კობიაშვილი: "8 მლნ ლარის ვალი გავისტუმრეთ"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 14:05

კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული წლის ანგარიში წარადგინა. ლევან კობიაშვილმა მოხსენებაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მათ შორის ერთ-ერთი დაგროვილი ვალები იყო. სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარი ვალის გასტუმრება მოახერხა.

"დარჩენილ 9 მილიონ ლარსაც ეტაპობრივად გავისტუმრებთ. ფეხბურთის ფედერაციას 17 მილიონი ლარი ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის სახით", - განაცხადა კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რათა არსებული რესურსი სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიმართულებით გამოიყენოს.

კობიაშვილის განცხადებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები განიხილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა.

"წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ დავიწყეთ მოყვარულთა ლიგა, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50-მდე მუნიციპალური რეგიონების გუნდები არიან ჩართულები – სულ 300-მდე გუნდია. ასევე, ფუტსალის ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდი გვყავს, ქალთა ჩემპიონატშიც უფრო მეტი გუნდი გვყავს. ასევე, ეროვნულ და სხვადასხვა ლიგებშიც უფრო მეტი გუნდი გვყავს. ამის ხარჯზე ფეხბურთი გახდა უფრო მასობრივი და წელიწადნახევარში 8000-მდე გაიზარდა ოფიციალურდ რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა", - აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის, ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგების გამო, მისაღებია და მიზანი უნდა იყოს სამომავლოდ, რომ აღნიშნული გამოსწორდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გაწერილი საკითხები, ასევე დელეგატებმა მოისმინეს პრეზიდენტის მოხსენება. ყრილობას დაესწრო უეფასა და ფიფას სპეციალური წარმომადგენლები.

 

ივლისი 2017 აგვისტო 2017 სექტემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 254 სტუმარი ონლაინში