გურამ კაშია: "თქვენც უნდა დაგვეხმაროთ"!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
გიორგი ფულარიანი   
კვირა, 03 სექტემბერი 2017 00:28

Guram+Kashia+Spain+v+Georgia+_-YENAGC1dHl

ირლანდიასთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ Geosports.ge საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას ვრცლად ესაუბრა.

– როგორც იქნა, ირლანდიასთან ნავსი გატყდა. შევაფასოთ 2 სიტყვით შეხვედრა და როგორ ფიქრობ, რა დაგვაკლდა მოსაგებად?

– გოლი... მხოლოდ და მხოლოდ გოლი დაგვაკლდა...

– მომენტების რეალიზაციაზეც უნდა ვთქვათ – გვქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენეთ...

– ეს არაა იღბალი... ეს მომენტები შენი დასამთავრებელია და ვერავის თხოვ – ვერც იღბალს და ვერც ღმერთს. ყველამ დაინახა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო მოსაგებად. აი, ეს თამაში უნდა წავიღოთ ყველგან და არათუ დავრჩეთ ამ მოცემულ ვითარებაზე, არამედ უნდა გავაუმჯობესოთ. თუკი ირლანდიას ასე ეთამაშები, მოლდოვასთან აუცილებლად უნდა მოიგო, მით უმეტეს სახლში. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხით დღეს კმაყოფილნი ვართ, მაგრამ არა შედეგით, რადგან დღეს მოგება დავიმსახურეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არა იღბლის, არამედ ჩვენი ბრალია.

– მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თითქოს, უიმედოდ იყავით...

– უიმედოდ არა, უბრალოდ ვთქვი, რომ ორთაბრძოლებში მათი მოგება ძალიან რთულია. ჩვენი სტილი ხისტი, უხეში თამაში არაა... ჩვენთვის მთავარია ბურთის დაჭერა. დღეს რომ ხისტი თამაში წასულიყო, აუცილებლად დავმარცხდებოდით, რადგან ფიზიკურად ჩვენზე ძლიერნი არიან. 

– როგორია განწყობა შემდეგი მატჩებისთვის?

– კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს თამაშები უნდა წავიღოთ ყველგან და გარდა ამისა, გავაუმჯობესოთ. 

- "ხალხი ამბობს, ბოლომდე იბრძოლეთო... აქ ამაში არაა საქმე, ყველა ბოლომდე იბრძვის. მთავარია, როგორ და რა დონეზე შეგიძლია ეს ბოლომდე ბრძოლა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველას სხვადასხვა + აქვს.

- მესმის გულშემატკივრების გაწბილება, დიდი ხანია არ მოგვიგია, მაგრამ ცოტა მათი მხრიდანაც უნდა ვიგრძნოთ დახმარება. თუნდაც იგივე ჟურნალისტებისგან საიტებით, გაზეთებით, რადიოებით, ტელევიზიებით... ბიძგი აუცილებლად გვჭირდება"!

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 522 სტუმარი ონლაინში