დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლესლიგელ "პისტოიაში" გააგრძელებს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 17:40

dudaსაქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.

სერია „ა“-ს კლუბმა „ფლექს ფისტოიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომ ქართველ მსროლელთან კონტრაქტი გააფორმა. დუდამ ხელშეკრულება მიმოწერით გააფორმა, ხოლო დოკუმენტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც სანაძე იტალიაში ჩავა და სამედიცილო შემოწმებას წარმატებით გაივლის.

შეგახსენებთ, რომ სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა: 17.2 ქულა, 2.9 მოხსნა, 1.3 პასი და 1.2 ჩაჭრა. სულ ახლახანს დუდამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 10.8 ქულას, 2.0 მოხსნას, 1.2 პასს და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.
“სანაძის სახით ძალიან საჭირო კალათბურთელი დაგვემატა. ის ახალგაზრდაა, თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. კარგია ისიც, რომ დუდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატიდან მოდის და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სეზონისთვის მზადება ცოტა გვიან დავიწყეთ, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ამასთან, სანაძეს ორ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაში შეუძლია, რაც გუნდისთვის იდეალური ვარიანტია”, - განაცხადა “ფლექს პისტოიას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ.

სანაძე ახლა თბილისში იმყოფება და იტალიის სამუშაო ვიზის მოლოდინშია, რომლის მიღების შემდეგაც აპენინის ნახევარკუნძულზე გაემგზავრება და თავის ახალ კლუბს შეუერთდება.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 360 სტუმარი ონლაინში