თბილისი ჭადრაკის მე-15 მსოფლიო თასს მასპინძლობს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 02 სექტემბერი 2017 23:42

karlseniდღეს ფუნიკულიორზე ჭადრაკის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

2-28 სექტემბერს თბილისი ჭადრაკის რიგით მე-15 მსოფლიო თასს უმასპინძლებს ვაჟთა შორის.

უმაღლესი რანგის ტურნირში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის ტოპ-25 მოჭადრაკე.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ქალბატონებო და ბატონებო, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებო, თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზატორებო და მონაწილეებო, საქართველოს სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო! ჩვენი ქვეყანა პირველად მასპინძლობს ჭადრაკში უმაღლესი კატეგორიის ტურნირს. ეს, გულწრფელად უნდა განვაცხადო, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ქართული ჭადრაკი, რომელიც სამართლიანად ამაყობს ბრწყინვალე წარსულით, დიდი გამოწვევების წინაშე დგას - გაისად კვლავ საქართველოში ვიხილავთ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებს, თუმცა თბილისის ნაცვლად ზღვისპირა ბათუმში, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. თბილისის მსოფლიო თასი, სადაც ისტორიაში პირველად იასპარეზებს მსოფლიო რეიტინგის პირველი ოცი მოჭადრაკე, ერთგვარ გამოცდად შეიძლება მივიჩნიოთ ოლიმპიადის წინ. მე მჯერა ქართული ჭადრაკის მესვეურების, ვაფასებ მათ გამოცდილებას და ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ თბილისის მსოფლიო თასი, ისევე, როგორც 2018 წელს დაგეგმილი ოლიმპიადა, უმაღლეს დონეზე ჩაივლის და სათანადო შეფასებას დაიმსახურებს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან. აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ქართული ჭადრაკის წინსვლით და კვლავაც მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს თუ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან. 2017 წელს ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოში გაიმართა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბში, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის პირველობა, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში, უამრავი საერთაშორისო ასპარეზობა სპორტის ოლიმპიურ თუ არაოლიმპიურ სახეობებში. უკლებლივ ყველა მათგანმა საერთაშორისო ფედერაციების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მჯერა, ჭადრაკის დიდი ოჯახიც სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას. გისურვებთ წარმატებებს"!

ასპარეზობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის (ნორვეგია) მონაწილეობა. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობს. ტურნირში ასევე მონაწილეობენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები: ვიში ანანდი (ინდოეთი), ვესლეინ ტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი და მოქმედი ჩემპიონი ტან ჟონგი (ორივე ჩინეთი).

საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია. წესების თანახმად ვაჟთა ტურნირში მასპინძელი ფედერაციის ნომინაციით ასპარეზობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე.

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

ორგანიზატორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი". საინფორმაციო მხარდამჭერი - საზოგადოებრივი  მაუწყებელი.

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 375 სტუმარი ონლაინში