გორი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპირველობისთვის ემზადება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 19:50

uniInc (3)

გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება. ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, გორის სტადიონი ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს.

სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 (ერთი მილიონ სამასორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი გამოიყო. სტადიონზე ამ ეტაპზე ბოლო დეტალების დაზუსტება და მოწესრიგება მიმდინარეობს და ორი კვირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს “თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გორს ესტუმრნენ და “თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სტადიონის შემდეგ მინისტრი ქართლის მოედანს ესტუმრა, იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოედანზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მითითებები მისცა. ქართლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 52 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო - ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის“ დირექტორია, თავის მხრივ “სპორტმშენსერვისი“ სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

 

ივნისი 2017 ივლისი 2017 აგვისტო 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 321 სტუმარი ონლაინში