მჭედლიძემ და ასიეშვილმა ლელოებით დაიწყეს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 17:23

TMchedlidze_Leg17_Instoryსაფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის ახალი სეზონის პირველ ტურში ათმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა ლელო გაიტანა.

მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის მეორე ტურში ქართული ლელო არ გასულა, თუმცა ერთმა ჩვენებურმა დებიუტი მოიწყო და ერთიც მოედანს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

ტოპ 14 - ორი ლელო სტარტზე

2017/2018 წლების ტოპ 14-ის სეზონის პირველი ქართული ლელო კარლენ ასიეშვილის ანგარიშზეა. მისი ‘ბრივი’ ‘ლა როშელს’ დაუხვდა და 10:19 დამარცხდა. ბორჯღალოსანი ბურჯი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და ლელო 55-ე წუთზე დადო. ამ დროს მისი გუნდი 3:12 აგებდა და მოედანზე კაცნაკლული იყო, ბურთი კარის წინ რომ მიიღო თავი დახარა და ორ მცველზე ბულდოზერივით მივიდა, თანაგუნდელის დახმარებით 5 მეტრი დაფარა და ბურთი ლელოში დაამიწა.

‘ლა როშელმა’ საპასუხო ლელო-გარდასახვა მალევე გაიტანა და სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 71-ე წუთზე შეცვალეს ‘ბრივის’ კიდევ ერთი ბურჯი სოსო ბეკოშვილი. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა კიდევ ერთმა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა.

სეზონი პრემიალური გამარჯვებით გახსნა ‘მონპელიემ’. რომელმაც ‘აჟენს’ უმასპინძლა და 48:19 სძლია. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე იყო, რომელმაც პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა. თამაშში 30-ე წუთიდან ჩაერთო ‘აჟენის’ უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე, რომელმაც უკანასკნელ წუთზე ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მბოჭავმა ვეღარ შეაჩერა. შეცვლაზე 35-ე წუთზე შევიდა სტუმართა ბურჯი ვახტანგ ახობაძე და 73-ე წუთამდე ითამაშა.

‘რასინგის’ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. პარიზელებმა ‘კასტრს’ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 25:21 სძლიეს. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე პარიზულმა კლუბმა ‘სტად ფრანსემ’ ‘ლიონს’ უმასპინძლა და 16:25 დამარცხდა. ზურაბ ჟვანიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა.

ბორდოში დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონი ‘კლერმონი’ - 25:32. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო: მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა 56 წუთი ითამაშა, ხოლო ბურჯი დავით ზირაქაშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს. ‘კლერმონმა’ ტაიმი 18:11 მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

‘ტულონმა’ ‘პო’ 41:14 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ, რომელიც 23-ე წუთზე ლელოსთან ძალიან ახლოს იყო. მას მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა ეპიზოდი გაგრძელდა და რამდენიმე წამში მასპინძლებმა მეორე ლელო მაინც დადეს. ‘ტულონმა’ ჯამში 4 ლელო დადო, თუმცა თავად ორი მიიღო და პრემიალური ქულა ვერ აიღო.

კიდევ ერთ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა: ‘ოიონა’ და ‘ტულუზა’ 23:23 დაზავდნენ.

პრო დე2 - მაისურაძე დაბრუნდა

მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე ტრავმით გამოწვეული 9-თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ბორჯღალოსანმა საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის მეორე ტურის შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა. მისი ‘ვანი’ ‘ნევერს’ ეწვია და დასკვნით 2 წუთში გატანილი ორი ლელოს წყალობით პრემიალურ ქულას გამორჩა - 21:24. სეზონის სტარტზე ‘ვანმა’ ორივე შეხვედრა სტუმრად ჩაატარა და მცირედი მარცხისთვის ორივე შემთხვევაში თითო ქულა მოიპოვა.

მეორე ტურის პირველ მატჩში ფრანგული ელიტა ბურჯმა მირიან ბურდულმა დააჭაშნიკა, რომელიც პრო დე2-ის ‘კარკასონში’ თბილისის ‘ლოკომოტივიდან’ ამ ზაფხულს გადავიდა. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, ‘კარკასონმა’ ‘ბიარიცი’ 16:3 დაამარცხა, ხოლო მირიანმა შეცვლაზე 31 წუთი ითამაშა და მეტოქეს ყვითელი ბარათიც ‘აკიდა’. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა.

‘ანგულემი’ ‘დაქსს’ საათის თავზე 10:3 უგებდა, მაგრამ ლელო-გარდასახვით ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სტუმარმა ‘დაქსმა’ გამარჯვება მოიპოვა. ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი ‘ანგულემის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში 56 წუთი ითამაშა. სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში სტუმართა ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე. აღსანიშნავია, რომ სუთიაშვილი ავტორიტეტულმა „მიდი ოლიმპიკმა“ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

‘მონტობანთან’ მატჩში დაცვასა თუ შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მან ‘ორიაკის’ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინებაში მაგრად იდგა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. სწორედ ამიტომ, მწვრთნელმა ის 78-ე წუთამდე ათამაშა, თუმცა 33-ე წუთზე მსაჯმა მეტოქის ბურჯთან ერთად გაასინბინა და ჯამში 68 წუთი ითამაშა.

‘კოლომიემ’ ‘პერპინიანთან’ 13-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში ამოქაჩა და დრამატულ მატჩში ბოლო წუთზე გამომუშავებული საჯარიმო ლელო-გარდასახვით 27:25 იმარჯვა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბექა შეყლაშვილს, რომელმაც პირველ ტაიმში 23-ედან 33-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 52-ე წუთიდან სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა და საკუთარ გუნდს შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა.

ტურის სხვა მატჩებში ‘გრენობლმა’ ‘მასი’ 26:22 დაამარცხა, ‘მონ-დე-მარსანმა’ ‘ნარბონს’ 50:8 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ხოლო ‘ბაიონმა’ ‘ბეზიეს’ 27:23 აჯობა.

ფრუიძის მეოთხე ლელო

ბორჯღალოსანი გიორგი ფრუიძე ‘კრასნი იარის’ მელელოვედ იქცა. ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ, მან კრასნოიარსკელებთან ივლისის ბოლოს სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და ერთ თვეში მეოთხე ლელო გაიტანა.

ბოლო ლელო ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, რადგან სწორედ მისი წყალობით სძლია ‘კრასნი იარმა’ თანაქალაქელ ‘ენისეის’. რუსეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის გუნდი დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ‘ენისეის’ ხვდებოდა, პირველად უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში, 15:7 სძლია.

რადგან ქართველები თავ-თავიანთი გუნდების ლიდერები არიან, ოთხივემ სრულად ითამაშა. ფრუიძემ თავისი ლელო 45-ე წუთზე გაიტანა, როდესაც იური კუშნარიოვის გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა. მალაღურაძემ თანაგუნდელის ლელო გარდასახა და ‘იარი’ 12:7 დაწინაურდა. სულ ბოლოს ლაშამ ჯარიმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

‘კრასნი იარი’ 38 ქულით (9 თამაშიდან) სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევდა, ‘ენისეი’ მას 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 405 სტუმარი ონლაინში