საქართველოს თასი: ნახევარფინალის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 22:38

tasi12-13 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

ხონის „იმერეთმა“ საკუთარ მოედანზე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დაამარცა მეტოქე. შეხვედრის ძირითადი დამატებითი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, 11-მეტრიანები კი, უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს და 4:2 იმარჯვეს. იმერული კლუბისთვის ეს ისტორიული შედეგია, „იმერეთი“ არსებობის განმავლობაში საქართველოს თასის ნახევარფინალში პირველად იასპარეზებს. 

მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „შევარდენი 1906“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. 

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის „ჩიხურამ“. იმერლებმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. „ჩიხურადან“ დუბლი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა ერთი გოლი კი, მიშიკო სარდალიშვილის ანგარიშზეა. 

ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა თბილისის „დინამომ“. დედაქალაქური კლუბი სტუმრად „რუსთავს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, უგოლო ფრით 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, დინამოელთა მეკარემ სამი დარტყმის მოგერიება მოახერხა და „დინამომ“ მეტოქე 3:0 დაამარცხა. 

ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 15 სექტემბერს გაიმართება. 

იმერეთი - ნორჩი დინამო 2:2 (პენ. 4:2)

ხონი, ცენტრალური სტადიონი

იმერეთი: მეძველია, ხელაძე, მანაგაძე, გ. ლობჟანიძე, სულაძე, კუხალაშვილი (63’ დ. კოხრეიძე), ნიკურაძე (59’ ბაბუნაშვილი), საღარეიშვილი, ხანთაძე, გაბუნია, ხმელიძე (59’ მუშკუდიანი)

სათადარიგო შემადგენლობა: ჯოხაძე, ძაძამია, ევსანჯია, ხეცურიანი

მთავარი მწვრთნელი: დათო ჭელიძე

ნორჩი დინამო: მიქავა, კალაძე, თოდუა, ბეროშვილი (65’ ბუკია), ჯოჯუა, ფიფია (85’ შენგელიძე), დეისაძე, ძამსაშვილი, გოგობერიშვილი, გ. კაშია, ზ. ლობჟანიძ

სათადარიგო შემადგენლობა: ლომსაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, კ. სადილიანი, ი. მაჩიტიძე, კ. გიორგაძე

გაფრთხილება: 10’ გ. ლობჟანიძე (იმერეთი), 29’ ფიფია (ნორჩი დინამო)

გოლები: 0:1 ჯოჯუა (პენ) (15), 1:1 სულაძე (22), 1:2 კალაძე (49), 2:2 საღარეიშვილი (84)


შევარდენი 1906 - ტორპედო 1:2

თბილისი, „მიხეილ მესხი“

შევარდენი 1906: შეყრილაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, მაისურაძე, მაღრაძე (75’ შალოლაშვილი), ოდიკაძე, ფოფხაძე, მაღალდაძე, კობერიძე, ბულუხაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბრაჭული, მალანია, მურუსიძე, ურუშაძე, მაგრაქველიძე, ჭაავა

მთ. მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, კუხიანიძე (90+5’ გიგაური), ფალავანდიშვილი, კორობკა (65’ კვირკვია), კუტალია, ქიმაძე, ბერიაშვილი (58’ ბაბუნაშვილი), ტუღუში

სათადარიგო შემადგენლობა: მეშველიანი, ადამაძე, მამასახლისი, საღრიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მსაჯები: შ. ქუხილავა, დ. გაბისონია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 36’ მაისურაძე (შევარდენი 1906), 74’ ფალავანდიშვილი (ტორპედო)

გოლები: 0:1 კუტალია (9), 1:1 მაღალდაძე (50), 1:2 ტუღუში (90+3)


ჩიხურა - დილა 3:0

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, ფონიავა (37’ გაბედავა), სარდალიშვილი (71’ დეკანოიძე), კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ივანიშვილი (56’ მწყერაშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია

სათადარიგო შემადგენლობა: გრიგალაშვილი, განუგრავა, მესხი, გორგიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, გოგატიშვილი, წიქარიძე (72’ ფანცულაია), ნონიკაშვილი (62’ კირკიტაძე), კუსიანი (69’ მოდებაძე), აბუბაკარი, კვახაძე, ნუბიო, დერეტი

სათადარიგო შემადგენლობა: ბეგაშვილი, ძარია, პედრინიო, აშორტია

მთავარიმწვრთნელი: გიორგი დარასელია

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, ი. კაკაბაძე, ი. ხერხაძე

გაფრთხილება: 60’ მაჩაიძე (დილა), 63’ ჩიკვაიძე (ჩიხურა), 81’ აბუბაკარი (დილა)

გაძევება: 53’ ჰამზიჩი (ჩიხურა)

გაფუჭებული პენალტი: 56’ წიქარიძე (დილა)

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (38), 2:0 სარდალიშვილი (43), 3:0 ტატანაშვილი (74)


რუსთავი - დინამო თბ 0:0 (პენ. 0:3)

რუსთავი, „ფოლადი“

რუსთავი: ალავიძე, ბრაჭული, სამხარაძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, მეტრეველი, გუჯაბიძე, აფაქიძე (101’ კილაძე), გოგინაშვილი (72’ სიჭინავა), ციცქიშვილი, კირკიტაძე (86’ ცაცკრიალაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: მერლანი, ქათამაძე, კილასონია, მინდორაშვილი

მთ
ავარიმწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო თბ:
რევიშვილი, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, მიქელთაძე, შულაია, ქოჩლაძე (59’ კუცია), სალუქვაძე, კოვტალიუკი (46’ ლილუაშვილი), კობოური, ნინუა

სათადარიგო შემადგნელობა: ბულისკერია, მიშენკო, ერგემლიძე, ქავთარაძე, ხარაბაძე

მთ
ავარიმწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 54’ ვასაძე (რუსთავი), 99’ აფაქიძე (რუსთავი), 112’ სიჭინავა (რუსთავი)

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1380 სტუმარი ონლაინში