ქართველი მწვრთნელი - ნიკა კევლიშვილი "ნიუ-იორკ რედ ბულზიდან" "ლივერპულში"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 23:03

nikaქართველი მწვრთნელი - ნიკა კევლიშვილი "ნიუ-იორკ რედ ბულზიდან" "ლივერპულში"

26 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც რამდენიმე წელია "ნიუ-იორკ რედ ბულზის" ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელია, კარიერას ინგლისური გრანდის - "ლივერპულის" აკადემიაში გააგრძელებს.

ნიკა კევლიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაიარა გასაუბრება და ინგლისელებისგან მაღალი შეფასება მიიღო. მომდევნო კვირაში კი ოფიციალურად შეუდგება საქმეს.

Geosports.ge ქართველ მწვრთნელს ესაუბრა და მასთან დეტალები გაარკვია.

21534458_1787476341279670_816197757_o

- ნიკა, როგორ აღმოჩნდი "ლივერპულის" აკადემიაში?

- საფეხბურთო წრეებში "ლივერპულის" აკადემიის შესახებ ხშირად საუბრობენ. 1 წლის წინ, ინგლისელებმა ნიუ-ჯერსიში გახსნეს აკადემია. როგორც კი ჩემი მონაცემები გავაგზავნე, იმ დღესვე დამიბარეს. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა. გუშინ პრაქტიკული სავარჯიშოც ვუჩვენე. მაღალი შეფასება მივიღე და ამიყვანეს გუნდში.

- კონტრაქტს უკვე მოაწერე ხელი?

- უკვე გადაწყვეტილია, 6-თვიანი კონტრაქტი მექნება. 1 წლიანს მთავაზობდნენ, მაგრამ მე 6-ზე დავთანხმდი, რადგან A ლიცენზია მაქვს გასავლელი და ამისთვის მჭირდება დრო. "ლივერპულის" აკადემიასთან უკვე შევათანხმე. ყველანაირად შემიწყობენ ხელს, რომ საფეხბურთო განათლება მივიღო. მომავალ ზაფხულს ინგლისში გავივლი კურსებს.

- რატომ გადაწყვიტე კლუბის შეცვლა?

- "რედ ბულზში" იდეალურ პირობებში მიწევს მუშაობა. თუმცა განვითარებისთვის ცვლილებებია საჭირო. გადავწყვიტე ინგლისურ კლუბში ვცადო ბედი. დარწმუნებული ვარ, დიდ გამოცდილებას მივიღებ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ ჩემს პროფესიაში.

10943798_10153402218402010_2633964348692359096_n

ნიკა კევლიშვილი გვიყვება, რომ "ლივერპულის" აკადემიას 10-დან 18-წლამდე გუნდები ყავს, ასევე აქვს საინტერესო პროექტები. აკადემიაში გამოცდილი ინგლისელი მწვრთნელები მუშაობენ.

"უკვე ოთხი აკადემია აქვს "ლივერპულს" აშშ-ში. საუკეთესო პროგრამა აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი დადის ფეხბურთზე. იმედი მაქვს, აკადემიაში ჩემი კარიერა წარმატებული იქნება", - ამბობს ქართველი მწვრთნელი.

კევლიშვილმა "ნიუ-იორკ რედ ბულზში" მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ 6-თვიანი პაუზა ჰქონდა, იმ პერიოდში B ლიცენზია აიღო. საფეხბურთო განათლების მიღების შემდეგ ისევ დაუბრუნდა ნიუ-იორკს. ამიერიდან კი ნიუ-ჯერსიში "ლივერპულის" აკადემიაში გაზრდის მომავალ ფეხბურთელებს.

Geosports.ge ქართველ მწვრთნელს წარმატებას უსურვებს!


 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 332 სტუმარი ონლაინში