სამბოს ტურნირი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სამბო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 17:29

IMG_98379-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 12 ქვეყნის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენმა მიიღო 9 წონით კატეგორიაში.

ქართველმა სამბისტებმა ჯამში 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე 9 სექტემბერს მედლებისთვის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენებმა იბრძოლეს, 10 სექტემბერს კი 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტებმა. ტურნირის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც სამბოს ფეედრაციის პრეზიდენტ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი უკვე მესამედ გაიმართა. სამბოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ტურნირს A კატეგორიის სტატუსი მიენიჭება.

არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი სამბოში
ძიუდოს აკადემია, 9-10 სექტემბერი


52 კგ.

1.ამურ ჩადინი(რუსეთი)
2.გივი ნადარეიშვილი(საქართველო)
3.გიორგი მირუაშვილი(საქართველო)
3.დიმიტრი მულაძე(საქართველო)

57 კგ.
1.ჩირგაძე გენადი(საქართველო)
2.კუპატაძე ირაკლი(საქართველო)
3.ფედოროვი ალექსი(რუსეთი)
3.მხითარიანი გიორგი(სომხეთი)

62 კგ.
1.თორნიკე ჭოველიძე(საქართველო)
2. ვაე ტუტხალიანი(ბელგია)
3.პაატა მერებაშვილი(საქართველო)
3.საბა გრიგალაშვილი(საქართველო)

68 კგ.
1.ლილუაშვილი მინდია(საქართველო)
2.მარკარიანი გიორგი(რუსეთი)
3.ოდოშაშვილი ზვიადი(საქართველო)
3.შემაზაშვილი გიორგი(რუსეთი)

74 კგ.
1.ალექსი სარაიკინი(რუსეთი)
2.სტანისლავ სკრიაბინი(რუსეთი)
3.მაქსიმ იუდინი(რუსეთი)
3.ზვიად კაპანაძე(საქართველო)

82 კგ.

1.გაგნიძე ზაური(საქართველო)
2. კურჟევი ალი(რუსეთი)
3.ბერულავა ბექა(საქართველო)
3.კუცია ნიკო(საქართველო)

90 კგ.
1.თორნიკე ჯუღელი(საქართველო)
2.რომან ეგოროვი(რუსეთი)
3.ალექსი სტეპანკოვი(ბელგია)
3.ბექა მიქუტიშვილი(საქართველო)

100 კგ.
1.ლორიაშვილი დათო(საქართველო)
2.კობაიძე გიორგი(საქართველო)
3.ბალაბანი ანდრეი(უკრაინა)
3.ოზბეთელაშვილი დათო(საქართველო)

+100 კგ.

1.იური რიბაკი(ბელგია)
2.გიორგი ზაქარიაძე(საქართველო)
3.ჯამალ მგოევი(რუსეთი)
3.ალექსი ტუნაკოვი(რუსეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 406 სტუმარი ონლაინში