დიდი 10: " აია"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 17:15

AIA_Cardgena_Instoryქუთაისის "აიამ" გასული სეზონის რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე მშობლიურ ქალაქში თბილისის "აკადემიასთან" დამარცხდა და საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

„ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია და სხვას ვერაფერს დავაბრალებთ. ‘აია’ ის გუნდია, რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ვეცდებით წელს მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი.

მას ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება ივნისის პირველი რიცხვებიდან სურდა, თუმცა ამ პერიოდში საქართველოში, მათ შორის ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობდა და გეგმები შეიცვალა.

„20-წლამდელთა ჩემპიონატის გამო ჩვენი გეგმები შეიცვალა და მზადება დაგეგმილზე გვიან, 20 ივნისს დავიწყეთ. ქუთაისში შევიკრიბეთ და პირველი ეტაპი ფიზმომზადებას დავუთმეთ, გვქონდა მძლეოსნობის და ძალოსნობის ვარჯიშები, ივლისის შუა რიცხვებიდან კი, საქმეში ბურთი ჩავრთეთ და აქცენტი ტექნიკური მხარის დახვეწაზე გავაკეთეთ.

პირველი აგვისტოდან 41-კაციანი შემადგენლობით ბაკურიანში გავემგზავრეთ და 8 დღე ფიზმომზადებას დაეთმო. 19 აგვისტოს გორში ‘ჯიქთან’ გვქონდა ტესტ-მატჩი და შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. აქცენტი სათამაშო სისტემის დახვეწაზე გაკეთდა, რაღაცეები კარგად გამოვიდა, მოკლედ, პირველი თამაშის კვალობაზე კმაყოფილი დავრჩი. მას შემდეგ სულ ბურთით ვარჯიშობთ და ვემზადებით პირველი ოფიციალური თამაშისთვის, რომელიც ‘ლოკომოტივთან’ გვექნება. რთული შეხვედრა გველის და ამ შაბათს პირველლიგელ ‘არესთან’ ერთობლივი ვარჯიში გვექნება, სადაც მომავალი თამაშისთვის გარკვეულ დეტალებზე ვიმუშავებთ“ - გვეუბნება ყურაშვილი.

ქუთაისის ‘ აიას’ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე არ უაქტიურია. ‘ბაგრატში’ გადავიდა იოსებ კიკვაძე, ირლანდიაში სასწავლებლად მიდის თედო აბჟანდაძე, პირველ გუნდში კი, ტრადიციულად ახალგაზრდები დაწინაურდებიან.

„თედო აბჟანდაძე უდიდესი პოტენციალის მოთამაშეა. ის მგეზავადაა დაბადებული და ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ირლანდიაში ბევრად უფრო წინ წავა, განვითარდება და მომავალში ქართულ რაგბს გამოადგება. ჩვენ მას წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე სწავლაში.

დავიმატეთ ბურჯი ლუკა ჩირგაძე, რომელიც გასულ სეზონში პოლონეთში თამაშობდა. მის გარდა ბიჭები ახალგაზრდული ლიგებიდან დაწინაურდებიან. პირველ ტურებში დაგვაკლდება ოთხი მოთამაშე, რომლებიც საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკულ შეკრებაზე გაემგზავრნენ და 9-10 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. სავარაუდოდ, პერიოდულად წელსაც გამოგვაკლდებიან ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული ბიჭები, თუმცა ჩვენი მიზანი უცვლელია - ‘აია’ მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს“ - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

დიდი 10-ის 2017/2018 წლების პირველ მატჩში, ‘აია’ ქუთაისში თბილისის ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლებს.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 401 სტუმარი ონლაინში