ისტორიული გამარჯვება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 18 ივნისი 2017 15:21

meko

ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სტუმრად ისტორიაში პირველად დაამარცხა. ამერიკულ ტურნეზე მყოფმა ჩვენმა გუნდმა კანადის შემდეგ "არწივებსაც" სძლია - 21:17.

აქამდე ამ გუნდთან 4-ჯერ გვქონდა ნათამაშები და მეტოქეს სტუმრად ორივეჯერ ჩამოვრჩით (13:31 და 20:36), 2010 წელს თბილისში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ვძლიეთ (19:17), ხოლო 2013 წელს რუსთავში ჯარიმა ბოლო წუთზე მივიღეთ (23:25). მეხუთე ჯახი ჯორჯიის შტატში, ატლანტაში შედგა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:3 გახდა.

მილთონ ჰეიგის შეგირდებმა პირველ ტაიმში 18 ქულა მოიხვეჭეს და ტაიმი 15 ქულის სხვაობით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ მონაგარი კიდევ 3 ქულით გაზარდეს. მაგრამ მეტოქე არ გატყდა და ორი საპასუხო ლელო დადო, რამაც დასკვნით წუთებს დაძაბულობა შემატა, თუმცა ‘არწივების’ ბოლო მცდელობა მოვიგერიეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

ქართველების საქომაგოდ ტრიბუნებზე ემიგრანტები მრავლად შეიკრიბნენ და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ჯორჯიაში შეძახილი - საქართველო, ხმამაღლა ისმოდა. ამან ბიჭებს დამატებითი მუხტი შესძინა და მეტოქის საწყის იერიშებს მედგრად დაუხვდნენ. "არწივებმა" ფეხით თამაშში აგვიყოლიეს, რამდენჯერმე ხაზზე სცადეს ბურთის გაშლა და სახიფათოდაც გვიტევდნენ, მაგრამ მე-10 წუთზე სწორედ მათ დაუშვეს შეცდომა: მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოიხელთა და მარჯვენა ფლანგზე გაიქცა, პირველ მბოჭავს ლამაზი ფინტით დაუსხლტა, მეორეს სისწრაფეში აჯობა და ალამთან ლელო დაამიწა. გარდასახვა მიზანს ოდნავ ასცდა.

მასპინძლებმა სწრაფად მოინდომეს პასუხის გაცემა და ჩვენს 22-ში ხაზიც გაიჭრა, მაგრამ გარდაუვალი ლელოსგან ალექსანდრე თოდუამ დიდებული ბოჭვით გვიხსნა. რადგან ლელო ვერ შედგა, მე-16 წუთზე მეტოქემ ჯარიმა კარში დაარტყა და სხვაობა შეამცირა.

20 წუთი დაცვაში თამაშის შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, მეტოქე ორჯერ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა 27-ე წუთისთვის ანგარიში 11:3 გახადა. ამასობაში ჩვენმა შერკინებამ კუთვნილი უპირატესობა მოიპოვა და ეს თამაშის მსვლელობაზე აისახა. ტაიმის ბოლოს ამერიკელები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ლელოს დადების კარგი შანსი გაჩნდა - ფლანგზე 3 ქართველი ერთი მცველის წინაშე მას შემდეგ დარჩა, რაც ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, მას გიორგი კოშაძე დაეუფლა და მერაბ შარიქაძეს გაატანა, თუმცა ბორჯღალოსნების კაპიტანზე მაღალი ბოჭვა შესრულდა და მანაც ოფლოუდი ვეღარ გაახერხა.

ლელოდან 5 მეტრში ლოგიკურად შერკინება ვირჩიეთ და ორი ჯარიმის შემდეგ მეტოქის ბურჯი სინბინში წავიდა, ხოლო მესამე ჯერზე რეფერიმ საჯარიმო ლელო (ახალი წესების თანახმად, გარდასახვის შესრულების გარეშე 7 ქულა) ჩასტვინა და ტაიმი 18:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ, რომელიც კვირიკაშვილმა 3 ქულად აქცია და უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. მაგრამ ამის შემდეგ იღბალმა ზურგი აქცია და 46-ე წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა მიზანს ასცდა.

მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მათი იერიში ჩვენს 22-ში რამდენჯერმე ჯარიმის ხარჯზე შევაჩერეთ, თუმცა ამან არ გვიშველა და 57-ე წუთზე ლელო მივიღეთ, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ცუცქირიძემ მეტოქე ჰაერში შებოჭა და რეფერიმ სინბინში გაუშვა. კაცნაკლულებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შევძელით და კვირიკაშვილმა არეკნი სცადა, მაგრამ ვერ გაიტანა.

72-ე წუთზე რაქში ვიაქტიურეთ და თითქოს მეტოქეს ბურთი ავართვით, მაგრამ ამერიკელებმა მისი დაბრუნება შეძლეს, 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრეს და ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა - 21:17. სათამაშოდ დრო ჯერ კიდევ რჩებოდა და სიტუაცია დაიძაბა. შერკინებამ გასატან პოზიციაზე ჯარიმა მოიპოვა და თითქოს უპირატესობა 7 ქულამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ კვირიკაშვილმა მიზანი ვეღარ გაისწორა. ბოლო შეტევა ამერიკელების იყო, მათ ხაზზე გაშალეს ბურთი და სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა მომხვდური აუტში გადავიყვანეთ და ამერიკულ მიწაზე პირველი გამარჯვებით გავიხარეთ.

ორიდან ორი - ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი 2017 წლის ივნისის ტესტებზე და წინ დასკვნითი მატჩია არგენტინასთან, რომელიც 24 ივნისს ჰუჰუიში გაიმართება.

18 ივნისი. ატლანტა

აშშ - საქართველო 17:21 (3:18)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი კოშაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 77), 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 60); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. თორნიკე მატარაძე 70), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 48), 3. ლევან ჩილაჩავა (18. სოსო ბეკოშვილი 41), 4. გიორგი ნემსაძე (20. ოთარ გიორგაძე 66), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გიორგი ჩხაიძე 48), 6. ლაშა ლომიძე, 7. ვიტო კოლელიშვილი (23. გიორგი ცუცქირიძე 55), 8. ბექა ბიწაძე.

2 ლელო: კვირიკაშვილი, საჯარიმო (7 ქულა)

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 645 სტუმარი ონლაინში