ქართველი მწვრთნელი - ნიკა კევლიშვილი "ნიუ-იორკ რედ ბულზიდან" "ლივერპულში"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 23:03

nikaქართველი მწვრთნელი - ნიკა კევლიშვილი "ნიუ-იორკ რედ ბულზიდან" "ლივერპულში"

26 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც რამდენიმე წელია "ნიუ-იორკ რედ ბულზის" ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელია, კარიერას ინგლისური გრანდის - "ლივერპულის" აკადემიაში გააგრძელებს.

ნიკა კევლიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაიარა გასაუბრება და ინგლისელებისგან მაღალი შეფასება მიიღო. მომდევნო კვირაში კი ოფიციალურად შეუდგება საქმეს.

Geosports.ge ქართველ მწვრთნელს ესაუბრა და მასთან დეტალები გაარკვია.

21534458_1787476341279670_816197757_o

- ნიკა, როგორ აღმოჩნდი "ლივერპულის" აკადემიაში?

- საფეხბურთო წრეებში "ლივერპულის" აკადემიის შესახებ ხშირად საუბრობენ. 1 წლის წინ, ინგლისელებმა ნიუ-ჯერსიში გახსნეს აკადემია. როგორც კი ჩემი მონაცემები გავაგზავნე, იმ დღესვე დამიბარეს. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა. გუშინ პრაქტიკული სავარჯიშოც ვუჩვენე. მაღალი შეფასება მივიღე და ამიყვანეს გუნდში.

- კონტრაქტს უკვე მოაწერე ხელი?

- უკვე გადაწყვეტილია, 6-თვიანი კონტრაქტი მექნება. 1 წლიანს მთავაზობდნენ, მაგრამ მე 6-ზე დავთანხმდი, რადგან A ლიცენზია მაქვს გასავლელი და ამისთვის მჭირდება დრო. "ლივერპულის" აკადემიასთან უკვე შევათანხმე. ყველანაირად შემიწყობენ ხელს, რომ საფეხბურთო განათლება მივიღო. მომავალ ზაფხულს ინგლისში გავივლი კურსებს.

- რატომ გადაწყვიტე კლუბის შეცვლა?

- "რედ ბულზში" იდეალურ პირობებში მიწევს მუშაობა. თუმცა განვითარებისთვის ცვლილებებია საჭირო. გადავწყვიტე ინგლისურ კლუბში ვცადო ბედი. დარწმუნებული ვარ, დიდ გამოცდილებას მივიღებ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ ჩემს პროფესიაში.

10943798_10153402218402010_2633964348692359096_n

ნიკა კევლიშვილი გვიყვება, რომ "ლივერპულის" აკადემიას 10-დან 18-წლამდე გუნდები ყავს, ასევე აქვს საინტერესო პროექტები. აკადემიაში გამოცდილი ინგლისელი მწვრთნელები მუშაობენ.

"უკვე ოთხი აკადემია აქვს "ლივერპულს" აშშ-ში. საუკეთესო პროგრამა აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი დადის ფეხბურთზე. იმედი მაქვს, აკადემიაში ჩემი კარიერა წარმატებული იქნება", - ამბობს ქართველი მწვრთნელი.

კევლიშვილმა "ნიუ-იორკ რედ ბულზში" მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ 6-თვიანი პაუზა ჰქონდა, იმ პერიოდში B ლიცენზია აიღო. საფეხბურთო განათლების მიღების შემდეგ ისევ დაუბრუნდა ნიუ-იორკს. ამიერიდან კი ნიუ-ჯერსიში "ლივერპულის" აკადემიაში გაზრდის მომავალ ფეხბურთელებს.

Geosports.ge ქართველ მწვრთნელს წარმატებას უსურვებს!


 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 453 სტუმარი ონლაინში