ლიდერთა სამეული უცვლელია

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 18 ივნისი 2017 20:26

17_turi16-17 ივნისს, ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა. მატჩის ერთადერთი გოლი მეხუთე წუთზე გავიდა. გურამ სამუშიამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და მოჭრილი დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში ლოკომ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. კარგი შანსები ჰქონდათ ვატო არველაძესა და გიორგი დიასამიძეს, მაგრამ გატამწყვეტ მომენტში შემტევებს სიზუსტე არ ეყოთ. საბოლოოდ თბილისელებმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩი წააგეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული ფოთის „კოლხეთისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დაპირისპირება. შეხვედრის პირველი ნახევარი არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა განსხვავებული თამაში იხილეს. ორივე გუნდი უფრო თამამად ათამაშდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა. მე-60 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა მოედნიდან ფოთელთა ნახევარმცველი, ცოტნე ქებურია გააძევა. „კოლხეთი“ მთელი თამაშის განმავლობაში კონტრშეტევებზე თამაშობდა და ამ მომენტის შემდეგ გელა სანაიას გუნდმა კიდევ უფრო უკან დაიხია. ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა, გიორგი კორიფაძის კუთხურის შემდეგმ თავური დარტყმით დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. მიუხედავად კაცნაკლულობისა ფოთელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს. 75-ე წუთზე მათმა ბომბარდირმა, მიკოლა კოვტალიუკმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ „ჩიხურამ“ კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. ფოთელთა კართან საგოლე მომენტები იქმნებოდა, მაგრამ მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეკარე სტეფან სიკაჩი, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. საჩხერელთა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო და 88-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. საბოლოო ანგარიშიც ტატანაშვილმა დააფიქსირა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში „ჩიხურას“ თავდამსხმელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მიმდინარე გათამაშებაში მე-11 გოლი გაიტანა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ქობულეთის „შუქურას“ თბილისში „დინამო არენაზე“ უმასპინძლეს და 4:0 იმარჯვეს. შეხვედრა გიორგი დეკანოსიძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთელებს რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, დათო კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში რომან პომაზანმა ჩაჭრა. „დილამ“ ორბურთიანი უპირატესობაც მალევე მოიპოვა. 25-ე წუთზე პენალტიდან ლეანდრო რიბეირო გაიტანა. მატჩის საწყის წუთებში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ გორელები აქტიურად აღარ უტევედნენ და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. „შუქურას“ კარში მესამე გოლი 66-ე წუთზე გავიდა. თენგიზ წიქარიძემ მეტოქე გუნდის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ტექნიკური დარტყმით მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა. დარჩენილ დროში ქართლელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. 78-ე წუთზე ილია სტურუას კარი სალიეუ ტარავალიემ აიღო. ამ მოგებით „დილას“ 22 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას ექვსი ქულა აშორებს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდნენ. თბილისური დერბი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. უინტერესო და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ გულშემატიკვარმა სრულიად განსხვავებული და საკმაოდ საინტერესო მეორე ტაიმი იხილა. „დინამომ“ ტაიმის სტარტზე ორი გოლის გატანა მოახერხა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 47-ე წუთზე დავით კობოურის გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ თავით ბაჩანა არაბულმა გაიტანა. 51-ეზე კი, საბა ლობჟანიძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო და სწრაფი კონტრიერიში თავადვე დაასრულა. მატჩი კახა კაჭარავას გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 70-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა შორეული დარტყმით „საბურთალოს“ მესამე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს „დინამომ“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მიმდინარე სეზონში მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. 89-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ნიკა ნინუამ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, ნინუას გადაცემით დუბლი გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა.

მეჩვიდმეტე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „რამაზ შენგელიაზე“ ადგილობრივმა „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გოლის გატანა დინამოელებსაც შეეძლოთ. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ნახევარში გავიდა. მე-20 წუთზე გიორგი კუხიანიძემ გიორგი ქიმაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. საბოლოოდ ტორპედოელებმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერთან სამქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს.

ეროვნული ლიგის მორიგი მეთვრამეტე ტურის მატჩები 20-21 ივნისს გაიმართება.

erovnuliliga.ge

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

მაისი 2017 ივნისი 2017 ივლისი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 209 სტუმარი ონლაინში