ლობჟანიძემ და შარიქაძემ ანგარიში გახსნეს (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 14:03

shariqaსაფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში მეორე (ტოპ 14) და მესამე (პრო დე2) ტურები გაიმართა. ქართველმა ლეგიონერებმა კი ლელოებით გამოიჩინეს თავი.

ტოპ 14 - ლობჟანიძის პირველი ელიტური ლელო

ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და ‘ბრივის’ მაისურით პირველი ლელო გაიტანა. გასულ სეზონში მან ტოპ 14-ში 6, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 7 თამაში ჩაატარა და რამდენიმე ლელოს თანაავტორი გახდა. ამჯერად მან საკუთარი ანგარიში გახსნა.

ვიდეო

‘ლიონთან’ მატჩის 72-ე წუთზე, ლობჟანიძემ 5-მეტრა შერკინებაში ბურთი შეაგორა და მოკლე ფრთაზე გაიხსნა, პასი რომ მიიღო პირველი მბოჭავი ფინტით ჩამოიშორა, მეორე ხელის კვრით მოიშორა, ხოლო მესამეს ბოჭვა უკვე დაგვიანებული იყო. ამან სტუმრები მარცხისგან ვერ იხსნა, ‘ლიონმა’ 29:14 მოიგო, თუმცა ვასკას თავდაჯერება აუცილებლად მოემატება, მწვრთნელიც უფრო მეტად ენდობა და მისი ხშირი თამაში ნაკრებსაც წაადგება.

ლობჟანიძემ შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა. ‘ბრივის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, ბურჯი კარლენ ასიეშვილი და მოედანზე 50 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან 4-ჯერ შეუტია და 11 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შეასრულა.

პირველი თამაში მოიგო ტოპ 14-ში დაბრუნებულმა ‘აჟენმა’. ‘რასინგის’ ძლევაში დიდი წვლილი მიუძღვის თამაზ მჭედლიძეს, რომელმაც სრულად ითამაშა, ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და ჯამში 49 მეტრი მოიგო, 2-ჯერ ხაზი სუფთად გაჭრა, 4-ჯერ მბოჭავი გააბითურა, 5 პასი და ერთი ოფლოუდი გაახერხა, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შეასრულა. მასპინძელთა რიგებში 57-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, 2 შეტევით 5 მეტრი მოიგო და დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა.

პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ კაკოვინი და 47 წუთში 3 ბოჭვა მოაგროვა. მატჩის ბედი დიდწილად 39-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ‘რასინგის’ შუამარბი ენტონი ტუიტავაკე უხეში ბოჭვისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და ‘აჟენმა’ მეტობით კარგად ისარგებლა.

მოიგო ‘სტად ფრანსემაც’, რომელმაც ‘ლა როშელს’ 35:24 სძლია. მიმდინარე სეზონში პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში მეორედ ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. მან მოედანზე 56 წუთი გაატარა და დიდი მოცულობის შავი სამუშაო ჩაატარა.

‘მონპელიემ’ ‘ოიონას’ პრემიალური ქულით, 37:6 აჯობა. მიხეილ ნარიაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, მოედანზე 62 წუთი გაატარა და პირველი ლელოს თანაავტორი გახდა: 5-მეტრა დერეფნისას ის პირველ ნომრად იდგა, მეტოქისგან მოულოდნელად ბურთი მიიღო, ბისმარკ დუ პლესს სწრაფადვე დაუბრუნა და ის ვეღარავინ შეაჩერა. 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კოტე მიქაუტაძემ და ლუის პიკამოლს მე-5 ლელოს დადებისას გზა გაუსუფთავა. ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა ‘ოიონას’ ბურჯ ირაკლი მირცხულავას. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში ‘კლერმონმა’ ‘ტულონს’ 21:16 მოუგო და მოედანზე 4 ქართველი ვიხილეთ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მე-60-ე წუთზე შეცვალეს დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი. ზირაქაშვილი ტრადიციულად ბევრს შრომობდა, 3-ჯერ ბურთით შეუტია და 5 მეტრით წინ წაწია, ხოლო დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა. კოლელიშვილმა 7 მიძალებით 9 მეტრი მოიგო და 9 ბოჭვაც მოაგროვა. 33-ე წუთზე მეტოქემ მასზე სახიფათო ბოჭვა შეასრულა და სინბინით დაისაჯა, შესვენებამდე ყვითელი ბარათი კიდევ ერთმა ტულონელმა იხილა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ‘კლერმონმა’ ტაიმი 11:10 მოიგო.

‘ტულონის’ მესამე ხაზში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ და ის სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 14-ჯერ შეუტია (მეორე მაჩვენებელიი ‘ტულონის’ შემადგენლობაში), 2-ჯერ მბოჭავი ჩამოიშორა და ჯამში 35 მეტრი იარა, ხოლო დაცვაში 11 ბოჭვა შეასრულა. 56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. ეს მისი პირველი გამოჩენაა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში.

პრო დე2

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ‘კარკასონის’ პრემიალურ ძლევაში 5-ქულიანი წვლილი შეიტანა და მისმა ‘ორიაკმა’ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა შუამარბმა პირველი 40 წუთი ითამაშა და თავი 29-ე წუთზე გამოიჩინა: ბურთი მეტოქის 22-ში მიიღო, მცირე მონაკვეთზე სამ მბოჭავს დაუსხლტა და ლელოს ხაზს უწია. ამ დროს ანგარიში 21:3 გახდა, მასპინძლებმა ტაიმი 28:3 მოიგეს და მწვრთნელებმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს.

ვიდეო

‘ორიაკის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. ძირითადში დაიწყო თამაში ‘კარკასონის’ ბურჯმა მირიან ბურდულმა, ის შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 65-ედან 75-ე წუთამდე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანს დაუბრუნდა. ‘ორიაკმა’ თამაში 41:10 მოიგო.

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ‘გრენობლმა’, რომელმაც ამჯერად ‘მონ-დე-მარსანი’ 26:21 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

ზედიზედ მეორე შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში ტრავმამოშუშებულმა მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ. მან მოედანზე 53 წუთი გაატარა და მისმა ‘ვანმა’ ანგულემს’ 28:14 სძლია, ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

პრო დე2-ის სატურნირო ცხრილს ბექა შეყლაშვილის ‘კოლომიე’ ლიდერობს, რომელმაც ‘ბაიონს’ პრემიით, 36:13 მოუგო. ქართველმა ბურჯმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებისას შეცვალეს.

ფრუიძეს ისევ გააქვს

რუსეთის ჩემპიონატში გატანილი ლელოთი თავი კვლავ გამოიჩინა ბორჯღალოსანმა გიორგი ფრუიძემ. მისმა ‘კრასნი იარმა’ ‘ყუბანს’ 33:25 სძლია. ანგარიში სწორედ ქართველმა შუამარბმა გახსნა, ხოლო კლუბში ფულბეკად მოთამაშე ლაშა მალაღურაძემ 4 გარდასახვა გაიტანა.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 406 სტუმარი ონლაინში