18 წ. 7-კაცა: მწვრთნელებმა 12 შეარჩიეს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 09:47

_DSC6011_Instory118-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები გუშინ სამხრეთ აფრიკული შეკრებიდან დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებამდე მწვრთნელებმა ის 12 მოთამაშე შეარჩიეს, რომლებიც 9-10 სექტემბერს ჰაიდელბერგში (გერმანია) ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ტურნირის მატჩებს ტრადიციულად რაგბი ევროპის ვებ პორტალი Rugbyeurope.TV აჩვენებს - ტურნირის განრიგი >>>

ქართველი 18-წლამდელები 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე პირველად იღებენ მონაწილეობას და მისთვის უკეთ მომზადების მიზნით, 23 აგვისტოს 16-კაციანი შემადგენლობა ‘ვესთერნ პროვინსის’ (სამხრეთ აფრიკა) აკადემიაში შეკრებაზე გაემგზავრა. ამ აკადემიაში სამხრეთ აფრიკის 7-კაცა ნაკრები ემზადება, რომელიც მსოფლიო სერიის გამარჯვებული გახდა, გაზაფხულზე იქ საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც იმყოფებოდა და ახლა ეს გზა 18-წლამდელებმაც გაიარეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე განვლილი შეკრებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკაში გატარებული 8 დღე მომავალი განვითარებისთვისაც სასარგებლოა:

„სამხრეთ აფრიკაში 7-კაცას სპეციფიური ვარჯიშები გვქონდა და ეს ძალიან კარგია. გვეხმარებოდა კონკრეტულად ამ მიმართულების ორი ადგილობრივი პროფესიონალი მწვრთნელი. გარკვეულ ვარჯიშებს ისინი დამოუკიდებლად ატარებდნენ, ვარჯიშების ნაწილს ერთობლივად ვუძღვებოდით და გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და რჩევები.

ყველა მოთამაშეს ჩაუტარდა ინდივიდუალური ტესტები ყველა მიმართულებით, პოზიციების მიხედვით. იყო როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური ტესტები და შეკრების დასრულების შემდეგ, თითოეულ მოთამაშეზე დაიწერა განვითარების 3-წლიანი გეგმა. მის მიხედვით შეკრებაზე მყოფი 16-ივე მოთამაშე გააუმჯობესებს იმ ნაკლს, რომელიც ტესტებმა აჩვენა და 3 წლის შემდეგ მაღალი დონის მოთამაშეები გვეყოლება“ - კმაყოფილია ობოლაძე.

ჩვენს 7-კაცას ყველა ვარჯიშზე და რა თქმა უნდა თამაშებზე, ემსახურებოდა ვიდეო-ანალიზის ადგილობრივი სპეციალისტი, რომელიც უმოკლეს დროში ახდენდა ანალიზს. ობოლაძის თქმით, ამხანაგურმა თამაშებმა და რაც მთავარია ტურნირში მონაწილეობამ (სამხრეთ აფრიკის კოლეჯების ჩემპიონატი), გუნდს ევროპის ჩემპიონატის წინ უდიდესი სამსახური გაუწია:

„სამხრეთ აფრიკაში გატარებული დღეების შემდეგ, ბიჭებმა მოუმატეს როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით. ამ შეკრების გარეშე ახლა ასეთ დონეზე ვერ ვიქნებოდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვქონდა 4 მართვადი ვარჯიში, 2 ამხანაგური თამაში და კიდევ 4 თამაში ტურნირზე. ბიჭებმა შეიგრძნეს თამაშის რითმი წმინდად 7-კაცას გუნდებთან, ისინი გამოვცადეთ რეალური წნეხის ქვეშ, მოთამაშეებმა მიიღეს უცხოურ გუნდებთან თამაშის გამოცდილება.

ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ აფრიკულ გუნდებს ტემპში ავყევით და კარგი თამაშები ვაჩვენეთ. კოლეჯების ჩემპიონატში დამატებით დროში მოგვიგო გუნდმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ დღეს ჩვენ 4 თამაში ჩავატარეთ, რაც იოლი ნამდვილად არაა და დიდ ამტანობას მოითხოვს. გარდა ამისა, ამავე დღეს გვქონდა შეხვედრა სამხრეთ აფრიკის 7-კაცა ნაკრების მწვრთნელთან, რომელმაც სამხრეთ აფრიკის მოთამაშეებიის მაგალითზე აგვიხსნა, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მოთამაშეების შერჩევა, რას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორ ხდება მათი განვითარება, მწვრთნელებმა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ“.

სამხრეთ აფრიკული შეკრებისას ჩვენმა 7-კაცამ ტრავმის გამო 2 მოთამაშე დაკარგა. ვარჯიშის პროცესში დაშავდა ბექა ყორიაული, ხოლო ტურნირის მსვლელობისას რატი ჟორჟოლიანი. მწვრთნელები მათ 12-კაციან განაცხადში მოიაზრებდნენ:

„თამაშებზე გამოჩნდა, რომ რატი ჟორჟოლიანი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდა და ის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დაგვაკლდება. ტრავმა სერიოზული არაა, რატი 1 კვირაში მზად იქნება, მაგრამ ჩვენ ევროპის ჩემპიონატი სწორედ 1 კვირაში გვიწევს“.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბიჭებს დასასვენებლად 3 დღე ექნებათ. 5 და 6 სექტემბერს მათ აღდგენითი ვარჯიშები ჩაუტარდებათ - თბილისელებს ‘შევარდენის’, ხოლო ქუთაისელებს ‘აიას’ ბაზაზე და 7 სექტემბერს გვიან ღამით, გუნდი გერმანიაში გაემგზავრება. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ქართველთა მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ირლანდია, მასპინძელი გერმანია და ლუქსემბურგი იქნებიან:

„ძალიან კარგად მოვემზადეთ, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მიყვარს და ახლაც თავს შევიკავებ. ამ ასაკის 7-კაცა ნაკრები პირველად შეიკრიბა, ევროპის ჩემპიონატზეც პირველად ვთამაშობთ და ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მოდით ასე ვთქვათ - ამ ევროპაზე მიზანი მეტოქეებისგან პატივისცემის დამსახურება და მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებაა“ - ამბობს ობოლაძე.

ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები).

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 406 სტუმარი ონლაინში