სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრნენ

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 19:19

CHADRAKI SURATIთბილისში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს  (2-27 სექტემბერი) დღეს საქართველოს პარლამენტის  წევრი გენადი მარგველაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე დაესწრნენ.

ისინი ინტერესით ადევნებენ თვალს მსოფლიო თასის ტურნირის მიმდინარეობას, რომელშიც  მსოფლიოს უმაღლესი რანგის მქონე 128 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ნორვეგიელი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) და ვიში ანანდი (ინდოეთი) და სხვები. მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო 16 მოჭადრაკეს შორის ქართველი ბაადურ ჯობავაც მოხვდა, რომელიც მერვედ ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, ვესლი სოს დაუპირისპირდა.

პარლამენტის წარმომადგენლებს ტურნირის ორგანიზატორი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მასპინძლობდნენ, რომელთა ინფორმაციითაც, მსოფლიო თასი იმდენად დრამატულად მიმდინარეობს, რომ ტურნირს ყველა ყოფილი ჩემპიონი გამოეთიშა. თუმცა, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტურნირი ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს, ხოლო ყველა სხვა მონაწილე ჩვენს ქვეყანას დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვებს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1276 სტუმარი ონლაინში