საფეხბურთო მატჩი პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის (ფოტო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 18 ივნისი 2017 16:17

fexburtiსაქართველოს პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შორის, თბილისის ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

ამხანაგური შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის სლოგანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“.

ფოტოგალერეა

საფეხბურთო მატჩი პარლამენტის წევრების გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

„დღეს ვიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და პარლამენტის გუნდი სტუდენტებს ვხდებით. ეს არის საწყისი ეტაპი. მომავლისთვის ვეცდებით, რომ თითქმის ყველა სასწავლებელში შევიდეთ და პარლამენტარებმა სტუდენტებთნ ერთად დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სპორტი იყოს მთავარი ამ ქვეყენაში“,- აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ემსახურება.

„ეს არის კამპანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“. დღეს ვეთამაშებით ფეხბურთს სტუდენტებს და ამ თამაშის მთავარი მიზანი გავაკეთოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის პრომოცია“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება და ახალგაზდებში ჯანსაღი ცხოვრებსი წესის პოპულარიზაციის მიზნით ამხანაგური თამაშები სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მომავალშიც გაიმართება.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 200 სტუმარი ონლაინში