღდგენას დაეთმო, ხოლო საღამოს ბიჭები სახლებში გავუშვით. ეს მნიშვნელოვანი იყო განტვირთვისთვის, რადგან დიდი ხანია შეკრებაზე ვართ და მათ ოჯახის წევრები, ახლობლები მოენატრათ. ეს იყო დასვენების ნაწილი, მეორე დღეს ბაზაზე ყველა დროულად გამოცხადდა.

გვქონდა ვიდეო-ანალიზი, როგორც ჩვენი, ასევე მომავალი მეტოქის თამაშების. ირლანდია ძლიერი გუნდია და ეს მათ სამოასთან მატჩში დაამტკიცეს, თუმცა მომავალ შეხვედრას ჩვენც ოპტიმალურ ფორმაში ვხვდებით. არგენტინასთან მოგების მომენტიდან, ჩვენი მიზანი ირლანდიის დამარცხება და მე-9 ადგილის დაკავება გახდა, მომავალ თამაშს უძლიერესი შემადგენლობით ვატარებთ. მნიშვნელოვანია, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის ძლიერი მხარეები და გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობები.

ძალიან დიდი როლი ენიჭება მაყურებლის ფაქტორს, რომლის შეძახილები დიდ მუხტს გვმატებს და იმედია ხვალ ქომაგის გახარებას შევძლებთ“.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

18 ივნისი. IX ადგილისთვის

თბილისი. მიხეილ მესხი. 13:00

საქართველო - ირლანდია

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. საბა სვიმონიშვილი, 13. ბეჟან გავაშელიშვილი, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კობა ჯიმშელეიშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. ილია სპანდერაშვილი (კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. ლაშა ტაბიძე, 19. თორნიკე ჯალაღონია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. ბექა მამუკაშვილი.

rugby.ge

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 204 სტუმარი ონლაინში