2024-პარიზი, 2028-ლოს-ანჯელესი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ოლიმპიადა
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 14:30

olimpiada2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს პარიზი, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს - ლოს-ანჯელესი.

ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.

„ვულოცავ პარიზ-2024-ს და ლოს-ანჯელეს-2028-ს. ეს არის ისტორიული ორმაგი არჩევანი, ეს არის წაუგებელი სიტუაცია ქალაქ პარიზისთვის, ქალაქ ლოს-ანჯელესისთვის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა,ძნელი წარმოსადგენია უკეთესი რამ. ოლიმპიური თამაშებისა და მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისთვის მომავალი 11 წლის განმავლობაში სტაბილურობის უზრუნველყოფა - ეს არის რაღაც ექსტრაორდინალური."

როგორც თომას ბახმა აღნიშნა, ორი უდიდესი ქვეყნის  ამ ორ  ორ უდიდეს ქალაქს ზურგს უმაგრებს უდიდესი ოლიმპიური ისტორია. ორივე ქალაქი საოცარი ენთუზიაზმით ეკიდება ოლიმპიურ თამაშებს და ფანტასტიკურად უკაფავს გზას ოლიმპიურ სულისკვეთებას.

პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერებმა - ანე იდალგომ და ერიკ გარსეტიმ მადლობა გადაუხადეს სოკ-ის წევრებს მხარდაჭერისათვის და გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩაივლის.

დღევანდელი არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც წლეულს ივნისში გამართულმა სოკ-ის რიგგარეშე სესიამ მხარი დაუჭირა აღმასრულებელი საბჭოს წინადადებას 2024 და 2028 წლის მასპინძელი ქალაქების ერთდროულად არჩევის შესახებ, სამმხრივმა შემთანხმებელმა კომისიამ კი  ნაყოფიერად იმუშავა და ყველა სადვაო  საკითხი მოაგვარა, ცხადია, არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ სოკ-ის წევრები სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.


 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1100 სტუმარი ონლაინში