ლიპარტელიანის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატიდან (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ძიუდო
GeosportS.ge   
შაბათი, 02 სექტემბერი 2017 19:37

ლიპარტელიანი

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონნატის მე-6 დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ფინალური დაპირისპირება მან იაპონელ აარონ ვულფთან დამატებით დროში წააგო და საქართველოს  ვერცხლი მოუტანა.

ვიდეო - ვარლამ ლიპარტელიანის კომენტარი

ვარლამმა ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია.  1/8-ფინალში ლატვიელი ბოროდავკო დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუსი კირილ დენისოვი დაამარცხა ვაზარით. დენისოვი ლიპოსთვის დღემდე ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ითვლება.

ელენე პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა ასპარეზობას.

ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) უკრაინელი ბონდარენკო გაფრთხილებებით დაამარცხა და 1/4 ფინალისთვის უნგრელ ბარნა ბორთან იჭიდავა, რომელთანაც იპონით დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, სადაც მნღოლ ნაიდანთან გაფრთხილებით დამარცხდა.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს ( +100 კგ), მან კუბელ კარსია მედოზას ვაზარით სძლია. 1/4-ფინალში კი გურამს გასამარჯვებლად 9 წამი ეყო. ავსტრიელ ალეშტორფერი ქართველმა ფალავანმა იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში წონის ერთპიროვნულ ლიდერ ტედი რინერს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაშიც შებოჭვით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ვიდეო - გურამ თუშიშვილის და ტედი რინერის შეხვედრა

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 405 სტუმარი ონლაინში